ანოტაცია: ქალაქის საბჭოს საფინანსო კომისიის დადგენილება მამულების გადასახადზე ფულის დროზე შეუტანლობისთვის დაწესდეს ჯარიმა 6 პროცენტის მაგივრად 12 პროცენტი; ასევე გადიდდეს სააფთიაქო კომისიის წევრთა რიცხვი და წეოლიწადში სამჯერ დაწესდეს აფთიაქების რევიზია; თანამდებობების გაუქმება და ხელფასების შემცირება-მომატება მოსამსახურეებზე და სხვ.
ანოტაცია: თავად-აზნაურთა წინამძღოლის თავად მ.ზ. ჭავჭავაძის მოწვევით თელავ-თიანეთის მაზრების კრების ჩატარება. განსახილველი საკითხები: გიმნაზიის დაარსება თელავში, წმ. ნინოს დედათა სასწავლებელში პანსიონის გაუქმება და საადგილ-მამულო გადასახადები. კრების მიმდინარეობის შესახებ
ანოტაცია: ხონის სასწავლებლის მოსწავლეთა მიერ რუსულ-ქართული წარმოდგენებისა და სიმებიანი ორკესტრის დახმარებით კონცერტის გამართვაზე. ხონის ინტელიგენციის უმოქმედობა აკაკი წერეთლის ფონდში თავისი წვლილის შეტანაზე