The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამუნა პაპავა

თამუნა პაპავა
Date of birth:1991  (33 years)
Category:Economist

Biography

თამუნა იურის ასული პაპავა დაიბადა 1991 წელს თბილისში, ფიზიკოსების ოჯახში. მისი

მშობლები ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდნენ.

15 წლის იყო თამუნა როცა ფლექსის (FLEX) პროგრამით მოხვდა ამერიკაში. 1 წლის მანძილზე ცხოვრობდა ამერიკულ ოჯახში და სწავლობდა ამერიკულ სკოლაში. საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ ჩააბარა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე, რომელიც წარჩინებით დაამთავრა. სწავლასთან ერთად პროფესიული განვითარებისთვის მუშაობდა TBSC Consulting-ში (მცირე საკონსულტაციო ფირმა), რამაც დიდი წვლილი შეიტანა მის ამერიკაში დაბრუნებაში.

2015 წელს თამუნა პაპავამ გაიმარჯვა ფულბრაიტის პროგრამაში და ჩაირიცხა ქალაქ ვაშინგტონში მდებარე ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე ბიზნესის ადმინისტრირების განხრით. სწავლის პარალელურად ეძებდა სტაჟირების პროგრამებს, რადგან საქართველოში დაბრუნებამდე უნდოდა უცხოური სამუშაო გამოცდილებაც მიეღო. ასე მოხვდა 2016 წლის ზაფხულში ქალაქ სიეტლში, ამაზონის ცენტრალურ ოფისში სამთვიან სტაჟირებაზე, რომელიც კონტრაქტით დაასრულა.

დღესდღეობით თამუნა მუშაობს “ამაზონში” უფროსი პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე, რაც გულისხმობს რაიმე პროდუქტის განვითარებასა და მართვას. ამ ეტაპზე დაკავებულია კლიენტების მომსახურების სფეროში.

წყარო:

1. www.bm.ge/ka/video/qartveli-gogos-amerikuli-ocneba/7524

2. https://at.ge/2018/02/23/kartvelebi_sazgvargaret/ 

3. https://www.facebook.com/guram.sherozia.blog/videos/ 


Share: