The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სპირიდონ იოსების ძე ესაძე

სპირიდონ იოსების ძე ესაძე
Date of birth:1813
Date of death:6 September, 1875  (at 62 years)
Burial location:დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზო, თბილისი
Category:Military Person

Biography

სპირიდონ იოსების ძე ესაძე დაიბადა ოზურგეთში, 1813 წელს. 1835 წ-იდან უფროსი ოფიცრის ჩინით მსახურობდა ბრესტის ქვეით და ლიტვის ეგერთა პოლკებში. მონაწილეობდა ყირიმის (1853–56) ომში, იბრძოდა შავი ზღვის სანაპიროზე. მსახურობდა კავკასიის კორპუსის შტაბში.

1860 წ. გადაიყვანეს ჟანდარმთა ცალკე კორპუსში. 1863 წ. მიენიჭა პოლკოვნიკის წოდება.

1865–75 წწ. იყო თბილისის გუბერნიის ჟანდარმერიის სამმართველოს უფროსი.

31.03. 1874 მიიღო რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორის ჩინი.

სამხედრო კარიერის მანძილზე დაჯილდოებულია წმ. ანას, წმ. სტანისლავისა და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.

გენერალი სპირიდონ ესაძე დაქორწინებული იყო სოფიო მიხეილის ასულ არგუტინსკაია- დოლგორუკოვაზე. სამხედროები იყვნენ მათი ვაჟებიც: ბორისი (1864-1914), სიმონი ( 1868-1927) და სპირიდონი (1870-1909).

სპირიდონ იოსების ძე გარდაიცვალა 1875 წლის 6 სექტემბერს, თბილისში. დაკრძალულია დიდუბის ღვთისმშობლის შობის ეკლესიის ეზოში.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.98


Share: