The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გოჩა გაიოსი

გოჩა გაიოსი
Legal name:გოჩა შათირიშვილი
Date of birth:1970  (54 years)
Category:Painter, Humanitarian

Biography

ქართველი ხელოვანი გოჩა გაიოსი (გოჩა შათირიშვილი) უკვე მრავალი წელია ცხოვრობს და მოღვაწეობს არგენტინაში. სა­ქარ­თვე­ლო­დან 1989 წელს, 19 წლის ასაკში წავიდა. მაშინ  ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი იყო და ოთხი კურსის დახურვის შემდეგ მაგისტრატურის გასავლელად ვარ­შა­ვა­ში გა­ემ­გზავ­რა.

ვარშავის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გოჩა შათირიშვილი იან ბრა­უ­ნის, გა­მო­ჩე­ნი­ლი ქარ­თვე­ლო­ლო­გის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით მუშაობდა. მისი სამაგისტრო თემა ეხებოდა შოთა რუს­თა­ვე­ლის „ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის“ პოლონურ ენაზე შესრულებული თარ­გმა­ნე­ბის ის­ტო­რი­ა­ს.

უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრების შემდეგ იან ბრაუნმა შესთავაზა სწავლისა და სამეცნიერო კვლევების გასაგრძელებლად პოლონეთში დარჩენილიყო. ახალგაზრდა მეცნიერს გაუმართლა და პოლონეთის მთავრობამ სამწლიანი სტიპენდია დაუნიშნა სადოქტოროზე სამუშაოდ.

გოჩა შათირიშვილმა დოქტურანტურა 1995 წელს დაამთავრა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხით. მისი სა­დოქ­ტო­რო ნაშ­რო­მი გვაცნობდა XIX სა­უ­კუ­ნის პოლონეთის ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­ა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში საქართველოს შესახებ დაცულ ცნო­ბებს. ხარისხის მოპოვების შემდეგ თავისუფლად შეეძლო ვარ­შა­ვის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პრო­ფეს­ო­რად და­რჩე­ნი­ლი­ყო, მაგრამ ამ დროს უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა სამხრეთ ამერიკაში გამგზავრება და სა­დოქ­ტო­როს დაც­ვი­დან სამ კვი­რა­ში

არ­გენ­ტი­ნა­ში წა­ვიდა...

„პო­ლო­ნეთ­ში ყვე­ლა­ფე­რი მქონ­და იმის­თვის, რომ სხვა­ზე არა­ფერ­ზე მე­ფიქ­რა, მაგ­რამ იქი­დან წა­ვე­დი. უფრო რთუ­ლი გზა ავირ­ჩიე, რო­მელ­მაც ჩემი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის, სიძ­ნე­ლე­ე­ბის დაძ­ლე­ვის შე­დე­გად ასე­ვე გა­ა­მარ­თლა“, - აღნიშნავს გოჩა შათირიშვილი.

არ­გენ­ტი­ნა­ში რთულ დროს ჩავიდა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გარ­დაქ­მნე­ბის მე­ო­რე პე­რი­ო­დი იყო, უმუ­შე­ვარ­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბო­და. თავიდან სხვა­დას­ხვა პო­ზი­ცი­ა­ზე მოუხდა მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ ფარ-ხმალს არ ყრიდა და მალე გამოჩნდნენ ადა­მი­ანები, რომ­ლე­ბიც და­ეხ­მარ­ნენ. პირველ რიგში ეს იყო პოლონეთში არგენტინის ყოფილი ელჩი, რომელიც ამ დროს ერთ-ერთი საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი იყო. მასთან გოჩამ ორი წლის განმავლობაში იმუშავა. მისი საკვლევი თემა იყო ბერლინის კედლის დანგრევის შემდგომ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მიმდინარე გარდაქმნები.

1999 წლის დასაწყისში ქართველმა ემიგრანტმა არგენტინის მოქალაქეობა მიიღო. ამის შემდეგ ორი წელი მოგზაურობაში გაატარა და კვლავ არგენტინაში დაბრუნდა, ამჯერად სამუდამოდ.

2000-იან წლებში გოჩა შათირიშვილი სერიოზულად დაინტერესდა ხელოვნებით და ამ სფეროში მოღვაწე ბევრი საინტერესო ადამიანი გაიცნო. მათ შორის ის განსაკუთრებით გამოყოფს ფერმ­წე­რ ქალ­ბა­ტო­ნს - ალი­ცია გოლდბ­ლუმ დე ჯი­ან­გრან­დეს,  წარ­მო­შო­ბით პო­ლო­ნე­ლს, რომელიც გახდა მისი ფერ­წე­რის პე­და­გო­გი.

სახ­ვით ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გოჩა შათირიშვილის პე­და­გო­გი იყო, ასევე, ხუან ეიშ­ლე­რი, გა­მო­ჩე­ნი­ლი ფერმ­წე­რი. თუმ­ცა, უმე­ტე­სად ­კავ­ში­რი ჰქონდა არ­გენ­ტი­ნის სი­უ­რე­ა­ლიზ­მის მა­მამ­თა­ვარ ვიქ­ტორ ჩაბ­თან. გრა­ფი­კულ ხე­ლოვ­ნე­ბას კი ალი­ცია დიაზ რი­ნალდთან ე­ზი­ა­რა - მის სამ­ხატ­ვრო ატე­ლი­ე­ში გა­ი­ა­რა გრა­ვი­უ­რი­სა და გრა­ფი­კუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის კურ­სი, ისწავლა ყვე­ლა­ფე­რი, რაც გრა­ვი­უ­რასა და ტექ­ნი­კას უკავ­შირ­დე­ბა (სი­ლიგ­რა­ფია, ლი­ტოგ­რა­ფია, მო­ნო­ტი­პი, აგუ­ა­ფურ­ტე, მშრა­ლი სტამ­პი და სხვ.).

„გოჩა გა­ი­ოს“ - გოჩა შათირიშვილის არ­ტის­ტუ­ლი სა­ხე­ლია. გა­ი­ო­სი მა­მის სა­ხე­ლის პა­ტივ­სა­ცე­მად დაირქვა. ქართველი ხელოვანი სხვადასხვა ქვეყანაში მართავს გამოფენებს და მისმა ნამუშევრებმა თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა,

2018 წლის ნოემბერში გოჩა შათირიშვილის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას - „ხელოვნება ქაღალდზე“ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზმა უმასპინძლა. ექსპოზიციაში წარმოდგენილი იყო ბუენოს აირესში უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში შექმნილი ქართული ავანგარდის ლეგენდარული წარმომადგენლების (ტიციან ტაბიძე, პაოლო იაშვილი, სიმონ ჩიქოვანი, კოლაუ ნადირაძე, გრიგოლ რობაქიძე, გალაკტიონ ტაბიძე, ტერენტი გრანელი და სხვა) მხატვრული გამოცემები. მათი ტირაჟი, არც მეტი არც ნაკლები, თითო ცალია.

"ეს არის მხატ­ვრუ­ლი გა­მო­ცე­მა, უნი­კა­ლუ­რი, ერ­თა­დერ­თი, რო­მელ­შიც ტექ­სტი რო­მე­ლი­მე ქარ­თვე­ლი პო­ე­ტის ხე­ლით გა­და­წე­რი­ლი ლექ­სე­ბია, მაგ­რამ ეს ტექ­სტის მხატ­ვრუ­ლად გა­ფორ­მე­ბაა, რო­გორც ფერ­წე­რუ­ლის, სა­დაც ლი­ტე­რა­ტუ­რა, მხატ­ვრო­ბა და ზო­გა­დად, ხე­ლოვ­ნე­ბა ერ­თად არ­სე­ბობს. ეს არის ამ ყვე­ლაფ­რის აზრი" - ამბობს გოჩა შა­თი­რიშ­ვი­ლი. "ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი სხვა­დას­ხვა ხა­რის­ხის, ფორ­მის, სის­ქის, წო­ნის ფურ­ცლ­ზე იქ­მნე­ბა. მათ შო­რი­საა ამა თუ იმ ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ცე­მუ­ლი ქა­ღალ­დე­ბი... მას­ზე ასო­ე­ბის მო­ხა­ზუ­ლო­ბა, გრუნ­ტი, გა­ფორ­მე­ბა ქა­ღალ­დის წო­ნის მი­ხედ­ვით ხდე­ბა, ფორმ­დე­ბა და გა­ნი­სა­ზღვრე­ბა.

ასე რომ, ყვე­ლა ტი­პის ქა­ღალ­დი მაქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, მაგ­რამ რო­დე­საც შე­მო­დის უკვე კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ფაქ­ტო­რი, შე­იძ­ლე­ბა საკ­რა­ვი ფირ­ფი­ტა, წარ­სულ­ში გა­მო­ცე­მუ­ლი რო­მე­ლი­მე წიგ­ნი გა­მო­ვი­ყე­ნო - ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შად ვაქ­ციო და ის რო­მე­ლი­მე ავ­ტორს - მწე­რალს, პო­ეტს დავ­უ­კავ­ში­რო" - გან­მარ­ტავს ხელოვანი.

რაც შე­ე­ხე­ბა მა­სა­ლას, რი­თაც ავ­ტო­რი მხატ­ვრუ­ლად წერს ამ ლექ­სებს, შავი, ჩი­ნუ­რი მე­ლა­ნია. სა­წე­რად კა­ლამს იყე­ნებს, ხოლო გა­მო­ცე­მის მხატ­ვრულ გა­ფორ­მე­ბას სხვა­დას­ხვა ტექ­ნი­კით ქმნის. შე­რე­ულ ტექ­ნი­კა­საც იყე­ნებს და ამ ყვე­ლა­ფერს ინ­ფორ­მა­ლის­ტურ სტილს მი­ა­კუთ­ვნებს, რო­მე­ლიც სა­თა­ვეს იღებს გა­სუ­ლი სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან.

ავტორის გადაწყვეტილებით, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ნამუშევრებიდან 40 მხატვრული გამოცემა საჩუქრად გადაეცა საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. გრიგოლ რობაქიძის ლექსებზე შექმნილი ოთხი ნაშრომი კი მან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტს უსახსოვრა.  

გოჩა შათირიშვილის ამ ქართულ გამოცემებში სამშობლოს მონატრება იკითხება. კითხვაზე - აწუხებს თუ არა მას ნოსტალგია, ქართველი ხელოვანი პასუხობს:

„სა­ქარ­თვე­ლო­დან ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდა წა­ვე­დი, რაც არ იყო ად­ვი­ლი. ვერ მო­ვას­წა­რი აქ იმის გა­კე­თე­ბა, რაც ქარ­თველ­მა, ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქემ უნდა გა­ა­კე­თოს. პო­ლო­ნეთ­ში ბედ­ნი­ე­რად კი ვგრძნობ­დი თავს და მი­ვიჩ­ნევ, რომ ის ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვე­ყა­ნა იყო და იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი წლე­ბი სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი, მაგ­რამ არ­გენ­ტი­ნამ სხვა სარ­კმე­ლი გაჭ­რა ჩემს ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში. ახლა კი გა­დავ­წყვი­ტე, რომ გუ­ლით, სუ­ლით და სა­კუ­თა­რი ხე­ლით შექ­მნი­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი, გა­მო­ცე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც შვი­ლე­ბი­ვით მიყ­ვარს, ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კას და­ვუ­ტო­ვო. ესეც დიდ ბედ­ნი­ე­რე­ბას მა­ნი­ჭებს და ამით რა­ღაც­ნა­ი­რად პო­ლო­ნე­თი-არ­გენ­ტი­ნა-სა­ქარ­თვე­ლოს რკალს ვკრავ. მო­ვა­ლე­ო­ბის გრძნო­ბა, რაც სულ მა­წუ­ხებ­და, რომ რა­ღაც უნდა გა­მე­კე­თე­ბი­ნა, ახლა შევ­ძე­ლი“.

წყარო:

1. https://www.ambebi.ge › article › 238654-argentinashi-mcxovrebi-kartveli..

2. https://1tv.ge/audio/pikis-saati-emigranti-gocha-gaios-shatirishvili


Share: