The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


თამარ მენთეშაშვილი

თამარ მენთეშაშვილი
Date of birth:1993  (31 years)
Category:Economist

Biography

თამარ მენთეშაშვილი შანხაიში, Jiao Tong-ის უნივერსიტეტში ფინანანსურ ინოვაციებს იკვლევს და უნივერსიტეტის შეთავაზებით დოქტორანტურის გაგრძელებას იქვე აპირებს.
საქართველოში თავისუფალი უნივერსიტეტის ბაკალავრიატი თამარმა 2014 წელს დაამთავრა. იგი თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მეორე თაობის კურსდამთავრებულია. 

უნივერსიტეტის დამთავრებისა და საქართველოში სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილების მიღების შემდეგ, თამარმა სწავლა გააგრძელა ედინბურგის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში, საერთაშორისო საბანკო სამართლისა და ფინანსების მიმართულებით. „ედინბურგის უნივერსიტეტი წამყვანია თავისი რეიტინგით მსოფლიო უნივერსიტეტებს შორის, მაგრამ ერთი წლის შემდეგ, დიპლომის მიღების ცერემონიაზე აწ უკვე ედინბურგის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს, რომელსაც უმაღლესი შეფასების მქონე დიპლომი მეჭირა ხელში, კვლავ თავისუფალი უნივერსიტეტი მახსენდებოდა და სწორედ მისი მადლიერი ვიყავი. მადლიერი და ამაყი ზუსტად ისე, როგორც თავისუფალი უნივერსიტეტის დიპლომის მიღებისას ვიყავი...  საკუთარი თავის რწმენა, შრომისმოყვარეობა, ინტერესიანობა, გუნდში მუშაობის უნარი და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სწავლასა და დახარჯული ენერგიის აღსადგენად საჭირო დროის გამონახვასა და გამოყენებას შორის ბალანსის პოვნა - ეს ყველაფერი ვისწავლე თავისუფალ უნივერსიტეტში 4 წლის ყოფნის პერიოდში. ედინბურგში კი მოვახერხე ამ უკვე მიღებულ უნარ-ჩვევათა ეფექტიანი რეალიზაცია“, – აღნიშნავს თამარ მენთეშაშვილი.

ედინბურგში სწავლის პარალელურად, ქართველი მკვლევარი უნივერსიტეტში  9 თვის განმავლობაში მუშაობდა საერთაშორისო სტუდენტთა კურატორის პოზიციაზე. 
ედინბურგის უნივერსიტეტი ამ ვაკანსიას სტუდენტებს ყოველ წელს სთავაზობს. დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ, კონკურსში მიიღონ მონაწილეობა. რამდენიმე ეტაპის გადალახვის შემდეგ, ედინბურგის უნივერსიტეტმა თამარი დაასაქმა  ამ პოზიციაზე, რაც გულისხმობდა უნივერსიტეტის სტუდენტენტთა დახმარებას, რათა მათ გადაეჭრათ აკადემიურ და სოციალურ სივრცეში ინტეგრაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა.
”მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სხვადასხვა სექტორში მუშაობის გამოცდილება მქონდა, ედინბურგში ჩემი პროგრამის ფარგლებში ისეთი სფეროების საწყისების ძალიან სწრაფად ათვისება მომიწია, რომლებიც ბაკალავრის ხარისხის ფარგლებში საქართველოში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, არ ისწავლება. ჩემთვის საინტერესო პროგრამებიდან სწორედ ეს უნივერსიტეტი მაძლევდა საშუალებას, მქონოდა წვდომა ყველა იმ რესურსზე, რომელიც დასახული მიზნების მიღწევაში დამეხმარებოდა... მომეცა შესაძლებლობა, მიმეღო ცოდნა და შემეძინა ღირებული კონტაქტები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში”, - ამბობს ახალგაზრდა ფინანსისტი.
მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, ედინბურგის უნივერსიტეტის რეკომენდაციით თამარი შანხაიში, Jiao Tong უნივერსიტეტმა მიიწვია, რათა ფინანსური ინოვაციების შესახებ თავისი კვლევა გაეგრძელებინა. ჩამოსვლიდან მალევე ედინბურგში ქართველი მკვლევარის მიერ დაცული თეზისითა და შედეგებით დაინტერესებულმა, ჩინეთის ბაზარზე არსებულმა კომპანიამ იგი მიიწვია შანხაიში ორგანიზებულ გლობალურ სამიტზე, სადაც თამარმა გაიცანო ძალიან ბევრი ადამიანი ინდუსტრიაში. ამავდროულად, მიიღო შეთავაზება, მუშაობა დაეწყო ორგანიზატორ კომპანია “Blockchain Labs”–ში.
”თავდაპირველი გეგმა, ერთი სემესტრით წამოვსულიყავი ჩინეთში, გადაიქცა ორი სემესტრის ვიზიტად და ახლა უკვე ამავე უნივერსიტეტის შემოთავაზებად, მათთან გავაგრძელო სადოქტორო პროგრამა, დავაარსო და ვუხელმძღვანელო ბლოკჩეინ ტექნოლოგიის კვლევის ცენტრს და ვიმუშავო ამ ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ პრობლემატურ საკითხებზე. ვფიქრობ, დღემდე ჩემ მიერ მიღებულ გამოცდილებათა შორის ჩინეთში განვლილი გზა ყველაზე მეტად მრავალფეროვანია”, - გვიყვება თამარ მენთეშაშვილი.
კვლევითი მოღვაწეობის პარალელურად თამარმა შანხაის უნივერსიტეტში საზოგადოება Blockchain Hub დააარსა, რომელიც სტუდენტებს, ახალგაზრდა მკვლევარებსა და ინდუსტრიის წარმომადგენელ კომპანიებს ერთმანეთთან აკავშირებს. ამ საზოგადოების ფარგლებში რამდენიმე სტუდენტური კონფერენცია უკვე გაიმართა, ასევე ჰაკათონებისა და სხვა ტიპის კონკურსების ორგანიზებაა დაგეგმილი. „ჩვენს ერთ-ერთ მიზანს ამ სფეროში სტუდენტების ინფორმირება წარმოადგენს”, - ამბობს ქართველი მეცნიერი.
ცოტა ხნის წინ თამარმა სტარტაპ კომპანია Viewfin-თან გააგრძელა მუშაობა ერთ-ერთი პროექტის კონსულტირების კუთხით. დღეს აღნიშნული კომპანია უკვე 75 ადამიანისგან შედგება, აქვს ოფისები როგორც შანხაიში, ასევე დუბაიში და განაგრძობს სწრაფი ტემპებით ზრდას.
„წლის ბოლომდე ჩართული ვიქნები საქართველოში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბლოკჩეინ ტექნოლოგიის საჯარო სექტორში ინტეგრაციისთვის სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის პროცესში GIZ-ის მიერ მოწვეული ანალიტიკოსის სტატუსით. ამავდროულად, შანხაიში განვაგრძობ აკადემიურ სფეროში საქმიანობასა და ასევე იმ პროექტებზე მუშაობას, რომლებიც მჯერა, რომ ახალ რეალობას ქმნიან 21-ე საუკუნეში", - აცხადებს ინოვაციებისა და ბლოკჩეინ ტექნოლოგიის 24 წლის მკვლევარი. 
მისივე თქმით წარმატების მისაღწევად, მნიშვნელოვანია ადამიანი იყოს ინტერესიანი, იცოდეს რა ინფორმაციას ფლობს, რას არა და ყოველთვის ცდილობდეს, მეტი აითვისოს.

წყარო:

1. https://bpn.ge/.../35369-24-tslis-thamar-mentheshashvili-chinethshi-blokchein-teqnolo... 

2. freeuni.edu.ge/ge/node/687


Share: