The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალეექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი

ალეექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი
Date of birth:1797
Date of death:1862  (at 65 years)
Burial location:ლაზარევი სასაფლაო, ალექსანდრე ნეველის ლავრა, სანქტ-პეტერბურგი
Category:Royalty, Military Person

Biography

რუსეთში დასახლებული ბაგრატიონ-იმერეტინსკების გვარის ფუძემდებელი იმერეთის მეფის სოლომონ I ვაჟი ალექსანდრე იყო, რომლის შვილიშვილებიც ალექსანდრე და დიმიტრი გიორგის ძეები რუსეთის სამხედრო სამსახურში მსახურობდნენ.

ალექსანდრე და დიმიტრი იმერეთში დაიბადნენ. ვინაიდან სოლომონ II სამეფო ტახტის ყველა შორეული შთამომავალი პრედენდენტად მიაჩნდა, მცირეწლოვანი ძმები ციხე-სიმაგრეში გამოკეტა. არავინ იცის, რამდენ წელს დარჩებოდნენ ბავშვები პატიმრობაში, რომ არა მათი ერთგული მსახურები - ივანე აბულაძე და მათე ჩატაუ. ციხე-სიმაგრეში შეპარულმა მსახურებმა მცირეწლოვანი ბატონიშვილები ცალ-ცალკე ტომრებში ჩასხეს და ციხე-სიმაგრის კედლის ზემოდან თოკებით ძირს ჩამოუშვეს. სოლომონ მეორე მალევე შეიტყობდა ბატონიშვილების გაპარვას და მათ უფრო მკაცრ სასჯელსაც გამოუტანდა, ამიტომ ორივე ბატონიშვილი 1811 წელს რუსეთში წავიდა.

იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა სანქტ-პეტერბურგში ჩასულ ძმებს წმინდა ანას ორდენები უბოძა და პაჟთა კორპუსში გაამწესა აღსაზრდელად.  პაჟთა კორპუსიდან ალექსანდრე  კორნეტად გადაიყვანეს ულანთა ლეიბ-გვარდიის პოლკში. სამხედრო სამსახურში მის მიერ განვლილი გზა ჯერჯერობით დადგენილი არაა, თუმცა ცნობილია, რომ 1840-იანი წლების დასაწყისში იგი გენერალ-ადიუდანტი გახდა და ბევრჯერ დააწინაურეს. იყო დივიზიის მეთაური, მაგრამ გენერალ-ადიუდანტის წოდება, შერჩა ბოლომდე.

ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი იმპერატორის დიდი ნდობითა და წყალობით სარგებლობდა. ხელმწიფის ამალაშიც მსახურობდა. იგი ცხენოსანთა დივიზიის მეთაური იყო და ამ თანამდებობაზე ბევრგან გენერალ-ლეიტენანტის ჩინით იყო. ალექსანდრემ გენერალ-ადიუდანტის ჩინით დატოვა სამხედრო სამსახური. 1850-იანი წლების ბოლოს მას ავადმყოფობა დასჩემდა. მაღალი წნევის გამო დამბლა განუვუთარდა. გარდაიცვალა 1862 წელს, მას ცოლი არ ჰყოლია და შთამომავლობა არ დარჩენია.

ალექსანდრე ბაგრატიონ-იმერეტინსკი დაკრძალეს ალექსანდრე ნეველის ლავრაში. ლაზარევის სასაფლაოზე, თავისი ძმის დიმიტრის გვერდით. მის დაკრძალვას ესწრებოდა პეტერბურგის მოწინავე საზოგადოება, ქალაქის მთელი  გენერლობა  და მთავრობის წარმომადგენლები.  ორივე ძმის ალექსანდრესა და დიმიტრის დიდ დამსახურებასა და ავტორიტეტზე მეტყველებს ისიც, რომ ისინი დაიკრძალნენ ალექსანდრე ნეველის ლავრაში, ლაზარევის სასაფლაოზე, იქ სადაც რუსეთის საქვეყნოდ ცნობილი პირები იკრძალებოდნენ.

წყარო:

გონიკაშვილიმიხეილალექსანდრე გიორგის ძე ბაგრატიონ-იმერეტინსკი (1797-1862)  // ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში / მიხეილ გონიკაშვილი. - თბილისი, 1986. - გვ. 241-246.


Share: