The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სპირიდონ ერასტის ძე ჟევახოვი

Legal name:სპირიდონ ერასტის ძე ჯავახიშვილი
Date of birth:1768
Date of death:25 July, 1815  (at 47 years)
Category:Military Person

Biography

სპირიდონ ჯავახიშვილი რუსეთში დასახლებულ თავად ჯავახიშვილთა (იგივე ჟევახოვთა) შთამომავალია. მამა - ერასტი (რუსეთში - გერასიმე) რუსეთის იმპერიის არმიის ქართველ ჰუსართა პოლკის მაიორი იყო.

სპირიდონი დაიბადა 1768 წელს ჩერნიგოვის გუბერნიაში. 10 წლის ასაკში ჩაწერეს სერჟანტად პრეობრაჟენსკის ლაიბგვარდიის პოლკში და მხოლოდ 11 წლის შემდეგ განამწესეს ალექსანდრეს მე-5 ჰუსართა პოლკში როტმისტრად (1779-1790).

იბრძოდა რუსეთ-თურქეთისა (1790-1791) და რუსეთ-ირანის (1796) ომებში, მონაწილეობდა 1794 წლის პოლონეთის კამპანიაში და  შვეიცარიის ლაშქრობაში (1799) ალექსანდრე სუვოროვის ხელმძღვანელობით.

1797 წელს გადაიყვანეს პავლოგრადის მე-2 ლეიბ-ჰუსართა პოლკში, სადაც მსახურობდა სამხედრო კარიერის დასასრულამდე. 1810 წლის 3 დეკემბრიდან ეკავა პოლკის მეთაურის პოსტი.

1805-1807 წწ. მონაწილეობას იღებდა მე-3 და მე-4 ანტინაპოლეონური კოალიციის ომებში, სადაც თავის გამოჩენისთვის 1807 წლის 12 დეკემბერს მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება, 27 დეკემბერს კი დააჯილდოვეს წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით.

გმირულად იბრძოდა 1812 წლის სამამულო ომში.

მისდამი რწმუნებული პავლოგრადის ჰუსართა პოლკი მიეკუთვნებოდა მე-4 საკავალერიო დივიზიის მე-14 ბრიგადას და დასავლეთის მესამე არმიის შემადგენლობაში შედიოდა. ამ პოლკმა ბევრ ოპერაციაში ისახელა თავი.

1812 წლის 31 ივლისი (12 აგვისტო) სამამულო ომის ისტორიაში შევიდა, როგორც გოროდეჩნისთან უმძაფრესი ბრძოლის დღე. სპირიდონ ჯავახიშვილმა მტერს სასტიკი დარტყმა აგემა, მოუსპო რუსების მარცხენა ფლანგის შემოვლის ყოველგვარი საშუალება, რითაც ბრწყინვალედ შეასრულა სარდლობის დავალება. ამ ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის გადაეცა ოქროს ხმალი წარწერით "მამაცობისათვის".

1812 წლის 8 (20) ოქტომბერს მონაწილეობდა ნაპოლეონის არმიის ლიტვის კორპუსის განადგურებაში. განსაკუთრებული სიმამაცე გამოიჩინა 14-17 (26-29) ნოემბერს გამართულ ბრძოლებში, რომელთა მიზანი იყო ნაპოლეონის არმიის განადგურება, ვიდრე იგი ბერეზინას გადალახავდა.

სპირიდონ ჯავახიშვილი მონაწილეობდა 1813-1814 წლის რუსეთის არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობებში გენერალ ა. ი. ჩერნიშევის რაზმის შემადგენლობაში. მედგრად იბრძოდა ლეიფციგთან ბრძოლაში.

1813 წლის 15 სექტემბერს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.

1814 წლის 26 თებერვალს დაჯილდოვდა წმ. გიორგის მე-3 ხარისხის ორდენით.

1814 წლის შემდეგ დაინიშნა ბრიგადის უფროსად მე-3 ჰუსართა დივიზიაში.

გარდაიცვალა 1815 წლის 25 ივლისს ვაიმარში (საქსონია).

წყარო:

1.ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.528 

2. https://runivers.ru/doc/d2.php? 

4. https://ru.wikipedia.org/wiki/ Жевахов,_Спиридон_Эристови

5. სპირიდონ ჯავახიშვილი - გენერალ-მაიორი // ისტორიული მემკვიდრეობა: სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი. - თბილისი, 2012. - სექტემბერი. - N1(26), სპეციალური გამოშვება. - გვ.40-42


Share: