The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე ბითაძე

ალექსანდრე ბითაძე
Date of birth:197?
Category:Physicist

Biography

დიდ ბრიტანეთსა და შვეიცარიაში მოღვაწე ინჟინერ-ფიზიკოსი ალექსანდრე (ლექსო) ბითაძე  ტექნიკური საგნებით ადრეულ ბავშვობაში დაინტერესდა. სკოლის დამთავრების შემდეგ, 1996 წელს, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ინფორმატიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. თავიდან პროგრამირებით და კომპიუტერული ტექნოლოგიებით იყო დაინტერესებული, უნივერსიტეტში სწავლისას კი ისეთი საგნების გავლაც მოუწია, რომლებიც დაკავშირებული იყო საინჟინრო ფიზიკასთან, მეტროლოგიასთან, საწარმოო პროცესების მართვასთან, სტანდარტიზაციასთან. ამ საგნების სწავლის შემდეგ გადაწყვიტა, მხოლოდ პროგრამირებით ან რომელიმე სპეციფიკური მიმართულებით არ შემოფარგლულიყო.

ბაკალავრიატი 2000 წელს დაამთავრა. მაგისტრატურა  საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტზე გაიარა (2002-2003) და მაგისტრის ხარისხი ბირთვული ინჟინერიის განხრით მოიპოვა. ტექნიკურ უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ საშუალება მისცა, რომ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული CAD/CAM Engineering ჯგუფის წევრი გამხდარიყო. სწორედ ამ ჯგუფს  ჰქონდა და აქვს აქტიური კოლაბორაცია CERN-თან. ამ კოლაბორაციის ფარგლებში 2004 წელს, ჟენევაში, შვეიცარიაში გაემგზავრა და CERN-ის ასოცირებული თანამშრომელი გახდა. აქ იგი ATLAS-ის Inner Detector-ზე (შიდა დეტექტორი) მუშაობდა.

2009-2013 წლებში ლექსო ბითაძე სწავლობდა გლაზგოს უნივერსიტეტის (შოტლანდია, UK) დოქტორანტურაში. აქვე დაიწყო სადოქტორო ნაშრომზე მუშაობა, რომელიც 2014 წელს დაიცვა. ამის შემდეგ ფიზიკა-ასტრონომიის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი მიენიჭა. სადოქტორო ნაშრომი ეხებოდა ATLAS ექსპერიმენტის დეტექტორების განახლება- გაუმჯობესებისთვის საჭირო ახალი ტექნოლოგიების შესწავლას და დანერგვას. ნაშრომში აღწერილი რამდენიმე ახალი ტექნოლოგია დღესაც გამოიყენება ამ ექსპერიმენტში.

2015 წელს ახალგაზრდა მეცნიერმა მანჩესტერის უნივერსიტეტში მოიპოვა პერმანენტ პოზიცია, მაღალი ენერგიების და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის ჯგუფში. ამ ჯგუფის მიერ დაპროექტებული, აწყობილი და გამართული დეტექტორების უნაკლო მუშაობამ, შესაძლებელი გახადა ისეთი ფუნდამენტური აღმოჩენები ბირთვულ ფიზიკაში, როგორიც არის ჰიგსის ბოზონის (Higgs boson) აღმოჩენა და მისი თვისებების შესწავლა.

ამჟამად ალექსანდრე ბითაძე ATLAS და LHCb ექსპერიმენტების აქტიური წევრი, თასქ მენეჯერი და რამდენიმე პროექტის კოორდინატორია. მის მოვალეობაში შედის 3D CAD დიზაინი, თერმო-დინამიკური კვლევები - დეტექტორის შიგნით არსებული წნევების, მათი ცვალებადობის, ტემპერატურის და ტენიანობის გაანგარიშება- გათვლა, საინჟინრო პროექტების და ნახაზების შექმნა, სამუშაოების განაწილება და ამ საინჟინრო სამუშაოების შესრულების კოორდინირება.

მანჩესტერის უნივერსიტეტის ჯგუფი ასევე აქტიურად მონაწილეობს LHCb ექსპერიმენტში — მათ ევალებათ LGCb VELO (ვერტექს ლოკატორის) ცენტრალური მოდულების კვლევა და განვითარება. ალექსანდრე და მისი კოლეგები ამ მოდულების დიზაინის შექმნაში, ლაბორატორიულ შემოწმებებსა და წარმოებაში მონაწილეობენ.

წყარო:

1. https://tbilisipost.ge/news/aleqsandre-bitadze---did-britanetsa-da-shveiariashi-moghvatse-inzhiner-fizikosi/4144 

2. https://on.ge/story/87803-ალექსანდრე-ბითაძე-მეცნიერი-რომელიც-cern-ის-atlas-და-lhcb-ექსპერიმენტების-აქტიური-წევრია


Share: