The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ვლადიმერ სულაქველიძე

ვლადიმერ სულაქველიძე
Other name:ვალოდია  (Acronym)
Date of birth:1884
Date of death:18 August, 1954  (at 70 years)
Burial location:ლევილი, საფრანგეთი
Category:Humanitarian

Biography

ვლა­დი­მერ (ვა­ლო­დია) სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე 1884 წელს და­ი­ბა­და ქა­ლაქ ქუ­თა­ის­ში. მისი მამა ამ­ბა­კო სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო და ცხრა შვი­ლი ჰყავ­და. მათ­გან სამი - ვა­ლო­დია, კონ­სტან­ტი­ნე და ანე­ტა აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ რე­ვო­ლუ­ცი­ურ მოძ­რა­ო­ბა­ში ჩაბ­მუ­ლი. კონ­სტან­ტი­ნე (კო­წია) სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე, ცნო­ბი­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი და 1918 წლიდან ქუ­თა­ი­სის ერო­ბის თავ­მჯდო­მა­რე იყო. მისგან განსხვავებით, ანე­ტა აქ­ტი­უ­რი ბოლ­შე­ვი­კი გახლდათ. იგი 1907 წელს, თბი­ლის­ში, ერევნის მო­ე­დან­ზე გახ­მა­უ­რე­ბულ ბან­კის ძარ­ცვა­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ამ­ბა­კოს ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და მწე­რა­ლი გრი­გოლ რო­ბა­ქი­ძე ქუ­თა­ი­სის გიმ­ნა­ზი­ა­ში სწავ­ლის დროს.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის პერიოდში ვალოდია სულაქველიძე საკმაოდ ცნობილი პიროვნება იყო. მან ადმინისტრაციაში სამსახური დაიწყო ქუთაისის მილიციის უფროსის თანამდებობიდან და შემდგომ თბილისის მილიციის უფროსად გადაიყვანეს სამაგალითო სამსახურისთვის. თუმცა 1918 წლის დასაწყისში, ქუთაისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ ურა­ტა­ძე მის კანდიდატურას ალ­მა­ცე­რად უყუ­რებ­და. უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მქო­ნე ფი­ლო­ლო­გი, რო­მე­ლიც ადრე მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ობ­და და მე­ფის არ­მი­ის რე­ზერ­ვის პო­რუ­ჩი­კის წო­დე­ბაც ჰქონ­და, მი­ლი­ცი­ის­თვის შე­სა­ფე­რის კად­რად არ მი­აჩ­ნდა. ვერ იჯე­რებ­და, რომ ეს უწყი­ნა­რი გა­რეგ­ნო­ბის ტი­პიუ­რი ინ­ტე­ლი­გენ­ტი, გამ­ხე­ცე­ბუ­ლი ყა­ჩა­ღე­ბის თა­რეშს რამე რე­ა­ლურ მოქ­მე­დე­ბებს და­უ­პი­რის­პი­რებ­და. ურა­ტა­ძის შე­კი­თხვა­ზე, - შეძ­ლებ­და თუ არა ქა­ლაქ­ში წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბას, სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ უპა­სუ­ხა, - „ შევ­ძლებ, თუკი თქვენ­გან შეს­რუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ორი პი­რო­ბა: ერთი - მე­ყო­ლე­ბა სა­ჭი­რო რა­ო­დე­ნო­ბის მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი და მე­ო­რე - მექ­ნე­ბა მოქ­მე­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა“. ორი­ვე პი­რო­ბა­ზე თან­ხმო­ბა მი­ი­ღო და უფ­ლე­ბა მი­ე­ცა შტა­ტი თვი­თონ­ვე შე­ედ­გი­ნა. მე­ო­რე დღეს ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე უკვე მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო და ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბის­გან ქა­ლა­ქის გაწ­მენ­დას ენერ­გი­უ­ლად შე­უდ­გა.რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში ქუ­თა­ი­სი სრუ­ლად გაწ­მინ­და ყვე­ლა სა­ეჭ­ვო პი­რის­გან და სა­ნი­მუ­შო წეს­რი­გი და­ამ­ყა­რა.

ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის ქუ­თა­ი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ყოფ­ნის დროს, 1918 წლის დე­კემ­ბერ­ში, სომ­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კამ სა­ქარ­თვე­ლოს ომი გა­მო­უ­ცხა­და. სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის პი­რო­ბებ­ში, სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის ძა­ლის­ხმე­ვით ქუ­თა­ის­ში, ქა­ლა­ქის სომ­ხუ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის დარ­ბე­ვი­სა და შუ­რის­ძი­ე­ბის მცდე­ლო­ბაც არ ყო­ფი­ლა, რაც მის მა­ღალ სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბა­ზე მე­ტყვე­ლებს. ამ პე­რი­ოდ­ში თბი­ლი­სის მი­ლი­ცია სხვადასხა მი­ზეზ­თა გამო წეს­რი­გის დაც­ვას თავს ვერ არ­თმევ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ნოე რა­მიშ­ვილ­მა გა­და­წყვი­ტა, თბი­ლი­სის მი­ლი­ცი­ის უფ­რო­სად ქა­ლა­ქის თვით­მმარ­თვე­ლო­ბის­თვის ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის კან­დი­და­ტუ­რა შე­ე­თა­ვა­ზე­ბი­ნა და 1919 წლის აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში ის სპე­ცი­ა­ლუ­რი ბრძა­ნე­ბით თბი­ლის­ში მი­იწ­ვია. ქუ­თა­ი­სის ქა­ლა­ქის საბ­ჭომ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა აღ­ძრა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სად­მი, რომ ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე ქუ­თა­ის­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, მაგ­რამ შსს-მ მო­თხოვ­ნა არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა. 14 აპ­რილს ქა­ლა­ქის საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ქუ­თა­ი­სის ქა­ლა­ქის თავ­მა დი­მიტ­რი კა­ლან­და­რიშ­ვილ­მა სპე­ცი­ა­ლუ­რიმად­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­და უკვე ყო­ფილ მი­ლი­ცი­ის უფ­როსს. ქა­ლა­ქის საბ­ჭოს წევ­რებ­მა, სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი, ეროვ­ნულ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი და სო­ცი­ალ-ფე­დე­რა­ლის­ტე­ბის პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, სი­ტყვით მი­მარ­თეს სუ­ლაქ­ვე­ლი­ძეს და თავ­და­დე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბის­თვის მად­ლო­ბა გა­მო­უ­ცხა­დეს.

1919 წლის მა­ი­სი­დან ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძე თბი­ლის­ში იყო და ქა­ლა­ქის მი­ლი­ცი­ის რე­ორ­გა­ნი­ზე­ბას ენერ­გი­უ­ლად შე­უდ­გა. ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მან მთლი­ა­ნად გა­და­სინ­ჯა შტა­ტე­ბი და ის მი­ლი­ცი­ე­ლე­ბი, ვინც და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას არ ას­რუ­ლებ­დნენ ან კა­ნონ­სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში იყ­ვნენ შემ­ჩნე­უ­ლი, დაითხოვა. იგი პი­რა­დად ამოწ­მებ­და სა­და­რა­ჯო­ებ­ზე მყოფ მი­ლი­ცი­ე­ლებს და ასევე პი­რა­დად მო­ნა­წი­ლე­ობ­და ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვან ოპე­რა­ცი­ა­ში, რი­გი­თი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბის და­კა­ვე­ბა იქ­ნე­ბო­და თუ გე­ნე­რალ ბა­რა­თოვ­ზე თავ­დას­ხმის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა, რის­თვი­საც ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის­გან მად­ლო­ბა მი­ი­ღო. თბი­ლის­ში ქუ­ჩე­ბის გა­ნა­თე­ბა სუს­ტად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი. სუ­ლაქ­ვე­ლი­ძის მეცადინეობით მცი­რე ხან­ში ქუ­ჩის გა­ნა­თე­ბა სრუ­ლად აღად­გა. ასე­ვე მან  და­ა­ვალ­დე­ბუ­ლა მო­სახ­ლე­ო­ბა, ღა­მით სა­დარ­ბა­ზო­ე­ბი და ეზო­ე­ბი და­ე­კე­ტათ. ამ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა საგ­რძნობ­ლად შე­ამ­სუ­ბუ­ქა კრი­მი­ნა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა და მი­ლი­ცი­ას და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა გა­უ­ად­ვი­ლა. მი­სი­ვე და­ვა­ლე­ბით აიკ­რძა­ლა და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნილ­თა სახ­ლე­ბის ღა­მით ჩხრე­კა, გარ­და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი­სა და მი­ლი­ცი­ე­ლებს სას­ტი­კად აეკ­რძა­ლათ სა­და­რა­ჯო­ებ­ზე მათ­რა­ხით დგო­მა. ვლა­დი­მერ სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ მთავ­რო­ბის იმე­დი გა­ა­მარ­თლა. ისე­ვე რო­გორც ქუ­თა­ის­ში, თბი­ლის­შიც მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­იც­ვა­ლა მდგო­მა­რე­ო­ბა წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბის  თვალ­საზ­რი­სით, რის­თვი­საც სუ­ლაქ­ვე­ლი­ძემ  მთავ­რო­ბის­გან კი­დევ უფრო მეტი ნდო­ბა და პა­ტი­ვის­ცე­მა და­იმ­სა­ხუ­რა.

1919 წლის ზაფხულში საქართველოს რკინიგზის სისტემა დიდი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. ბოროტმოქმედებმა თუ დუშეთის ბოლშევიკური აჯანყების ნაშთებმა სწორედ ეს სტარტეგიულად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო საშუალება ამოიღეს მიზანში და დღე არ გავიდოდა, შემადგენლობა არ გაეძარცვათ ან ლიანდაგი არ აეყარათ. სადგურ გრაკალთან სარკინიგზო შემადგენლობაზე თავდასხმამ მდგომარეობა საბოლოოდ დაამძიმა. სარკინიგზო მილიცია, რომელსაც რკინიგზის დაცვა და უსაფრთხოება ევალებოდა, გახშირებული თავდასხმების წინაშე უძლური აღმოჩნდა. მთავრობა არჩევანის წინაშე დადგა - ან სწრაფი და ეფექტიანი მოქმედებით მოეგვარებინა პრობლემა, ან ანარქიისთვის დაეხარა თავი. საჭირო იყო ადამიანი, რომელსაც კრიმინალთან ბრძოლის გამოცდილება ექნებოდა. შედეგად, 1919 წლის 18 სექტემბერს N21 დადგენილებით მთავრობამ მოსახელობას აუწყა: „საქართველოს რესპუბლიკის რკინიგზები გამოცხადდეს სამხედრო წესებზე და დროებით გენერალ-გუბერნატორის თანამდებობის აღმასრულებლად დაინიშნოს პორუჩიკი ვლადიმერ ავაკუმის ძე სულაქველიძე, მილიციის უფროსის თანამდებობაზე დატოვებით“. სულაქველიძე ჩვეული ენერგიულობით შეუდგა მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას. პირველ რიგში, დაიწყო სარკინიგზო მილიციის რეორგანიზება და არსებულ შემადგენლობას 250 მილიციელი დააამატა. მცხეთის რაიონის სოფლებში, საიდანაც ძირითადად ხდებოდა თავდასხმები, ექსპედიციები ჩააყენა, რომელთაც დარტყმა მიაყენეს ბოროტმოქმედთა თავშესაფრებს. რკინიგზაზე პატრულირება დაიწყო ჯავშნოსანმა მატარებელმა და გამკაცრდა ზედამხედველობა მგზავრთა ნაკადზე. სულაქველიძე არც ეჭვმიტანილთა დაპატიმრებასა და ბოროტმოქმედთა ლიკვიდაციას მორიდებია. მალე, როგორც სავარაუდო იყო, რკინიგზაზე წესრიგი დამყარდა და მიმოსვლა ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. მიღწეული წარმატებების გამო, ვლადიმერ სულაქველიძეს პოლკოვნიკის სამხედრო წოდება მიენიჭა და თბილისის სახალხო მილიციის უფროსის თანამდებობასთან ერთად, რესპუბლიკის ზურგის უფროსობაც ანდეს. ეს კი საომარ და საგანგებო მდგომარეობაში მისი ხელმძღვანელობის ქვეშ აქცევდა ყველა მნიშვნელოვან დაწესებულებას, რომელთა ამოცანა ზურგის უსაფრთხოება იყო. ასე იყო 1920 წლის მაისში და შემდეგ - უკვე საბედისწერო 1921 წლის თებერვალშიც, საბჭოთა რუსეთის თავსახმების დროს.

ვლადიმერ სულაქველიძის ადმინისტრაციული ნიჭისა და თავდადების შედეგად, ქართულ შეიარაღებულ ძალებს ზურგი საიმედოდ ჰქონდა დაცული და მტერმა ვერც ერთი დივერსიული აქტისა და არეულობის მოწყობა ვერ მოახერხა.

რუსეთის მიერ საქართველოს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, ვლადიმერ სულაქველიძე მთავრობასთან ერთად ემიგრაციაში გაემგზავრა. ერთხანს სტამბოლში იყო და მონაწილეობდა ბოსფორზე გემების საპასპორტო კონტროლისა და კონტრდაზვერვით ოპერაციებში; თანამშრომლობდა ქართულ, ბრიტანულ და ფრანგულ სპეცსამსახურებთან, რომლებიც საბჭოთა დაზვერვის წინააღმდეგ მოქმედებდნენ; მოგვიანებით საფრანგეთში ჩავიდა და პატარა რესტორანი „ამაყი მამალი“ გახსნა, რითაც თავის რჩენას ახერხებდა (როგორც გრიგოლ ურატაძე აღნიშნავს, „თავისი პატიოსანი შრომით ირჩენდა თავს და არავის აწუხებდა. პირიქით, ეხმარებოდა კიდეც სხვებს). გადმოცემით, რესტორნის შენობის ფასადს ქართულ ჩოხაში გამოწყობილი მამლის გამოსახულება ამშვენებდა. რესტორანი მალე გაკოტრდა. როგორც ზეპირი გადმოცემები მოწმობენ, ვლადიმერ სულაქველიძე ხშირად უფასოდ მასპინძლობდა სამშობლოდან გადახვეწილ მშიერ-მწყურვალ თანამემამულეებს, რაც კომერციამ ვერ აიტანა.

მძიმე ბედი ერგო სამშობლოში დარჩენილ ვლადიმერ სულაქველიძის დიდ ოჯახს: ძმა - კონსტანტინე (კოწია), საქართველოში სპეციალური დავალებით არალეგარულად დაბრუნებული, 1925 წელს ჩეკამ ბათუმში დააპატიმრა. პატიმრობის დროს იგი იძულებული გახადეს საჯაროდ დაეგმო თავისი პოლიტიკური შეხედულებები, რის გამოც აღარ დახვრიტეს და შემდეგ, როგორც წარმატებული მათემატიკოსი, სიცოცხლის ბოლოდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ანეტა სულაქველიძე 1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს „ტროცკისტობის“ ბრალდებით.

ვლადიმერ სულაქველიძეს სამი შვილი დარჩა საქართველოში: უფროსი სილვია (დოდო) სულაქველიძე, ირაკლი სულაქველიძე, რომელიც ცნობილი მოჭიდავე იყო, მეორე მსოფლიო ომის დროს ჯარში გაიწვიეს და დაიკარგა (მეტსახელად „ვაგონეტკას“ ეძახდნენ, რადგან მაღაროს ვაგონის სადგარს სწევდა), ხოლო უმცროსი, ვახტანგ სულაქველიძე, ცნობილი მსახიობი გახლდათ.

ვლადიმერ სულაქველიძე 1954 წლის 18 აგვისტოს 70 წლის ასაკში გარდაიცვალა საფრანგეთში, არპაჟონის საავადმყოფოში. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ვლადიმერ_სულაქველიძე
2. ხვადაგიანი დავით. ვალოდია სულაქველიძე დამნაშავეობის მტერი N1 // ისტორიანი: ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი. – 2018. - N5 (89). - მაისი. - გვ.39-44.


Share: