The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ჭალადიდელი

გიორგი ჭალადიდელი
Legal name:გიორგი ქოჩაქაძე
Other name:სირიაჩქონელი ქიშვარდიანისა  (Pseudonym)
ქიშვარდიანი  (Pseudonym)
Date of birth:15 June, 1847
Date of death:1 April, 1898  (at 50 years)
Burial location:ქ. სენაკის ბაღი, საქართველო
Category:Poet

Biography

გიორგი ქოჩაქიძე–ჭალადიდელი 1847 წლის 15 ივნისს დაიბადა იმერეთის სოფელ ფერსათში, რომელიც მისი დედულეთი იყო. აღზრდით სოფელ ჭალადიდში, მამის ოჯახში აღიზარდა. პოეტის მამა – თავადი მაქსიმე ქოჩაქიძე მეტად საინტერესო ფიგურა იყო. ყმაწვილობისას იგი საფრანგეთის კონსულს ჟაკ ფრანსუა გამბას (1763-1833) ხლებია, როცა ეს უკანასკნელი დასავლეთ საქართველოში მოგზაურობდა. მაქსიმე ქოჩაქიძე განათლებული პიროვნება იყო, კარგი ორატორი და ჭკვიანი მოხელე, დაახლეოებული იყო სამეგრელოს მთავართან, დავით დადიანთან და ერთხანს მისი წარმომადგენელი იყო თბილისში.

გიორგი ჭალადიდელი 1859-1869 წლებში ქუთაისის გიმნაზიაში იღებდა განათლებას. სწავლის გაგრძლება ევროპაში სურდა, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ მოახერხა და ბოლოს პეტერბურგს გაემგზავრა. ჯერ სატყეო ინსტიტუტში უნდოდა შესვლა, მაგრამ დაბადების მოწმობა თან არ აღმოაჩნდა, რის გამოც უარით გამოისტუმრეს. მაშინ მიიღო საბედისწერო გადაწყვეტილება – პეტერბურგშივე შევიდა სამხედრო სასწავლებელში, რათა იქიდან სხვაგან გადასულიყო, მაგრამ ეს განზრახვა ვეღარ განახორციელა და სამუდამოდ შერჩა სამხედრო სამსახურს.

გიორგი ჭალადიდელის სამხედრო კარიერა საკმაოდ წარმატებული იყო – მიაღწია პოლკოვნიკის ხასისხს და არტილერიის დივიზიონის მეთაურობას. მაგარმ ამ წარმტებებს მისთვის სულიერი კმაყოფილება არ მოჰქონდა. ამას თან დაერთო უიღბლობა პირად ცხოვრებაში. გიორგი ჭალადიდელს თავდავიწყებით უყვარდა ნიკო ნიკოლაძის და, თავის დროზე ცნობილი საზოგადო მოღვაწე და თეატრალი ანასტასია (ანა) ნიკოლაძე (1847-1831), რომელსაც რამდენიმე ლექსიც მიუძღვნა („ჩემი ანა“, „ვუძღვნი ა. ნ–ს“, „მაშინ როდესაც მე უიმედოდ“ ). პირველ და ყველაზე დიდ სიყვარულში ხელმოცარული პოეტი მოგვიანებით, 1884 წელს დაქორწინდა პეტერბურგელი ნაფიცი ვექილის სტეფანე ეზერსკის ქალიშვილზე, ანაზე. მაგრამ სიმამრის დესპოტურმა ხასიათმა და ანას მორჩილმა დამოკიდებულებამ მამისადმი ეს ოჯახი მალე დაანგრია. გიორგი ჭალადიდელის ერთადერთი შვილი ბორისი გარუსდა და რუსეთში დარჩა სამუდამოდ.

სიცოცხლის ბოლო წლებში გიორგი ჭალადიდელს გადაწყვეტილი ჰქონდა სამსახურისათვის თავის დანებება და სამშობლოში დამკვიდრება, მაგრამ ამ გადაწყვეტილებას ასრულება არ ეწერა. 1898 წლის 1 აპრილს გიორგი ჭალადიდელი მინსკში ასთმისგან გარდაიცვალა. პოეტის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს და ჭალადიდის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. 1940 წელს კი სენაკში გადაასვენეს, ქალაქის ბაღში დაკრძალეს და ძეგლი დაუდგეს,

გიორგი ჭალადიდელი „თერგდალეულთა“ სკოლის მწერალია. მისი სახელი პირველად „დროების“ ფურცლებზე გამოჩნდა 1869 წელს. ეს იყო გიმნაზიის წლებში დაწერილი ლექსი „იმედი“. აქედან მოყოლებული მისი ნაწარმოებები იბეჭდებოდა „დროებაში“, „სასოფლო გაზეთში“, „მნათობში“, „კრებულში“, „მოამბეში“, „ივერიაში“.

წყარო:

1. გიორგი ჭალადიდელი (1847-1898) // ქართველ მწერალთა ბიოგრაფიები. - თბ., 2010. - გვ.148-151.


Share: