The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ქეთი კიკოშვილი

ქეთი კიკოშვილი
Date of birth:1979  (45 years)
Category:Medical Doctor

Biography

ქეთი კიკოშვილი თბილისში დაიბადა და გაიზარდა. 2002 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ გერმანიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში მოხვდა. მუშაობის უფლება კანონით არ ჰქონდა, ამიტომ გადაწყვიტა დრო არ დაეკარგა და გერმანული ენის შესწავლა დაეწყო.

ამ ქალაქში გაიარა თავისი პირველი საექიმო პრაქტიკა. მიღებულმა შედეგმა დაარწმუნა, რომ ეს ის საქმე იყო, რისი კეთებაც ნამდვილად უნდოდა. ეს იყო ძალიან შთამბეჭდავი შეხება გერმანულ ჯანდაცვის სისტემასთან და ზოგადად პაციენტებთან.

რამდენიმე წლის შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა შვეიცარიაში, ქალაქ ბაზელში. სწორედ ამ ქალაქს უკავშირდება მისი შემდგომი განვითარების მნიშვნელოვანი წლები, როგორც პროფესიულად, ასევე პიროვნულად. 

ქეთი ამ დროს უკვე კარგად ფლობდა გერმანულ ენას. 4 თვიანი პრაქტიკის შემდეგ დაიწყო მუშაობა ერთ-ერთ კლინიკაში რიგით ექიმად. თავიდან ჩააბარა რთული სახელმწიფო გამოცდები, ხელახლა მოიპოვა ექიმის დიპლომი და ლიცენზია.

აქაური საგამოცდო სისტემა სრულიად განსხვავებული იყო. გამოცდის დროს ყურადღება ექცეოდა არა მხოლოდ თეორიულ ცოდნასა და სწორ დიაგნოსტიკას, არამედ  პაციენტთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს, კომუნიკაციის ტექნიკას, ემპათიის გამოვლენას, მოსმენის კულტურას და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს, რომელიც ექიმსა და პაციენტს შორის სწორი ურთიერთობის ჩამოყალიბებას ემსახურება. 

შემდეგ იყო ბაზელის საუნივერსიტეტო კლინიკის მიმღების თერაპიული განყოფილება, სადაც ერთადერთი არა გერმანულოვანი ექიმი იყო. კლინიკაში თითქმის ერთი წელი იმუშავა. მისი კარიერის მანძილზე ეს ყველაზე რთული ეტაპი იყო, არა მხოლოდ პროფესიული თვასაზრისით, არამედ ფიზიკურად და ემოციურად. ძალიან გაუძნელდა არანორმალურად სწრაფ ტემპთან და შვეიცარულ პერფექციონიზმთან გამკლავება. მუშაობის პარალელურად დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ბაზელის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. 

2017 წელს ქეთი კიკოშვილი ისევ დაბრუნდა გერმანიაში, სადაც ოჯახის ექიმად მუშაობს. მისი სპეციალობაა ზოგადი მედიცინა, თერაპია. ერთი წელია, რაც  კოლეგასთან ერთად ხელმძღვანელობს ოჯახის ექიმის ამბულატორიულ კლინიკას და მოხიბლულია ჯანდაცვის აწყობილი სისტემით. მისი დიდი სურვილია, საქართველოში საოჯახო მედიცინა ისეთივე განვითარებული და მნიშვნელოვანი რგოლი იყოს, როგორც ეს ევროპაშია. ამაში წვლილის შეტანა ქეთის მომავალ გეგმებსაც უკავშირდება.

წყარო:

1. https://speech.ge/meditsina/qethi-kikoshvili-eqimi-shveitsaria/


Share: