The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქამილ ბეი თავდგირიძე

ქამილ ბეი თავდგირიძე
Date of birth:1885
Date of death:1934  (at 49 years)
Burial location:ედირნექაფის სასაფლაო, სტამბოლი
Category:Military Person

Biography

ქამილ ბეი (თავდგირიძე) ქობულეთელი ალი ფაშას (1828-1911) შვილია. ალი ფაშამ სამჯერ იქორწინა. მესამე ცოლთან, ჰამიდესთან შეეძინა სამი ვაჟი - ზია, ფუათი და ქამილი.

ქამილ ბეი დაიბადა 1885 წელს ორდუში. სამხედრო განათლება სტამბოლში მიიღო. პირველი მსოფლიო ომის დროს ბათუმსა და მის შემოგარენში მსახურობდა.

ეროვნულ-განმანთავისუფლებელი ომის დროს ანკარის მთავრობის გვერდით იდგა და მასთან ერთად იბრძოდა. მიღებული აქვს დამოუკიდებლობის მედალი.

ქამილ ბეიმ მის დაქვემდებარებაში მყოფი ძალებით 1914 წლის 23 ნოემბერს მურღულზე განახორციელა თავდასხმა და იგი რუსებს წაართვა.

მურღულის აღებისას პოლკოვნიკი, ორი კაპიტანი, ერთი მოხუცი ოფიცერი და სამასამდე ქვეითი ჯარისკაცი დაატყვევა. ამავე დროს დიდძალი ნადავლი ჩაიგდო ხელში. მათ შორის იყო მურღულის საბადოებზე მომუშავე ამერიკელების კუთვნილი საავადმყოფოდან და სხვა შენობებიდან წამოღებული სამედიცინო და ქირურგიული ინსტრუმენტები. ასევე დიდი რაოდენობით დინამიტი, რომელიც ომის დროს გამოიყენეს.

ამერიკული კომპანიის კანცელარიიდან წამოღებული ქაღალდი, კალმები, მელანი და სხვა მასალა ტრაპიზონის ფრონტის კანცელარიას ომის დამთავრებამდე ეყო.

1924 წელს თან ახლდა მუსტაფა ქემალ ათათურქს ორდუში მოკლე ვიზიტისას. ჰქონდა მაიორის წოდება. გვარების შემოღების შემდეგ სურდა დაეტოვებინა თავისი ქართული გვარი და სამოქალაქო რეესტრის მოხელეს განუცხადა, რომ „თავდგირიძე“ თურქისტანში მდებარე მდინარის სახელი იყო. ამგვარად, ქამილ თავდგირიძის სახელითა და გვარით იქნა ჩაწერილი.

გარდაიცვალა 1934 წელს სტამბოლში. დაკრძალეს ედირნექაფის სასაფლაოზე. მოგვიანებით მისი საფლავი საგზაო სამუშაოების გამო სხვა ადგილას გადაიტანეს.

წყარო:

1. ქასაბი მურად. ოსმალეთის ქართველები.- სტამბოლი, 2012. - გვ. 415.

 


Share: