The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ოსმან ფაშა თავდგირიძე

Date of birth:1837
Date of death:1909  (at 72 years)
Burial location:ედირნექფის სასაფლაო, სტამბოლი
Category:Nobleman, Military Person

Biography

ოსმან ფაშა თავდგირიძის წინაპრები ჩურუქსუს (ქობულეთის) მმართველები იყვნენ. დაიბადა 1837 წელს ოზურგეთში. მისი მამა იყო მეჰმედ ბეი, რომელიც სამჯერ ყოფილა დაქორწინებული. მესამე მეუღლე იყო ფატმა დინდინა, რომელთანაც ეყოლა ერთი ქალიშვილი, ელმასი და სამი ვაჟი: ალი ფაშა, ოსმან ფაშა და სუფერ ბეი.

ახალგაზრდა ოსმან ფაშა ძმებთან ერთად ყირიმის ომში (1853–1856)  რუსების წინააღმდეგ იბრძოდა. ბრძოლებში გამოჩენილი თავდადებისთვის სულთნის სასახლის ქაფუჯიბაშის ტიტული მიანიჭეს. 

XIX საუკუნის შუა წლებში იყო ქვემო აჭარის მმართველი. მას უწოდებდნენ  „აჭარელ ოსმან-ფაშას“. 

რუსეთ-ოსმალეთის (1877–1878) ომის დროს, აჭარელ დიდგვაროვნებთან ერთად, ხულოში და ჩაქვში აჭარელი მოსახლეობისგან შეიარაღებული რაზმები ჩამოაყალიბა და რუსების წინააღმდეგ ბრძოლა განაგრძო. ომის დროს ბათუმის დამხმარე სამხედრო ძალების სარდლად დაინიშნა და გაწეული სამსახურისთვის მეჯიდის მე-3 ხარისხის ორდენი დაიმსახურა.

ომის შემდეგ ტრაპიზონში გადასახლდა (1878). იყო ტრაპიზონის გუბერნატორი.

რადგან წაგებული ომის შემდეგ მთელი ქონება ქობულეთში დატოვა, სულთანმა ოსმან ფაშას ოჯახს აქჩააბადში დიდი ნაკვეთი გამოუყო. მისი ქართველი ქვეშევრდომებიც იქვე დასახლდნენ და თამბაქოს მოყვანა დაიწყეს.

მოგვიანებით სტამბოლში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1909 წელს. დაკრძალულია ედირნექფის სასაფლაოზე.

ცოლად ჰყავდა აფხაზეთის მთავრების შთამომავალი ნოქთა შერვაშიძე, რომელთანაც 5 ვაჟი და 1 ქალი შეეძინა.

წყარო: 

1. საქართველო: ენციკლოპედია ტ.III.–თბ., 2014.- გვ.432

2. ქასაბი მურად. ოსმალეთის ქართველები. - სტამბოლი, 2012. -გვ.166-167


Share: