The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ლია პალაგაშვილი

ლია პალაგაშვილი
Date of birth:198?
Category:Economist

Biography

2016 წელს ჟურნალმა ,,ფორბსმა'' ლია პალაგაშვილი 30 წლამდე ასაკის ამომავალ ვარსკვლავთა შორის დაასახელა. სიაში სულ 30 ახალგაზრდაა და ისინი სხვადასხვა სფეროში მოღვაწეობენ. ჟურნალი გვირჩევს დავიმახსოვროთ მათი სახელები, რადგან ისინი კიდევ ბევრჯერ შეგვახსენებენ თავს.

,,დიდი მოულოდნელობა იყო ამ სიაში მოხვედრა. ,,ფორბსს'' აქვს რამდენიმე კატეგორია. ამ 30 ადამიანს შორის არიან გამომგონებლები, მოდისა და ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები. მე მოვხვდი სამართლისა და პოლიტიკის კატეგორიაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ,,ფორბსი'' და ის ადამიანები, რომლებიც ამ სფეროს ქმნიან, მიგიჩნევენ შენი სფეროს ამომავალ ვარსკვლავად'' - განაცხადა ქართველმა მეცნიერმა.

ლია პალაგაშვილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მუშაობს,  ეკონომიკას იკვლევს და წამყვანი გაზეთებისთვის წერს. ფორბსის ტიტულზე ის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტმა წარადგინა, სადაც დოქტორანტურას გადიოდა. სასწავლებელმა მისი მონაცემები მოცემულ ნომინაციაზე  გააგზავნა ეკონომიკისა და ეკონომიკის პოლიტიკის თემებზე „უოლ სტრიტ ჯორნალში“  თუ სხვა აკადემიურ გამოცემებში გამოქვეყნებული კვლევების, ანგარიშებისა და პუბლიკაციების გამო.

ლია პალაგაშვილი 7 წლის იყო, როდესაც მისი ოჯახი საცხოვრებლად აშშ-ში გადავიდა. იგი მამით ქართველი, ხოლო დედით სომეხია. მანამდე რამდენიმე წელი ბაქოში ცხოვრობდნენ. ამერიკაში ჩასვლიდან მალევე დედამ მცირე ბიზნესი წამოიწყო და ოჯახმა ცხოვრების ხელახლა დაწყება შეძლო. „რომ არა ის უამრავი შესაძლებლობა, რაც ამ ქვეყანამ მომცა, ვერასდროს მივაღწევდი ამდენს, ვერც ვიოცნებებდი ამ ყველაფერზე“, - გვიმხელს ,,ფორბსის'' ქართველი ვარსკვლავი.

პირველად ეკონომიკის კლასი სკოლაში გაიარა. სწორედ მაშინ მიხვდა რისი გაკეთება სწადდა. „მანამდე გადაწყვეტილი არ მქონდა რა მესწავლა. ამ კლასის მსვლელობისას მივხვდი რა მაინტერესებდა, დავინახე, რომ ეკონომიკა ქვეყნების შეცნობაში მეხმარებოდა. ეკონომიკის სწავლით ვეცნობოდი ახალ ქვეყნებს, ვიგებდი რატომ არიან ქვეყნები მდიდრები ან ღარიბები, როგორ ასხვავებს ეკონომიკა ამ ქვეყნებს ერთმანეთისგან, როგორ იცვლება საზოგადოებები ეკონომიკასთან ერთად“, - ამბობს ლია პალაგაშვილი.

 მეცნიერის კვლევების ერთ-ერთი სფეროა თავისუფალი ეკონომიკა. მისი აზრით, როცა ეკონომიკის თავისუფლებას ვიკვლევთ ვსწავლობთ ქვეყნის კანონებს, იქ არსებულ ბარიერებს, გარემოს, რომელიც ბიზნესებს აქვთ, ვსწავლობთ მთავრობის როლს, ვაკვირდებით არსებობენ თუ არა მონოპოლიები. თავისუფალი ეკონომიკა პირველ რიგში ნიშნავს საკუთრების უფლების დაცვას, ბიზნესის დაწყების თავისუფლებას, თანაბარ გარემოს ბიზნესებისთვის.

ლია პალაგაშვილის ინტერესების ერთ-ერთი სფეროა გარდამავალი ეკონომიკები. ის ამბობს, რომ მომდევნო ეტაპზე სურს საქართველოს ეკონომიკა გამოიკვლიოს და იმედი აქვს, რომ შეძლებს თავისი ცოდნის გამოყენებას სამშობლოს საკეთილდღეოდ. მისი კვლევების მიზანია დაეხმაროს ადამიანებს თავი დაიმკვიდრონ სასურველ ინდუსტრიაში. 

ახალგაზრდა ვარსკვლავის ოცნებაა რომელიმე მსხვილ გაზეთში წერდეს, მაგალითად: wall street journal-ში ან New York Times-ში. ჰქონდეს საკუთარი საგაზეთო სვეტი და პოპულარულ, ყველასთვის გასაგებ ენაზე აქვეყნებდეს თავის მოსაზრებებს ეკონომიკაზე, რეგულაციებსა და ეკონომიკის პოლიტიკაზე.

წყარო:

1. https://on.ge/story/12191-ლია-პალაგაშვილის-ამერიკული-ოცნება

 


Share: