The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნიკოლოზ მიხეილის ძე ჭავჭავაძე

ნიკოლოზ მიხეილის ძე ჭავჭავაძე
Date of birth:5 January, 1867
Date of death:23 May, 1920  (at 53 years)
Burial location:ყვარელი, საქართველო
Category:Military Person

Biography

რუსეთის არმიის გენერალ-მაიორ ნიკოლოზ ჭავჭავაძეს კავალერიის გენერალ ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძისგან (დიდი ნიკო) განსასხვავებლად „პატარა ნიკოს“ უწოდებდნენ. დაიბადა 1867 წლის 5 იანვარს. მისი მშობლები იყვნენ მიხეილ (მელქისედეკ) ზურაბის ძე ჭავჭავაძე და ნადეჟდა ნიკოლოზის ასული შატიხინა.

ნიკომ დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ დაამთავრა ტფილისის კადეტთა კორპუსი და ნიკოლოზის საკავალერიო სასწავლებელი. სამხედრო სამსახურში შესვლის თარიღია: 25.09. 1886. მსახურობდა დიდი თავადის, ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე რომანოვის სახელობის ტვერის დრაგუნთა 43-ე პოლკში (შემდეგ ტახტის მემკვიდრის 16-ე პოლკი, 9.08.1888), რომელსაც მოგვიანებით მეთაურობდა პოლკოვნიკის წოდებით. მისი სამხედრო კარიერა შემდეგნაირად განვითარდა: კორნეტი (07.08.1887); პორუჩიკი (25.03.1892; შტაბს-როტმისტრი (15.03.1898); როტმისტრი (16.06.1900); პოდპოლკოვნიკი (26.02.1912); მეთაურობდა ესკადრონს. ცნობილი იყო, როგორც ჩინებული მხედარი. მოპოვებული ჰქონდა არაერთი პრიზი ოფიცერთა საცხენოსნო შეჯიბრებებში. მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის ომში (1904–1905). შემდეგ ცხოვრობდა თბილისში. 1913–1916 წლებში კვლავ მე–16 დრაგუნთა ტვერის პოლკში მსახურობდა, 1914 წლის 22 ოქტომბრიდან პოლკოვნიკის ჩინით. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა კავკასიის ფრონტზე. მონაწილეობდა ყარსის ბრძოლაში (1914). 1916 წლიდან გენერალ-მაიორია.

მიღებული ჰქონდა არაერთი საბრძოლო ჯილდო. იყო წმ. სტანისლავის III (14.07.1902) და II (16.05.1914) ხარისხების; წმ. ანას III (11.04.1907) და II (მახვილებით, 01.1915) ხარისხების; წმ. ვლადიმერის IV (მახვილებითა და ბაფთით, 26.01.1915) ხარისხის ორდენების კავალერი. დაჯილდოებული იყო გიორგის იარაღით ( 11.03.1915); წმ. გიორგის IV ხარისხის (15.10.1916) ორდენით; 18.12.1916–ში წმ. სტანისლავის II ხარისხის ორდენს დაამატეს მახვილები.

ნიკოლოზ მიხეილის ძე ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1920 წლის 23 მაისს ომში მიღებული ჭრილობებისგან. დაკრძალულია ყვარელში.

ცოლად ჰყავდა ეკატერინე მიხეილის ასული ციციშვილი. შვილები: მიხეილი და ზურაბი.

წყარო:

1. https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკოლოზ_ჭავჭავაძე_(გენერალ-მაიორი) 

2. nobility.pro/statia/5-chavchavadze-nikoloz

3. www.grwar.ru/persons/persons.html?id=5465...


Share: