The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgians Abroad
HomeCategories  
Search
Person Name:

Georgian outstanding men's (kings, politicans, writers, art workers, scientists, eclesiastics, members of royal and nobiliary families, public figures, philantropists) activities and biographies.


ნატო ტეტელოშვილი

ნატო ტეტელოშვილი
Date of birth:1985  (39 years)
Category:Medical Doctor

Biography

მეცნიერ-იმუნოლოგი ნატო ტეტელოშვილი პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც აშშ–ში კოლუმბიის სამედიცინო ცენტრში კლონირებაზე იმუშავებს. იგი იმ ჯგუფის წევრი გახდება, რომელმაც მსოფლიო მედიცინაში გადატრიალება მოახდინა.
დაიბადა თბილისში. დაამთავრა თბილისის მე-60 საშუალო სკოლა. მამა კახელი ჰყავს, დედა - უკრაინელი. ექიმობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა, რაც ალბათ უკრაინელი ბებიის დამსახურებაა, რომელიც პროფესიით პედიატრია. ნატომ  წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი. პროფესორ ივანე თარხნიშვილის სამეცნიერო საზოგადოების წევრიც გახლდათ, ჩართული იყო სამეცნიერო კვლევებში, მუშაობდა პროფესორ გია ბურკაძესთან­ და მის ჯგუფთან პათოლოგიური ანატომიის დეპარტამენტში. 
ამჟამად ქართველი მეცნიერი ნიდერლანდის ერთ-ერთ უძველეს და უდიდეს უნივერსიტეტში, ქალაქ გრონინგენში მუშაობს. ეს სასწავლებელი 1614 წელს დაარსდა და 2012 წლის აპრილში ნიდერლანდის საუკეთესო უმაღლეს სასწავლებლად დასახელდა. ნატო ტეტელოშვილი ამ უნივერსიტეტში 7 წლის წინ მოხვდა. 2008 წელს ჩააბარა მისაღები გამოცდები მაგისტრატურაში და სრული დაფინანსება მოიპოვა­. მალე წარჩინებულთა ე.წ. ტოპ-25%-იანში მოიპოვა ადგილი. მაგისტრატურაში სწავლისას მისი სტატიები იბეჭდებოდა საერთაშორისო ჟურნალებში. ამან მისცა სტიმული ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურაში ჩაებარებინა, ისევ სრული დაფ­ინანსებით. იმ პერიოდში დაინტერესდა იმუნოლოგიით, განსაკუთრებით იმუნოგენეტიკითა და აუტოიმუნური პათოლოგიებით.
დოქტორანტურის თეზისზე მუშაობის და­სრულების შემდეგ ნატომ აპლიკაციები გაგზავნა სადოქტორო პროგრამებზე. გამოხმაურებამ­ არ დააყოვნა, აშშ-დან თითქმის ერთდროულად სამი მკვლევარი დაუკავშირდა. გადაწყვეტილების მიღება გაუჭირდა, რადგან სამივე ვარიანტი საინტერესო იყო. არჩევანი საბოლოოდ­ კოლუმბიის უნივერსიტეტზე შეაჩერა. გასაუბრებებისა და პრეზენტაციების შემდეგ, 150 კანდიდატში აირჩიეს. 2016 წლის თებერვლიდან კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ტრანსლაციური იმუნოლოგიის ჯგუფში იწყებს მუშაობას საყოველ­თაოდ ცნობილ ექიმ რემი კრეუსოტთან. ჩართული იქნება 2 პროექტში, შეისწავლის სპეციფიკურ იმუნოლოგიას­ და პირველი ტიპის დიაბეტს თაგვის მოდე­ლზე. იმუშავებს­ კლონირ­ებაზე უჯრედულ დონეზე, რათა მიღებულ შედეგებს დააკვირდნენ და შემდეგ ადამიანებში მოახდინონ გენებისა და უჯრედების კლონირება დიაბეტის თერ­აპიისთვის. ახალგაზრდა მეცნიერი დარწმუნებულია, რომ კლონური თერაპიის განვითარებით ბევრი დაავადების დამარცხება შეიძლება.

წყარო: 

1.ყაჯრიშვილი თორნიკე. ქართველი მეცნიერი აშშ-ის კლონირების ცენტრში მიიწვიეს // კვირის პალიტრა. - 2015. - 9-15 ნოემბერი. – N45. - გვ.17.



 


Share: