The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ესაძე

ალექსანდრე ესაძე
Date of birth:1987  (37 years)
Category:Physicist

Biography

აშშ-ში მოღვაწე ქართველი ბიოფიზიკოსი, ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის (Johns Hopkins University) თანამშრომელი, ალექსანდრე ესაძე ერთ-ერ­თია მეც­ნი­ერ­თა ჯგუფ­ში, რო­მე­ლიც შიდსის მკურ­ნა­ლო­ბის უახ­ლეს მე­თოდ­ზე მუ­შა­ობს. მისი საკ­ვლე­ვი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბია: დნმ-ის აღ­დგე­ნა, დნმ-ის გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლი სკა­ნი­რე­ბა, იმუ­ნო­ლო­გია/ვირუ­სო­ლო­გია/უჯრე­დის ბი­ო­ლო­გია.

Google Scholar-ზე ალექ­სან­დრე ესა­ძის 32 ნაშ­რო­მის მო­ძი­ე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

ახალ­გაზ­რდა მეც­ნი­ერ­მა სა­მე­დი­ცი­ნო-სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა 2008 წელს ტე­ხა­სის სამედიცინო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ი­წყო, სადაც გაცვლითი პროგრამით ჩავიდა. მისი ვიზიტი დაგეგმილი არ იყო. ისე მოხდა,რომ ტეხასის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერთ პრო­ფე­სორს დამხმარე სჭირ­დე­ბო­და, რის შესახებაც  ქარ­თველ კო­ლე­გას ჰკი­თხა რჩევა, თსუ-ში თუ იყ­ვნენ კარ­გი სტუ­დენ­ტე­ბი, ვი­საც აშშ-ში პრაქ­ტი­კის მი­ღე­ბა უნ­დო­დათ. მისი რე­კო­მენ­და­ცი­ით, ეს ინ­ფორ­მა­ცია 20-მდე სტუ­დენ­ტმა მი­ი­ღო. ალექსანდრემ CV შეავსო, გა­გზავ­ნა და რამ­დე­ნი­მე კვი­რის შემ­დეგ მოწ­ვე­ვაც მო­ვი­და.

ასე მოხვდა ალექსანდრე ესაძე ტე­ხა­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. მუშაობა ბიოფიზიკის მიმართულებით დაიწყო, კერძოდ, მისი კვლევის საგანი იყო ცილების ალოსტერული მექანიზმის თეროდინამიკური დახასიათება. 

პროექტზე მუშაობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა. ერთი წლის განმავლობაში ახალგაზრდა მეცნიერი დღეში 18 საათს მუშაობდა, ხშირად შაბათ-კვირასაც. როდესაც კვლევები დასრულდა და საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, ბიოფიზიკის დეპარტამენტის უფროსმა სწავლის გაგრძელება ურჩია. ალექსანდრეც დარჩა და  სადოქტოროზე მუშაობას შეუდგა.

2010 წელს პროფესორ ივაჰარას (Junji Iwahara) ლაბორატორიას შეუერთდა, სადაც  დნმ-ის ცილების მიერ სკანირების მოლეკულური, სუბ-მოლეკულური და ატომური მექანიზმები შეისწავლა. ეს ცოდნა შემდგომში გამოადგა გენეტიკურ ინჟინერიაში გამოყენებული ენზიმების აქტივობების გაზრდისთვის. 

ადამიანის უჯრედებში დნმ-ის სკანირების მექანიზმების შესწავლა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის დეპარტამენტში გააგრძელა. პარალელურად შეიმუშავა პროექტი შიდსის ვირუსის განეიტრალებაზე  ადამიანის იმუნურ უჯრედებში, დნმ-ის სკანირების და შეკეთების მექანიზმის დახმარებით.

ალექსანდრე ესაძე 7 წელი მუშაობდა ტეხასის მოწინავე საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში და 4 წელი ჰოპკინსის სამედიცინო კამპუსში.

როგორც წამყვანი მკვლევარ-მეცნიერი, 2018 წლიდან მუშაობს Pfizer Inc-ის ოფისში, სადაც  მისი ამოცანა ახალი აცრების შემუშავება და დახასიათებაა. კონკრეტულად, იმ ანტისხეულების შესწავლა, რომლებიც აცრის შემდეგ ადამიანის სხეულში გამომუშავდება. ასევე იკვლევენ ანტიგენების თვისებებს და მათგან გამომუშავებული ანტისხეულების ურთიერთქმედებას, მათ სტრუქტურულ და ბიოქიმიურ მახასიათებლებს.

ჯგუფმა, რომლის წევრი ალექსანდრე ესაძეცაა, დიდი წვლილი შეიტანა კორონავირუსის საწინააღმდეგო კოვიდ-ვაქცინის შემუშავებასა და პანდემიასთან ბრძოლაში.

წყარო:

1. https://speech.ge/metsniereba/aleqsandre-esadze-metsnieri-a-sh-sh/

2. https://jandacva.ge/aleqsandre-esadze-faizeris-wamyvani-mecnier-tanamshromeli-saqartvelos-sheudzlia-medikamentebisa-da-vaqcinebis-shemushaveba-daiwyos 

 


Share: