The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ირინე გუჯაბიძე

ირინე გუჯაბიძე
Date of birth:198?
Category:Businessmen, Lawyer

Biography

ირინე გუჯაბიძე ლონდონში მდებარე ჯანმრთელი და ბიოპროდუქციის მწარმოებელი ბრიტანული კომპანიის, “Appy Food & Drinks”-ის 5%-იანი წილის მფლობელია. წარმატებულ ახალგაზრდას კომპანიის წილი 2 წლის წინ გადაეცა. იგი Appy Food & Drinks-ში საერთაშორისო მარკეტინგის დეპარტამენტს კურირებს. ყველაფერი კი ლონდონში სასწავლებლად წასვლით და, პარალელურად, ამავე კომპანიაში სტაჟირების გავლით დაიწყო.
ირინე ფოთიდანაა, ლონდონში გამგზავრებამდე ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლასთან ერთად, პირველი კურსიდან, საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვების კომპანიის, ”მაერსკის” ფოთის ფილიალში საოპერაციო განყოფილებაში მუშაობდა. საქართველოში სწავლის დასრულების შემდეგ, ლონდონში სტუდენტური ვიზით გაემგზავრა. დიდ ბრიტანეთში, სანდერლენდის უნივერსიტეტში, ბიზნესის მართვისა და მარკეტინგის განხრით განაგრძო სწავლა. იგი აქტიური სტუდენტი იყო. უნივერსიტეტში იგი სტუდენტური გაერთიანების პრეზიდენტად აირჩიეს და, ასევე, გამოსაშვებ საღამოზე საუკეთესო სტუდენტად დაასახელეს. საუკეთესო ირინე იმიტომ გახდა, რომ  მის მიერ ყველა საგანში მიღებული ქულების ჯამი, დაწყებული პირველი კურსიდან ყველაზე მაღალი აღმოჩნდა. დადებითი შედეგი იქონიეს პრაქტიკულმა პროექტებმა და აქტივობებმაც, რომლებსაც იგი სტუდენტობის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ბრიტანეთში სწავლის პარალელურად ირინემ მუშაობა ჯანმრთელი და ბიო საკვები პროდუქციის მწარმოებელ ბრიტანულ კომპანიაში “Appy Food & Drinks” დაიწყო. იგი, როგორც ”Appy Food & Drinks”-ის წარმომადგენელი, ისეთ კომპანიებთან თანამშრომლობს, როგორებიცაა ”The Walt Disney Company”, ”Nickelodeon”, ”Entertainment One”, ”Universal Pictures” და ”Magic Light”:
”Appy Food & Drinks“-ში თავდაპირველად სტაჟიორად მივიდა. ათ სტაჟიორს შორის იგი ერთადერთი ემიგრანტი იყო. 3 თვის მუშაობის შემდეგ 10 სტაჟიორიდან, ნახევარ განაკვეთზე სამუშაოდ მხოლოდ ერთი უნდა დარჩენილიყო.  ისე მოხდა, რომ სულ ერთი თვე იყო გასული, როცა შტატში მუშაობა შესთავაზეს. მუშაობდა ბრენდ მენეჯერად, მოგვიანებით  უფროს ბრენდ მენეჯერად დააწინაურეს და მარკეტინგის დეპარტამენტის უფროსად გადაიყვანეს. ბოლო 2 წელია ირინე საერთაშორისო მარკეტინგის დეპარტამენტს კურირებს. ხელმძღვანელობს მარკეტინგის, კომუნიკაციების, კრეატივისა და დიზაინის, CSR და სოციალური მედიის განყოფილებებს.
ახალგაზრდა მარკეტოლოგმა ლონდონში, მეგობართან ერთად მარკეტინგული საკონსულტაციო სააგენტოც დააარსა, რომლის მისიაც მარკეტინგის, კომუკიციების, საერთაშორისო გაყიდვებისა და პროდუქციის წარმოების საკითხებში სხვადასხვა კომპანიებისთვის სტრატეგიული დაგეგმარების წარდგენა და კონსულტაციების გაწევაა. 
აღმავალი კარიერის პარალელურად ირინე გუჯაბიძეს ”Brunel University of London”-მა, სადაც ის მარკეტინგის განხრით სამაგისტრო პროგრამას გადის, სექტემბრიდან ლექციების წაკითხვა შესთავაზა. 
”ორმაგად, ოთხმაგად მეტის გაკეთევა გიწევს, რომ წინ წაიწიო. კონკურენცია და დაძაბულობა იმდენად დიდია, რომ მთლიანად საქმეზე ხარ ფოკუსირებული და სხვა რამისთვის დროც არ გრჩება. ძალიან ბევრი უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, რომ პროფესიონალურად და მორალურადაც გაიზარდო. თუ გაქვს მონდომება და არ დაიზარებ, თავის დამკვიდრებას მოახერხებ. გამართლებასაც ძალიან დიდი ადგილი უჭირავს წარმატებაში და იმ ადამიანებს, ვინც გარშემო გყავს“,- აღნიშნავს ირინე.

ირინე გუჯაბიძე მიღწეულით დაკმაყოფილებას არ აპირებს. სამომავლოდ, იგი საკუთარი ბიზნესის შექმნასა და სხვა პროექტების განხორციელებასაც გეგმავს, რომელთა რიცხვში საქართველოში მოღვაწეობაც შედის.

წყარო:

1. https://bpn.ge/.../36978-qarthveli-gogo-romelsac-britanulma-kompaniam-thavisi-tsilis... 


Share: