The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
NPLG Online Catalogs  | დახმარება | მოგვწერეთ |
 
English   Georgian 
ძიება  მონაცემთა ბაზის შეცვლა 
დახმარება  
ძიება
საძიებო ფორმები
საძიებო ველები
ძიების შედეგები
დათვალიერება
თემატური კატალოგი
ძიების ისტორია
ცნობარი
მდებარეობის კოდები
ტერმინოლოგია
 
ვერსია 3.0
 
 
დახმარება » ძიება » საძიებო ფორმები

საძიებო ფორმები

არსებობს ძიების ორი ფორმა, ჩვეულებრივი და გაფართოებული. მათ შორის განსხვავება მხოლოდ ველების არეშია, დანარჩენი ელემენტები ორივე ფორმისათვის ერთნაირია.

ჩვეულებრივი საძიებო ფორმა

  1. საძიებო ველების არე.

    ველების არეში მოცემულია ძირითადი ველების გარკვეული რაოდენობა, რომლითაც ყველაზე ხშირად ხორციელდება ძიება. შევსებული ველები ერთმანეთთან დაკავშირდება 'და' კავშირით. მაგალითად:

    ავტორი:[ივანე ჯავახიშვილი]
    სათაური:[საქართველოს ისტორია]
    გამომცემლობა:[ ]
    გამოცემის წელი:[1996]
    საგნობრივი რუბრიკა:[ ]

    შედეგად მოიძებნება წიგნი, რომლის ავტორია ივანე ჯავახიშვილი, სათაური შეიცავს სიტყვებს საქართველოს და ისტორია, ან იწყება ფრაზით საქართველოს ისტორია, და გამოიცა 1996 წელს.

    ველების ჩამონათვალი და მათი რაოდენობა დამოკიდებულია მონაცემთა ბაზის სტრუქტურაზე.

  2. გამოტანის ფორმატი.

    ჩანაწერების დასათვალიერებლად შეიძლება განსაზღვრული იყოს რამდენიმე გამოტანის ფორმატი. საწყისი ფორმით შედეგები გამოდის ბიბლიოგრაფიულ (ISBD) ფორმატში. ჩამოსაშლელ მენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი ფორმატი.

  3. შედეგები ერთ გვერდზე.

    ჩამოსაშლელ მენიუში შეგიძლიათ აირჩიოთ შედეგების გვერდზე გამოსაჩენი ჩანაწერების სასურველი რაოდენობა. ერთ გვერდზე შესაძლოა გამოვიდეს 10, 25 ან 50 ჩანაწერი. საწყისი ფორმით ერთ გვერდზე გამოდის 10 ჩანაწერი.

  4. ვირტუალური კლავიატურა.

    ვირტუალური კლავიატურა დაგეხმარებათ საძიებო შეკითხვა აკრიფოთ თქვენთვის სასურველ ენაზე. შესაძლებელია აკრიფოთ ინგლისურად, ქართულად (ინგლისური ან რუსული კლავიშების განლაგებაზე) და რუსულად.
    ყურადღება: ვირტუალური კლავიატურის გამოყენებისას ვინდოუსის კლავიატურის გადამრთველი დაყენებული უნდა იყოს ინგლისურზე (EN).

  5. ძიების ღილაკი.

    თუ შეიტანეთ საძიებო შეკითხვა, დააწექით ღილაკს ძიება ძიების ჩასატარებლად. შეკითხვის გარეშე ძიება არ ჩატარდება.

  6. გასუფთავების ღილაკი.

    ღილაკი ასუფთავებს ველებს ახალი შეკითხვის ფორმულირებისათვის.

 

გაფართოებული საძიებო ფორმა

  1. საძიებო ველების არე.

    ველების არეში მოცემულია ძირითადი ველების გარკვეული რაოდენობა, რომლითაც ყველაზე ხშირად ხორციელდება ძიება. ჩვეულებრივი ფორმისაგან განსხვავებით, გაფართოებულ ფორმაში შესაძლებელია ველის დასახელების და მათ შორის კავშირის შეცვლა.

    1. ველის დასახელება.

      ჩამოსაშლელ მენიუში მოცემულია ველები, რომლითაც შესაძლებელია მიმდინარე ბაზაში ძიების ჩატარება.
      * სხვადასხვა ბაზისათვის ველების დასახელება და მათი რაოდენობა განსხვავებულია.

    2. საძიებო შეკითხვის ველი.

      ველის დასახელების გასწვრივ აკრიფეთ საძიებო შეკითხვა, რათა ძიება განხორციელდეს კონკრეტულად ამ ველში.

    3. კავშირი სხვა ველთან.

      ჩამოსაშლელ მენიუში მოცემულია კავშირები 'და', 'ან' და 'და არა', მიმდინარე ველის დასაკავშირებლად შემდეგ შევსებულ ველთან.

    მაგალითად:

    [ავტორი][ივანე ჯავახიშვილი][და]
    [სათაური][საქართველოს ისტორია][და რა]
    [გამომცემლობა][ ][და]
    [გამოცემის წელი][1996][და]
    [საგნობრივი რუბრიკა][ ][და]

    შედეგად მოიძებნება წიგნი, რომლის ავტორია ივანე ჯავახიშვილი, სათაური შეიცავს სიტყვებს საქართველოს და ისტორია, ან იწყება ფრაზით საქართველოს ისტორია, და არ არის გამოცემული 1996 წელს.

    შეუვსებელი ველები იგნორირდება. იგივე შედეგს მივიღებთ თუ შევიტანთ შემდეგნაირად:

    [ავტორი][ივანე ჯავახიშვილი][და]
    [სათაური][საქართველოს ისტორია][და რა]
    [გამოცემის წელი][1996][და]
    [გამოცემის წელი][ ][და]
    [საგნობრივი რუბრიკა][ ][და]

    'ან' კავშირის გამოყენების მაგალითი:

    [ავტორი][ივანე ჯავახიშვილი][და]
    [სათაური][საქართველოს ისტორია][ან]
    [სათაური][ქართველი ერი][და]
    [გამოცემის წელი][ ][და]
    [საგნობრივი რუბრიკა][ ][და]

    შედეგად მოიძებნება წიგნი, რომლის ავტორია ივანე ჯავახიშვილი და სათაური შეიცავს სიტყვებს საქართველოს და ისტორია ან ქართველი და ერი.

  2. გამოტანის ფორმატი.
  3. შედეგები ერთ გვერდზე.
  4. ვირტუალური კლავიატურა.
  5. ძიების ღილაკი.
  6. გასუფთავების ღილაკი.

    იხილეთ ჩვეულებრივი საძიებო ფორმა.