The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალი საიფ ფაშა თავდგირიძე

ალი საიფ ფაშა თავდგირიძე
Date of birth:1827
Date of death:1891  (at 64 years)
Burial location:ჩემბერლითაშის სასაფლაოზე, სტამბოლი
Category:Nobleman, Military Person

Biography

ოსმალეთის ჯარის მარშალი (მუშირი) ალი საიფ-ფაშა (თავდგირიძე) დაიბადა 1827 წელს ქართველი მუჰაჯირის ოჯახში, სოფელ თალასში (ყირგიზეთი).

ოსმალეთის არმიაში წლების მანძილზე ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები: მსახურობდა მანასტირის სამხედრო გუბერნატორად, სამხედრო არსენალის უფროსად(1873), უმაღლეს სამხედრო მოსამართლედ.

1873-1874 წლებში და 1877-1878 წლებში სარდლობდა  მე-3 არმიას. იყო კოსოვოს ოლქის ჯარების მეთაური.

1879-1891 წლებში ხელმძღვანელობდა არსენალს.

1875 წელს და 1885-1891 წლებში სარდლობდა ოსმალეთის შეიარაღებულ ძალებს.

გარდაიცვალა 1891 წელს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. დაკრძალულია სტამბოლში, ჩემბერლითაშის სასაფლაოზე. 

წყარო: 

1. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.-გვ.431.

2. ქასაბი, მურად. ოსმალეთის ქართველები. - სტამბოლი, 2012. - გვ. 78-80.


Share: