The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ბაბუაძე

გიორგი ბაბუაძე
Date of birth:198?
Category:Medical Doctor

Biography

გიორგი ბაბუაძე 2017 წლიდან კანადაში, ლავალის უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე, მიკრობიოლოგიის, იმუნოლოგიისა და ინფექციოლოგიის კვლევით ცენტრში საქმიანობს. მეცნიერთა ჯგუფს, რომელშიც ის მოღვაწეობს, ხელმძღვანელობს გარი კობინგერი, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერი, რომელმაც, ფაქტობრივად, წერტილი დაუსვა ებოლას ეპიდემიის საშიშროებას. 

გიორგი ბაბუაძე ამბობს, რომ ვაქცინებზე მუშაობა მისი ბავშვობის ოცნება იყო. კანადაში წასვლამდე მან 13 წელი იმუშავა საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში, ლუგარის ლაბორატორიაში.

კანადელ მეცნიერს ერთ-ერთ კონფერენციაზე შეხვდა, სადაც ერთმანეთს გაუზიარეს იდეები და პერსპექტიული გეგმები. კობინგერი დაინტერესდა გიორგის მიერ გაკეთებული ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინის პროტოტიპით და შესთავაზა თანამშრომლობა, როგორც პოსტდოქტორანტს, მოლეკულური ვირუსოლოგიის მიმართულებით.

კანადაში ჩასვლიდან 5 თვეში გიორგის დამთავრებული ჰქონდა პლატფორმაზე მუშაობა და 1 წელიწადში მიიღეს  ყირიმ-კონგოს ჰემორაგიური ცხელების ვაქცინა, რომელიც ახლა უკვე მზად არის კლინიკურ ფაზაში გადასასვლელად, ყველანაირი კვლევები დასრულებულია დიდ და პატარა ცხოველებში. მიმდინარეობს ვაქცინის გამოცდის შემდეგი ეტაპი.

ქართველი მეცნიერი შედიოდა იმ ჯგუფის შემადგენლობაში, რომელმაც ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ვაქცინის შექმნაზე იმუშავა. ამ ტიპის ვაქცინა ორგანიზმში ცოცხალი ვირუსის ან ანტივირუსის შეყვანას არ საჭიროებს, არამედ, დნმ პლატფორმის მეშვეობით, ვირუსის ანტიგენის შეყვანის მექანიზმია.

ჯგუფი 14-წევრისგან შედგება და ყველას სხვადასხვა ფუნქცია და მოვალეობა აკისრია. ზოგი ანტისხეულებზე მუშაობს, ზოგი- ტესტების შექმნაზე, ზოგი- სხვადასხვა ვირუსული ნაწილაკების გაკეთებაზე. უშუალოდ ვაქცინაზე მხოლოდ გიორგია პასუხისმგებელი.

რადგან პლატფორმა შექმნილი იყო, კორონავირუსის პანდემიური მდგომარეობის გამოცხადებიდან, დაახლოებით ორ კვირაში ვაქცინა მზად იყო.

გიორგი ბაბუაძე წარმატებით აგრძელებს ვაქცინების შექმნაზე მუშაობას. 2020 წლის ივნისიდან იგი ტორონტოში, სანიბრუკის ჯანმრთელობის მეცნიერებათა ცენტრის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტში მოღვაწეობს.

წყარო:

1. https://www.allnews.ge/ganatleba/166217-10-kartveli-mecnieri-romlebic-msoplios-prestizhul-institutebsa-da-laboratoriebshi-unikalur-kvlevebshi-monacileoben/

2. https://netgazeti.ge/news/442856/

 


Share: