The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


გიორგი ჩხეიძე

გიორგი ჩხეიძე
Other name:გოგა  (Acronym)
Date of birth:1902
Date of death:1927  (at 25 years)
Burial location:პოზნანი, პოლონეთი
Category:Military Person

Biography

ქართული სამხედრო სკოლის (იუნკერთა სკოლის) უფროსის, გენერალ ალექსანდრე ჩხეიძის ტყუპი ვაჟი – გიორგი და დავით ჩხეიძეები თავადაც ამ სკოლის კურსდამთავრებულები იყვნენ. აღსანიშნავია, რომ სწორედ ალექსანდრე ჩხეიძე ხელმძღვანელობდა სამხედრო სკოლის იუნკერთა ასეულისა და მეათე ათასეულის მიერ წარმოებულ ბრწყინვალე საბრძოლო ოპერაციას კოჯორ–ტაბახმელის მისადგომებთან 1921 წლის 18–20 თებერვალს. ალექსანდრე ჩხეიძის მეუღლე იყო სოფიო კვინიტაძე, გენერალ გიორგი კვინიტაძის და. ტყუპები 1902 წელს დაიბადნენ.

საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ორივე ძმა მამასთან ერთად ჯერ თურქეთში, შემდეგ კი პოლონეთში მოხვდა. 1923 წელს გიორგიმ დაასრულა  ვარშავის საკავალერიო სამხედრო სასწავლებელი. ამის შემდეგ ჩაირიცხა პოლონეთის საკავალერიო ჯარში ჯერ ლეიტენანტად, ხოლო შემდეგ ულანთა მე–2 პოლკის როტმისტრად, რაც დიდ წარმატებად უნდა ჩაითვალოს 23 წლის ახალგაზრდისთვის.

გიორგი ჩხეიძე 1927 წელს, 25 წლის ასაკში, ბრმა შემთხვევას ემსხვერპლა. განისვენებს ქალაქ პოზნანში. 

წყარო: 

1. ურუშაძე, ლევან. გიორგი ჩხეიძე // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 26–27


Share: