The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ბაგრატიონი

ალექსანდრე ბაგრატიონი
Date of birth:1877
Date of death:1955  (at 78 years)
Burial location:ბრომპტონის სასაფლაო, ლონდონი
Category:Military Person

Biography

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოდპოლკოვნიკი ალექსანდრე ბაგრატიონი დაიბადა 1877 წელს.

1923 წელს ვარშავის უმაღლეს საინტენდანტო სასწავლებელში სწავლობდა. პარალელურად ასწავლიდა რემბერტოვის IV სამხედრო საწვრთნელ ცენტრში პოლკის მეთაურთა კურსებზე.

სწავლის დამთავრების შემდეგ პოლონეთის არმიის პოდპოლკოვნიკი, საკონტრაქტო ოფიცერი გახდა.

აქტიურად მონაწილეობდა ქართული ემიგრაციის ცხოვრებაში. მნიშვნელოვან პოზიციებს იკავებდა პოლონეთის ქართულ კომიტეტში.

ვარშავის კაპიტულაციის შემდეგ კოლდიცის გერმანელების ტყვეთა ბანაკში იმყოფებოდა. ბანაკიდან გათავისუფლებული დიდ ბრიტანეთში გადავიდა.

ომის დამთავრების შემდეგ „რადიო თავისუფლებაში“ სტენოგრაფთა უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა.

გარდაიცვალა 1955 წელს, ლონდონში. დასაფლავებულია მეუღლესთან ერთად ბრომპტონის სასაფლაოზე.

ალექსანდრეს მეუღლე ბარბარე ბაგრატიონი, 1930 წელს ვარშავაში „პრომეთეს“ კლუბის ქალთა სექციის აქტიური წევრი იყო, ხოლო ქალიშვილი მარიამი, მე-17 ქალთა სატრანსპორტო კომპანიისა და 218-ე კომპანიის II საველე კორპუსში მსახურობდა.

ალექსანდრეს ვაჟი ნიკოლოზ ბაგრატიონი (1908-1940), საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ მშობლებთან ერთად ჩავიდა ვარშავაში.

მას ცოლად ჰყავდა პოლონელი ჰელენა რუძკა. დაქორწინებიდან სამ თვეში ნიკოლოზი გარდაიცვალა. განისვენებს ვარშავაში მეუღლის საგვარეულო სასაფლაოზე. მის დაკრძალვაზე პანაშვიდი გრიგოლ ფერაძემ აღასრულა. პოლკოვნიკ ველი ბექ იედიგარის ცნობით, - „ნიკოლოზ ბაგრატიონის გარდაცვალების მიზეზი ის გახდა, რომ იგი ქართულ ემიგრაციაში გრიგოლ ფერაძესთან ერთად ანტიპოლონურ მოძრაობას ეწინააღმდეგებოდა, ხოლო სიცოცხლე მათ გერმანელმა ოკუპანტებმა მოუსპეს“.

წყარო:

1. ყოლბაია დავით. რეჩპოსპოლიტას ფრთებქვეშ : ქართული ემიგრაცია პოლონეთში 1921-1939 = Kolbaia David. Pod skrzydłαmi Rzeczypospolitej : Emigrαcjα gruzińskα w Polsce 1921-1939 : [ფოტოალბომი]. - ვარშავა, 2019.- გვ.217-218


Share: