The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


დიმიტრი ალექსის ძე ერისთავი

Other name:Д. Е.  (Pseudonym)
К. Д. Э  (Pseudonym)
Кн. Д. Е.  (Pseudonym)
Кн. Д. Э.  (Pseudonym)
Кн. Дм… Эр…  (Pseudonym)
Date of birth:1797
Date of death:9 October, 1858  (at 61 years)
Burial location:სოფელ ბოლოგოე, რუსეთი
Category:Writer, Military Person

Biography

არაგვის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი დიმიტრი ერისთავი (ერისტოვი) გახლდათ ოთარ ერისთავის შვილიშვილი, რომელიც თან ახლდა 1724 წელს მოსკოვში ჩასულ ვახტანგ და ბაქარ ბაგრატიონებს და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა.

დიმიტრი ალექსის ძე ერისთავი დაიბადა 1797 წელს, რუსეთში. დაამთავრა ცარსკოე სელოს საიმპერატორო ლიცეუმი (1820, მეორე გამოშვება). ცარსკოე სელოში ა. ს. პუშკინთან ერთად სწავლობდა.

1820 წლიდან მსახურობდა არმიაში. ირიცხებოდა კანონების შემდგენელი კომისიის მოხელედ, შემდგომში მოხელის უფროს დამხმარედ იმპერატორის პირადი კანცელარიის მე-2 განყოფილებაში და საზღვაო უწყებაში (1826—1833).

ასრულებდა თარჯიმნის მოვალეობას იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტის კანცელარიაში.

1838 წლის 29 აპრილიდან ჰქონდა „დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკის“ წოდება, შემდეგ ჩინი მოუმატეს და „ტაინი სოვეტნიკი“ გახდა.

დიმიტრი ალექსის ძე ფლოტშიც მსახურობდა. იყო რუსეთის საიმპერატორო ფლოტის გენერალ-აუდიტორი (1856), შემდგომში კი რუსეთის იმპერიის სენატორი.

გაცილებით უკეთ არის ცნობილი დიმიტრი ალექსის ძე ერისთავის ლიტერატურული მოღვაწეობა. იგი მონაწილეობდა „ენციკლოპედიური ლექსიკონის“ (გამოდიოდა 1835 წლიდან), აგრეთვე  „სამხედრო-ისტორიული ლექსიკონის" პირველი ტომის (გამოდიოდა გენერალ ლ. ლ. ზედელერის რედაქციით) შედგენაში.

ავტორია ბიოგრაფიული ნარკვევებისა რუს ისტორიულ მოღვაწეებზე, სტატიებისა-უკრაინის, საქართველოსა და კავკასიის ისტორიის შესახებ.

1842 წელს გამოსცა მონუმენტური ნაშრომი - „ისტორიული ლექსიკონი რუსეთის ეკლესიის წმინდანთა შესახებ“, რისთვისაც პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიამ მიანიჭა  პ. ნ. დემიდოვის სახელობის პრემია

თავის ნაშრომებს აქვეყნებდა სხვადასხვა ფსევდონიმით: Д. Е.; К. Д. Э.; Кн. Д. Е.; Кн. Д. Э.; Кн. Дм… Эр…, და სხვ.;

ბოლოგოვოს რაიონში ჰქონდა საკუთარი მამული „ვისოკოე“.

დაქორწინებული იყო სოფია ივანეს ასულ მელნიცკაიაზე (7.09.1817—29.01.1897).

დაჯილდოებული იყო რუსეთის იმპერიის სხვადასხვა ორდენებით: წმ. ანას 1-ელი (1849) და მე-2 ხარისხის (1830); წმ. სტანისლავის 1-ელი ხარისხის (1844) და სხვ.

დიმიტრი ალექსის ძე ერისთავი გარდაიცვალა პეტერბურგში, 1858 წლის 9 ოქტომბერს. დაკრძალულია სოფელ ბოლოგოეში, ყოფილი ნოვგოროდის გუბერნია.

წყარო:

1. Энциклопедический словарь Ф.АБрокгауза и И.АЕфрона. — С.-Пб.: Брокгауз-Ефрон18901907.

 2. საქართველო: ენციკლოპედია: .III.–თბ., 2014.–გვ.57

3. https://ru.wikipedia.org/ Эристов, Дмитрий Алексеевич 


Share: