The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი მენაბდე

გიორგი მენაბდე
Date of birth:1870  (154 years)
Date of death:19??
Category:Manufacturer

Biography

პირველი ქართველი, რომელმაც მოსკოვში გახსნა სამიკიტნო-რესტორანი („Кавказский погребок-ресторан“) იყო ქ. ოზურგეთში მცხოვრები გიორგი მენაბდე. სამიკიტნო მდებარეობდა ლეონტის შესახვევის ექვს ნომერში და გამოირჩეოდა პროდუქტის მაღალი ხარისხითა და ხელმისაწვდომი ფასებით. ალბათ ამიტომაც სარგებლობდა მზარდი პოპულარობით მოსკოველთა შორის.

გიორგი ბეჟანის ძე მენაბდე დაიბადა 1870 წელს, ოზურგეთში. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. 1898 წელს წამოიწყო საკუთარი საქმე. დამწყები მეწარმის შესაშური ენერგიულობის, შრომისმოყვარეობისა და საქმის სიყვარულის წყალობით მისმა ფირმამ დიდ წარმარტებას მიაღწია. 

გიორგი მენაბდეს მიღებული აქვს „Grand prix“-ი და დიდი მედალი მსოფლიო გამოფენაზე, რომში; ოქროს მედალი - ყუბანო-დონის საიმპერატორო სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე. ის იყო ქართველთა საქველმოქმედო საზოგადოების, ტუბერკულიოზთან მებრძოლი საზოგადოებისა და სავაჭრო ბირჟის წევრი. აგრეთვე, მოსკოვის რესტორატორთა გაერთიანების წევრი.

წყარო:

1. https://nobility.pro/ru/statya/1289-menabde-georgij-bezhanovich.html


Share: