The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნადირაძე. მარიამ

ნადირაძე. მარიამ
Date of birth:1996  (28 years)
Category:Engineer

Biography

23 წლის მარიამ ნადირაძე მსოფლიოს უდიდესი კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაციის, Microsoft-ის პირველი ქართველი თანამშრომელი გახდა. მან გასაუბრების რამდენიმე ეტაპი წარმატებით გაიარა და ვაშინგტონის ოფისში სერვის ინჟინრის (Service Enginner) პოზიციაზე დაინიშნა.

მარიამი თბილისში დაიბადა. აქვე დაამთავრა გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია და სწავლა აშშ-ის აიოვას შტატში Grinnell College-ში განაგრძო, რომელიც 2019 წელს წარმატებით დაასრულა.
შეიძლება ითქვას, რომ გრინელის კოლეჯში ქართველი გოგონა შემთხვევით მოხვდა. მარიამი გვიყვება, რომ უნივერსიტეტის დამთავრებიდან დაახლოებით ერთ კვირაში ახალკურსდამთავრებულთა მისამართით  მოვიდა ჯგუფური იმეილი გრინელის წარმომადგენლობისგან, რომელშიც წერდნენ, რომ გამოჩნდა თავისუფალი პოზიცია კომპანია „მაიკროსოფტში“.  სხვებთან ერთად მარიამმაც გააგზავნა თავისი მონაცემები და ერთ კვირაში პასუხიც მიიღო. თავიდან ტელეფონით გაიარა ინტერვიუ, რის შემდეგაც პირდაპირ „მაიკროსოფტის“ კამპუსში მიიწვიეს. თავადვე უზრუნველყვეს ფრენა სიეტლში და ორი ღამით დარჩენა. თუმცა გზაში სირთულეები წარმოიშვა და ფრენამ ისე დაიგვიანა, რომ სიეტლში ინტერვიუს დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ძლივს ჩავიდა… უძილობისა და მგზავრობის სტრესის მიუხედავად,მარიამ ნადირაძემ წარმატებით გაიარა ხუთივე ინტერვიუ და გრინელი Liberal arts college-ში ჩაირიცხა.

„გრინელის კოლეჯში კომპიუტერული მეცნიერების ფაკულტეტზე კომპიუტერული თამაშების სიყვარულის გამო ჩავაბარე. ბავშვობიდანვე თავისუფალ დროს, ძირითადად, კომპიუტერულ თამაშებს ვუთმობდი, თუმცა ძალიან მიყვარს კითხვაც და რომ ვუფიქრდები, უბრალოდ, თხრობის (Storytelling) ხელოვნება მომწონს”, – ამბობს მარიამ ნადირაძე.

კომპიუტერული მეცნიერების გარდა, მარიამს შესაძლებლობა ჰქონდა კოლეჯში მისთვის საინტერესო სხვა საგნებიც საფუძვლიანად შეესწავლა, რაც ძალიან გამოადგა წერის სტილისა და ანალიტიკური აზროვნების დახვეწაში.

ამერიკული სასწავლო გარემოსთვის დამახასიათებელია, რომ კოლეჯი კონტაქტს ინარჩუნებს ყველა კურსდამთავრებულთან და ეხმარება სტუდენტებს (ფინანსურად/ფონდით, პირადი კონტაქტით და რჩევებით, ა.შ.). ახალგაზრდა სპეციალისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამერიკაში სწავლისა და ცხოვრების გამოცდილება დაეხმარა მარიამს საკუთარი მომავლის დაგეგმვაში. გამოწვევები და გეგმები კი მრავლად აქვს: „პირველ რიგში, ადაპტაცია და ჩემს გუნდთან სინქრონიზირება, მერე კარიერაში გზის გაკვლევა... ხოლო, უახლოეს მომავალში მინდა კარგად ჩამოვყალიბდე და ასე ვთქვათ, ფესვები გავიდგა „მაიკროსოფტში“. საქართველოშიც მინდა რამე გავაკეთო – თავს მუდამ იღბლიანად ვთვლიდი იმ განათლებისთვის, რაც ჩემმა მშობლებმა და სკოლებმა მომცეს, ბევრს არ აქვს იგივე შესაძლებლობა და შესაბამისად, მინდა, ჩემი რესურსები მაქსიმალურად გამოვიყენო“, - ამბობს მარიამ ნადირაძე.

წყარო:

1. https://1tv.ge/.../pirveli-qartveli-gogona-romelic-maikrosoftis-tanamshromeli-gakhda/

 


Share: