The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ალექსანდრე კონიაშვილი

ალექსანდრე კონიაშვილი
Date of birth:26 November, 1873
Date of death:30 April, 1951  (at 77 years)
Burial location:ბუენოს–აირესი, არგენტინა
Category:Military Person

Biography

ქართული ეროვნული არმიის გენერალი ალექსანდრე გრიგოლის ძე კონიაშვილი დაიბადა თბილისში, ოფიცრის ოჯახში, 1873 წლის 26 დეკემბერს. დასრულებული ჰქონდა კლასიკური გიმნაზია და თბილისის იუნკერთა სამხედრო სასწავლებელი.

რუსეთ–იაპონიის ომის დროს (1904–1905) ალექსანდრე კონიაშვილი ირიცხებოდა ქვეითი ჯარის ოფიცრად. პირველი მსოფლიო ომის წლებში (1914–1918) მიიღო რუსეთის არმიის პოლკოვნიკის ხარისხი და არზრუმის ციხესიმაგრის შტურმით აღებისას დაჯილდოვდა წმ. გიორგის ორდენით. მსახურობდა 155–ე პოლკში, ასრულებდა ქვეითთა დივიზიის უფროსის მოადგილის მოვალეობას, მეთაურობდა პენზის ქვეით ლაშქარს..

1918–21 წლებში მსახურობდა ქართულ ჯარში. 1918 წელს ხელმძღვანელობდა საგანგებო რაზმს და სახალხო გვარდიას სამეგრელოში. სოჭის კონფლიქტის დროს (1918–1919) პოლკოვნიკის ჩინით იბრძოდა სოჭის ფრონტზე. 1919 წელს გახდა გენერალ–მაიორი. 1920 წელს იყო ოსეთის მიმართულების ჯარების სარდალი.

1921 წლიდან ალექსანდრე კონიაშვილი იმყოფებოდა ემიგრაციაში, ჯერ თურქეთში, შემდეგ პოლონეთში. 1923 წლიდან ირიცხება პოლონეთის  ეროვნულ არმიაში. 1926 წელს მიიღო ბრიგადერის მაღალი სამხედრო წოდება და დაინიშნა ქვეითი ჯარის ერთ–ერთი დივიზიის მეთაურის მოადგილედ. პოლონეთის არმიაში თითქმის ოცწლიანი მოღვაწეობის მანძილზე დაიმსახურა  არაერთი მაღალი ჯილდო.

პოლონეთის ოკუპაციის შემდეგ სამხედრო სამსახურიდან გადადგა. ცხოვრობდა ჯერ იტალიაში, 1939 წლიდან კი არგენტინაში. გარდაიცვალა 1951 წელს ბუენოს აირესში. დაკრძალულია იქვე.

წყარო: 

1. ურუშაძე, ლევან.  ალექსანდრე კონიაშვილი // ევროპა და ქართული პოლიტიკური ემიგრაცია / ლევან ურუშაძე. - თბილისი, 2005. - გვ. 20–21

2. გოგიტიძე, მამუკა.  ალექსანდრე გრიგოლის ძე კონიაშვილი//სამხედრო ფიცის ერთგულნი : ბიოგრაფიული ცნობარი) / მამუკა გოგიტიძე, გიორგი ბეჟიტაშვილი. - თბილისი, 2015. - გვ. 36


Share: