The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მეჰმედ ზია ბეი თავდგირიძე

Date of birth:1884
Date of death:1953  (at 69 years)
Burial location:ფერშემბეს აღუშლუს მეჩეთის სასაფლაო, თურქეთი
Category:Military Person

Biography

მეჰმედ ზია ბეი (თავდგირიძე) ქობულეთელი ალი ფაშას (1828-1911) შვილია. ალი ფაშას  მესამე ცოლთან, ჰამიდესთან სამი ვაჟი შეეძინა - ზია, ფუათი და ქამილი. ზია ბეი დაიბადა 1884 წელს სტამბოლში.

1913 წელს, ბალკანეთის ომის დაწყებასთან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ „ეროვნული თავდაცვის ჯამაათში“  გაწევრიანდა. ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო მისი ბიძაშვილი აჰმედ ფაშა. ის მთელი ანატოლიის მასშტაბით უწევდა კოორდინაციას შეკრებილ მოხალისეებს.

ზია ბეი, მილიციის ძალების სარდლის რანგში, სხვადასხვა ფრონტზე იბრძოდა. პირველი მსოფლიო ომის დროს მის დაქვემდებარებაში მყოფი მილიციის ძალებით შავი ზღვის სანაპიროებს იცავდა და რუსების წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ როლს ასრულებდა.

1916 წელს რუსებმა ტყვედ ჩაიგდეს. რამდენიმე თვე ბათუმში, ტყვეობაში დაჰყო. 1917 წლის რევოლუციის შემდეგ კი თანამებრძოლებთან ერთად გაიქცა და ორდუში ჩავიდა. 1920-იან წლებში ზია ბეიმ თავისი ორასკაციანი მილიციის ბატალიონით  შავიზღვისპირეთში განაგრძო აქტიური მოქმედება. მიიღო კაპიტნის წოდება და შეუერთდა თოფალ ოსმანის დაქვემდებარებაში მყოფ 47-ე პოლკს. შემდეგ კი მონაწილეობდა, კაზიმ კარაბექირის სარდლობით, მე-15 კორპუსის შეტევაში სომხების წინააღმდეგ. ამ ფრონტზე წარმატებული მოქმედების შემდეგ ტრაპიზონში დაბრუნდა. 1921 წელს მისმა შენაერთმა დასავლეთის ფრონტზე, ინონუს მეორე ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.

ზია ბეის, ძირითადად ქართული ამომრჩევლის დახმარებით, 1930-იან და 1940-იან წლებში ფერშემბეს მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ეკავა. მრავალპარტიულ სისტემაზე გადასვლის შემდეგ, მუჰაჯირებისა და ძველი თანამებრძოლების ხელშეწყობით დემოკრატიული პარტიის ორდუს ილის ფილიალი ჩამოაყალიბა და მისი თავმჯდომარე გახდა.

გვარის შესახებ კანონის გამოსვლის შემდეგ გვარად „ჩურუქსულუ“ (ქობულეთელი) აირჩია.

გარდაიცვალა 1953 წელს ორდუში. დაკრძალულია ფერშემბეს აღუშლუს მეჩეთის სასაფლაოზე.

წყარო:

1. ქასაბი მურად. ოსმალეთის ქართველები.- სტამბოლი, 2012. - გვ. 422




Share: