Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search
Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.
|
ალერქსანდრე კორძაია![]()
Biographyსაზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მუსიკოსები ღირსეულად წარმოაჩენენ თავიანთ სამშობლოს და მრავლისმნახველი უცხოელი მსმენელიც მაღალ შეფასებას აძლევს მათ საშემსრულებლო ხელოვნებას. მათ რიცხვს მიეკუთვნება ალექსანდრე კორძაიაც. იგი თბილისში, მუსიკალურ ოჯახში დაიბადა. მუსიკალური შესაძლებლობები ადრეულ ასაკშივე გამოამჟღავნა და 7 წლისამ სწავლა თბილისის ერთ-ერთ სამუსიკო სასწავლებელში დაიწყო. პედაგოგები მას, როგორც შემსრულებელს, კომპოზიტორსა და დირიჟორს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. იგი 12 წლის ასაკში მაყურებლის წინაშე ორკესტრთან ერთად წარსდგა როგორც სოლო შემსულებელი. თბილისის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ალექსანდრე კორძაია საქართველოს ეროვნული კაპელისა და თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო ორკესტრში წარმატებით მოღვაწეობდა და მათთან ერთად საგასტროლო ტურნეებს მართავდა ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების ქალაქებში. ალექსანდრე კორძაია 1991 წელს მუსიკალური განათლების განსავითარებლად აშშ-ში გაემგზავრა და სწავლა ჯერ ნიუ-იორკის მანეს მუსიკალურ კოლეჯში, ხოლო შემდეგ ჯულიარდის მუსიკალურ სკოლაში განაგრძო. შტატებში ალექსანდრე კორძაიას დირიჟორობით შესრულებული კომპოზიციები კრიტიკოსების დიდ მოწონებას იმსახურებს. იგი კონცერტებს მართავს კოლუმბიაში, ახალგაზრდა არფისტთა ანსამბლთან ერთად ნიუ-იორკის კარნეგი ჰოლში, თეთრ სახლსა და ლინკოლნ-ცენტრის ალისა ტალის ჰოლში შენანდუას, ოკანაგანის, სპოკანეს სიმფონიურ ორკესტრებთან, ცინცინატის (ოჰაიოს შტატი) სიმფონიეტასთან ერთად და სხვა. ვირჯინიის შტატის დედაქალაქ რიჩმონდში დირიჟორ ალექსანდრე კორძაიასა და ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის, პიანისტ ქეთი გოგოლაძის კოცერტს დიდი წარმატება ჰქონდა, რომლის შემდეგაც ორივე მუსიკოსი რიჩმონდის საზაფხულო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად და ღია გაკვათილების ჩასატარებლად მიიწვიეს. ალექსანდრე კორძაია მოღვაწეობს ქალაქ შარლოტის (ჩრდილოეთ კაროლინის შტატი) საოპერო კომპანიასა და 1999-2001 წლებში რიჩმონდის ფილარმონიის ორკესტრის ხელმძღვანლის ასისტენტია, 2001-2003 წლებში ამავე ორკესტრის მუსიკალური დირექტორი; 2003-2006 წლებში შარლოტის საქალაქო ორკესტრის მუსიკალური დირექტორი და 2006-2007 წლებში ამავე ორკესტრის ემერიტუს ხელმძღვანელია. ალექსანდრე კორძაიამ, როგორც მიწვეულმა დირიჟორმა, ამერიკელ ახალგაზრდა არფისტთა ანსამბლთან ერთად, ევროპის მრავალ ქვეყანაში (ნიდერლანდები, ინგლისი, გერმანია, ავსტრია, შვეიცარია, იტალია, ჩეხეთი) იმოგზაურა. მან კონცერტები გამართა ვაშინგტონში, მერილენდის შტატსა და კოლუმბიაში. ალექსანდრე კორძაია, დღესაც ნაყოფიერ პედაგოგიურ და შემოქმედებით მოღვაწეობას ეწევა. იგი აქტიურად არის ჩაბმული სამუსიკო ცხოვრებაში, მას იწვევენ სხვადასხვა მუსიკალური ორგანიზაციები მასტერკლასების ჩასატარებლად. ალექსანდრე კორძაია საფრანგეთში, ავსტრიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ ამერიკაში, საქართველოსა და რუსეთში როგორც პიანისტი და დირიჟორი ხშირი სტუმარია. CURRENT EMPLOYMENT MUSIC DIRECTOR/CONDUCTOR University of Richmond Symphony Orchestra, 2007 to present PRINCIPAL GUEST CONDUCTOR Philharmonica de Cartagena, Colombia 2012 to 2014 ARTISTIC DIRECTOR Festival of the Orchestras, Cartagena, Colombia 2012 to 2015 ARTISTC DIRECTOR European Summer Music Institutes, 2012 to present CONDUCTING FACULTY Summer Music Institutes, Richmond, VA, 1997 to present CO-DIRECTOR/PIANO FACULTY Academy of Music, Richmond, VA, 1997 to present CONDUCTOR EMERITUS Charlotte Civic Orchestra, 2006 to 2007 MUSIC DIRECTOR/CONDUCTOR Charlotte Civic Orchestra, 2003 to 2006 MUSIC DIRECTOR/CONDUCTOR Richmond Philharmonic Orchestra, 2001 to 2003 ASSISTANT CONDUCTOR Richmond Philharmonic Orchestra, 1999 to 2001 ADJUNCT PIANO FACULTY Virginia Commonwealth University, 1999-2000 MUSIC DIRECTOR/CONDUCTOR State Capella of Georgia (National Chamber Orchestra and Choir), Republic of Georgia, 1987-1990 ASSOCIATE CONDUCTOR Tbilisi Conservatory Orchestra, Republic of Georgia, 1985 to 1990 ORCHESTRAL CONDUCTING EXPERIENCE.
Up-coming concerts in New York, Washington, DC, Maryland, Virginia, Europe and Latin America. EDUCATIONSHENANDOAH UNIVERSITY Master of Music Degree, Orchestral Conducting THE JUILLIARD SCHOOL OF MUSIC Graduate studies, Orchestral Conducting and Orchestration, MANNES COLLEGE OF MUSIC Graduate studies, Orchestral Conducting TBILISI STATE CONSERVATORY Graduate studies, Orchestral & Opera Conducting TBILISI STATE CONSERVATORY Bachelor of Music, Choral & Orchestral Conducting Graduated with Honors TBILISI STATE COLLEGE OF MUSIC Diploma, Piano & Choral Conducting Graduated with Honors
CONDUCTOR’S INSTITUTES CONDUCTOR’S INSTITUTE OF SOUTH CAROLINA- Columbia, SC, 1995 and 1996 Conducting Fellow. Studies with Donald Portnoy, Paul Vermel, Samuel Jones, Thomas Conlin, John Giordano, Gisele Ben-Dor, and Kirk Maspratt AMERICAN SYMPHONY ORCHESTRA LEAGUE WORKSHOP, Nashville, TN, 1996 Studies with Gustav Meier and Raymond Harvey AMERICAN SYMPHONY ORCHESTRA LEAGUE WORKSHOP, Chicago, IL, 1996 Studies with Kenneth Kiesler and Daniel Lewis VOCAL CONDUCTINGCPCC Opera Company- Charlotte, NC, 2004 - 2005 MUSIC DIRECTOR AND CONDUCTOR- State Academic Choir of Georgia, Republic of Georgia, 1987-1990 Conducting rehearsals, concerts in Tbilisi, on tour, and during the recording sessions OPERA CONDUCTOR- Tbilisi State Academic Opera House, Tbilisi, Republic of Georgia, 1985-1987 Coaching choir, soloists, and conducting off-stage choir GUEST CONDUCTOR- Tbilisi Conservatory Chamber Choir and Orchestra AWARDS AND HONORSFellowship Award, Shenandoah Conservatory, MM Orchestral Conducting Program, 2013-2015 Full Scholarship, Colmar Academy of Music Orchestral Conducting, France, 1991 Full Scholarship, Moscow Choral Theater, Russia, 1989-1990 Full Scholarship & Graduate Assistantship, Tbilisi State Conservatory, Republic of Georgia, 1987-1989 Georgian Composer, Z. Paliashvili Honors Scholarship Award, Tbilisi State Conservatory, 1983-1987 Dean’s List for Academic Excellence, Tbilisi State Conservatory, 1983-1987 Graduated with Honors, Tbilisi State Conservatory, Republic of Georgia, 1987 Graduated with Honors, Tbilisi State College of Music, Republic of Georgia, 1982 LANGUAGESEnglish, Russian, Georgian მასალა მოგვაწოდა ალექსანდრე კორძაიამ.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |