The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


სოსიპატრე ასათიანი

სოსიპატრე ასათიანი
Date of birth:1872
Date of death:1971  (at 99 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Politician

Biography

სოსიპატრე (ჭიჭიკო) ასათიანი ქუთაისში დაიბადა 1872 წელს. 1905 წელს რევოლუციაში მონაწილეობის გამო დააპატიმრეს ქუთაისში. 1907 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ორგანიზებით, სხვა სოციალ-დემოკრატ პატიმრებთან (მათ შორის, შორის, ლეო ქიაჩელთან)) ერთად გაიპარა ციხიდან და ემიგრაციაში წავიდა. 1908 წლიდან ცხოვრობდა შვეიცარიაში. უმაღლესი იურიდიული განათლება შვეიცარიაში ყოფნის დროს, ჟენევის უნივერსიტეტში მიიღო.

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა. მცირე ხნით დაინიშნა ლეჩხუმისა და სვანეთის კომისრად. 1918 წლიდან მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვარგარეთის დიპლომატიურ მისიებში. თავდაპირველად წარგზავნილი იყო უკრაინაში, ხოლო, 1919 წელს რუმინეთში მიავლინეს საქართველოს წარმომადგენლად.

1919 წლის ნოემბრიდან სოსიპატრე ასათიანი შეუერთდა პარიზში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაციას, იყო დელეგაციის მდივანი. 1921 წლის 25 თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც აკაკი ჩხენკელმა ოფიციალური რწმუნებათა სიგელი გადასცა საფრანგეთის პრეზიდენტს ალექსანდრ მილიერანს, ის იკავებდა საფრანგეთში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის თანამდებობას. ამ პოსტზე იმყოფებოდა 1933 წლამდე, მანამ, სანამ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს ოფიციალური სტატუსი გააჩნდა.

საელჩოს გაუქმების შემდეგ, 1933-1947 წლებში,  სოსიპატრე ასათიანი იყო საელჩოს ნაცვლად შექმნილი „ქართული ოფისის“ დირექტორი. აქტიურ მონაწილეობას იღებდა ემიგრაციაში მყოფ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობაში. იყო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის არქივის შემნახველი კომისიის წევრი.

გარდაიცვალა 1971 წელს, პარიზში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე.

წყარო:

1. საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.227

2. https://ka.wikipedia.org/wiki/სოსიპატრე_ასათიანი

 

 


Share: