The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ენრი ლოლაშვილი

ენრი ლოლაშვილი
Date of birth:30 March, 1947  (77 years)
Category:Composer

Biography

ენრი გიორგის ძე ლოლაშვილი დაიბადა 1947 წლის 30 მარტს, თბლისში. 1964 წელს დაამთავრა თბილისის მუსიკალური ათწლედი (ფორტეპიანო), შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი და 1985 წელს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია. პედაგოგი კომპოზიციაში: ა. მაჭავარიანი.

ენრი ლოლაშვილის პირველი საერთაშორისო წარმატება უკავშირდება ნანა ჯორჯაძის ფილმს „ჩემი ინგლისელი პაპა“. 1987 წელს ფილმმა კანის კინოფესტივალზე „ოქროს კამერა“ დაიმსახურა. განსაკუთრებულად აღინიშნა ფილმის მუსიკა და ქართველი კომპოზიტორი საფრანგეთში ახალ ფილმებზე სამუშაოდ მიიწვიეს.

ნანა ჯორჯაძის ფილმში ენრიმ პირველად ითანამშრომლა ძმასთან – ჟანრი ლოლაშვილთან, რომელიც ერთ-ერთ მთავარ გმირს განასახიერებდა.

1987–1991 წწ. კომპოზიტორი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა საფრანგეთში.

2000 წლიდან მოსკოვში მოღვაწეობს. ამჟამად, როგორც თავად ამბობს, თანაბრად ცხოვრობს სამ ქალაქში: პარიზი, მოსკოვი, თბილისი.

ენრი ლოლაშვილი არის საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი.

კომპოზიტორი ძირითადად მოღვაწეობს ჯაზისა და კინოს სფეროში. მის მიერაა შექმნილი მუსიკა ფილმებისთვის: "ჭიდაობას რა უნდა" (1986, რეჟისორი მ. ჭიაურელი); "რობინზონიადა, ანუ ჩემი ინგლისელი პაპა" (1987, რეჟისორი ნ. ჯორჯაძე); "Нежный возраст" (2000, რეჟისორი ს. სოლოვიოვი); „ლიკვიდაცია“ (2007, რეჟისორი

ს. ურსულიაკი); სერიალი "კარამაზოვები" (2009, რეჟისორი ი. მოროზოვი) და სხვა.

2019 წლის 4 ნოემბერს თბილისში, რუსთაველის თეატრში გაიმართა ენრი ლოლაშილის შემოქმედებითი საღამო, სახელწოდებით „ნოსტალგია“,  რომელიც გია ყანჩელის ხსოვნას მიეძღვნა.

წყარო:

1. ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 288 

2. https://ru.wikipedia.org/wiki/-Лолашвили,_Энри_Георгиевич 

 


Share: