The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


მელქისედექ კავკასიძე

Date of birth:17??
Date of death:17??
Category:Humanitarian

Biography

ვახტანგ VI მდივან–მწიგნობარი, მელქისედექ კავკასიძე თავისი დროისთვის საკმაოდ განათლებული პიროვნება იყო, რომლესაც არამარტო მეფე–პოეტის ნაწარმოებთა გადაწერა, არამედ სამეფო კარის თითქმის ყველა სიგელ–გუჯარისა და საბუთის შედგენაც ევალებოდა. საისტორიო წყაროების მიხედვით მელქისედექის მამას აბელი რქმევია და მისი არცთუ ისე შორეული წინაპრები მესხები ყოფილან, შემდეგ სამცხე–საათაბაგოდან აყრილან და ქართლში გადმოსახლებულან.

1724 წელს მელქსედექი რუსეთში გაჰყვა ვახტანგ VI. გზაში გამოვლილი გაჭირვების ჟამს მას განსაკუთრებული თავდადება გამოუჩენია და 1731 წელს ბაქარს მელქისედექისთვის თრიალეთში თეზის მოურავობა მიუცია.

მოსკოვში ცხოვრების პრიოდში მელქისედექ კავკასიძე როგორც კარგი ქართულის მცოდნე იოსებ სამებელის სტამბაში მიუწვევიათ სამუშაოდ და გარკვეული წვლილი შეუტანია „ბიბლიის გამოცემაში“. სვესვიატსკოეს სტამბაში  საკმაოდ მაღალი თანამდებობა ეჭირა, მას სტამბის დაზგისა და იარაღების მოვლა–პატრონობა ჰქონდა დავალებული და ფაქტიურად აღნიშნულ სტამბაში თანამდებობით ქრისტეფორე გურამიშვილის შემდეგ მეორე კაცად ითვლებოდა.

1744 წელს იოსებ სამებელის სტამბა დაიხურა და ამის შემდეგ მელქისედექი მოსკოვში დიდხანს აღარ დარჩენილა, პეტერბურგში გადავიდა საცხოვრებლად. ხანდაზმულობის მიუხედავდ არც აქ შეუწყვეტია ლიტერატურული მოღვაწეობა, პეტერბურგში გადაწერა ვახტანგის ლექსების კრებული და საბას ლექსიკონი.

მელქისედექ კავკასიძე 1757-1770 წლებს შორის გარდაიცვალა.

წყარო:

1. კასრაძე, ოთარქართული წიგნის ბეჭდვა-გამოცემის ძველი ოსტატები : მელქისედექ კავკასიძე // ნარკვევები ქართული წიგნის ბეჭდვის ისტორიიდან / ოთარ კასრაძე. - თბილისი, 1997. - გვ. 343-345.


Share: