The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
NPLG Online Catalogs  | დახმარება | მოგვწერეთ |
 
English   Georgian 
ძიება თემატური კატალოგი ძიების ისტორია  მონაცემთა ბაზის შეცვლა 
ძიების შედეგი   ხელახალი ძიება დათვალიერება
მონაცემთა ბაზა:CART - საქართველოს ეროვნული ბიბლიოგრაფია გამოტანის ფორმატი 
შედეგის შენახვა
ჩანაწერები:თქვენს შეკითხვაზე მოიძებნა 29 ჩანაწერი
  1. ხაჩიძე, ლელა

    ძველი ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების შესახებ : (ქართული "დავითნი" და იოანე დამასკელის "აღდგომის კანონი") / [რედ.: გ. ფარულავა] ; საქ. მეცნ. აკად. ქართ. ლიტ. ინ-ტი, თბილ. სახ. პედ. უნ-ტი. - თბ., 2005. - 105გვ. ; 20სმ.см.. - რეზ. ინგლ. ენ.. - ბიბლიოგრ. ტექსტ. შენიშვნ.. - ISBN 99940-0-519-7 : [ფ.ა.], 300ც.[MFN: 24992]

    UDC: 81'25 + 81=03.14'04 + 27-535.8

    თემატიკა:
    - ქართული მთარგმნელობითი ხელოვნება; ქართული თარგმანები; ფსალმუნები;

    K 247.251/3 - წიგნთსაცავი
    K 257.902/3 - წიგნთსაცავი
    K 290.057/3 - წიგნთსაცავი
    K 239.398/3 = (..22)808.03/ხ-325 - ქართველოლოგიის განყოფილება
    F 86.776/3 - საარქივო ფონდი
    P 6.221/3 - საარქივო ფონდი

     

    * Double: ძველი ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების შესახებ

     

  1. დავითნი. - მოსკოვი, 1705. - 268გვ. ; 16სმсм.. - თავფურცელზე: სადიდებლად წმიდისა და ერთარსისა ცხოველსა მყოფელისა და განუყოფელისა სამებისა: მამისა და ძისა და წმიდისა სულისა. მეფობასა დიდისა ბატონისა მეფისა და დიდისა მთავრისა ყოვლისა დიდისა, ცოტასა და თეთრისა რუსეთისა თვით მპყრობელისა და კეთილად შობილის პეტრე ალექსის შვილისა და მეფის შვილის დიდისა მთავრისა ალექსი პეტრეს შვილისა, ჩემ მიერ, მეფისა არჩილისა და ძისა ჩემისა ალექსანდრესაი დაიბეჭდა წიგნი ესე დავითი სამეფოსა ქალაქსა მოსკოს, წელთა დასაბაიმითგან შვიდი ათას ორას იგ [13]: და განხორციელებითგან ღმრთისა სიტყვისა. ათას შვიდას ე~ [5]: ინდიკტიონსა იგ. თუესა მარტსა ით.[19]. - შრიფტი: ნ. ხუცური[MFN: 31797]

    რეზიუმე: წიგნს ორი თავფურცელი აქვს: ქართული და რუსული. როგორც მოწმობს პირველ სუფთა ფურცელზე გადასული კვალი, პირველი ადგილი თავდაპირველად ქართულ თავფურცელს სჭერია; შემდეგ რუსული თავფურცელი პირველ ადგილზე მოუთავსებიათ, ხოლო ქართული - მეორეზე. არჩილის დავითნის ერთადერთი სრული ცალი დაცულია მოსკოვში, ფეოდალურ-ბატონყმური ეპოქის არქივში. ბიბლიოთეკის ცალი დეფექტურია (უთავფურცლო, გვერდებნაკლულოვანი)

    UDC: 27-535.8

    თემატიკა:
    - ფსალმუნები;

    FS 1392 - საარქივო ფონდი

    დაცულია: სპებ; არქივი; ქუთაისის მუზ.

     

    * Double: დავითნი

     

  1. დავითნი. - ტფილისი, 1709 ([ვახტანგის სტამბა]). - თ[9], სჟე [295]გვ. ; 13სმсм.. - შრიფტი: მსხვილი ნ. ხუცური. - უთავფურცლოა. აკლია აგრეთვე პირველი 16 გვერდი და ფურცლები შიგნით და ბოლოშიაც. ანუსხულია ფურცლობით, ნუსხური ასოებით. ეს წიგნი, რომ ვახტანგის სტამბის 1709 წლის დავითნია, ამას მოწმობს:I შედარება 1709 წლის სახარებასა და სამოციქულოსთან და ამ სამი გამოცემის შრიფტისა და შემკულობის სრული იგივეობის დადგენა. II შედარება-ვახტანგის სტამბისავე დავითნის მეორე, მესამე და მეოთხე გამოცემებთან და მათ შორის განსხვავების დადგენა: 1711 წლის დავითნი დაბეჭდილია არა ნ. ხუცურით, არამედ მხედრული შრიფტით; 1712-სა და 1716 წ. წ. გამოცემები-საშუალო და წვრილი ნ. ხუცურით. როგორც სჩანს, ახლად მოწყობილ სტამბას 1709 წელს მხოლოდ მსხვილი ნ. ხუცური შრიფტი ჰქონია მზად და ამ შრიფტით დაუბეჭდია, როგორც დიდი ტანის სახარება და სამოციქულო, აგრეთვე პატარა(13x9) დავითნიც. ამ უკანასკნელისათვის მსხვილი შრიფტი სრულიად შეუფერებელია. შემდგომს-1710-წელშივე ტფილისის სტამბა ნაირნაირი ზომის შრიფტს იყენებს კონდაკის, ჟამნისა და ლოცვანის დასაბეჭდად. ამავე წლის გამოცემებში გამოყენებულია აგრეთვე მხედრული შრიფტიც. 1709 წლის გამოცემები: სახარება, ს[MFN: 31799]

    UDC: 27-535.8

    თემატიკა:
    - ფსალმუნები;

    K 8.495/1 09 [დეფ.] - რარიტეტის განყოფილება

    * შენიშვნები ეგზემპლარის შესახებ

    დაცულია: სპებ; თსუ

     

    * Double: დავითნი

     

  1. დავითნი. - ტფილისი, 1711 ([ვახტანგის სტამბა]). - სმეი [248], ლზ [37]. [1]გვ. : ილ., ორნამ. ; 20სმсм.. - წანართი: ვახტანგ VI წინასიტყვაობა. - თავფურცელზე: " აწ მეორე დაბეჭდული ქართულს ენასა ზედა. ჟამსა ამაღლებულისა მეფისა უფლისა უფლისა ქაიხოსროსსა, შრომითა და წარსაგებლითა საფასეთათა განმგებლისა მისისა ბატონის შვილის უფლისა უფლისა ვახტანგისსა. ხელითა მესტამბე მიხაილ სტეფანე შვილისა უნგროვლახელისა. ქალაქსა ტფილისისასა; ქრისტეს აქათ ათას შვიდას და თერთმეტი. გაიმართა ხელითა სიონის დეკანოზის შვილის გაბრიელისათა". - წიგნს დართული აქვს ბაგრატიონთა ღერბი და ვახტანგ VI პორტრეტი. - შრიფტი: მხედრული[MFN: 31806]

    რეზიუმე: თავფურცელი ორნამენტების ჩარჩოში. თავფურცელის მეორე გვერდზე: ბაგრატიონთა ღერბი დ[4] გვერდზე: დავით წინასწარმეტყველის გრავიურა. შემოვლებული აქვს მედალიონისებურად ორმაგი წრე. ოვალური წრის ზემოთ, ირგვლივ - ოთხკუთხედი წრე, რომლის კუთხეები შიგნიდან ამოვსებულია ყვავილოვანი შემკულობით. მთელს გრავიურას, გარდა ქვემოგვერდისა, ორნამენტი აქვს შემოვლებული. ტექსტის ბოლოში დართულია ვახტანგის პორტრეტი, განსაკუთრებული გემოვნებით გაფორმებული. ბაგრატიონთა ღერბი - ორნამენტის ჩარჩოში. ღერბის ქვემოთ, ნუსხა ხუცური შრიფტით, დაბეჭდილია ლექსად. ამავე [3] გვერდის ქვემო ნაწილზე და შემდგომ [4] გვერდის ზემო ნაწილზე - დავითის გრავიურის ზემოთ - დაბეჭდილია ბერძნული ათსტრიქონიანი ლექსი

    UDC: 27-535.8

    პერსონალია:
    - ბაგრატიონი;

    თემატიკა:
    - ფსალმუნები;

    FS 4999/1 - საარქივო ფონდი
    FS 4999/2 [დეფ.] - საარქივო ფონდი
    FS 546 [დეფ.] - საარქივო ფონდი
    K 34.174/3 09 - რარიტეტის განყოფილება
    FS 4587/09 - რარიტეტის განყოფილება
    FS 1098/2 09 [დეფ.] - რარიტეტის განყოფილება

    * შენიშვნები ეგზემპლარის შესახებ

    დაცულია: სპებ; თსუ; საქ. მუზ.

     

    * Double: დავითნი

     

  1. დავითნი. - ტფილისი, ჩოიბ [1712] ([ვახტანგის სტამბა]). - უიე [415]გვ. : ილ., ორნამ. ; 14სმсм.. - თავფურცელზე: "დავითი, აწ მესამედ დაბეჭდილი ქართულსა ენასა ზედა, ჟამსა ამაღლებულისა საქართველოს მპყრობელისა უფლისაი უფლისაი ვახტანგისსა. შრომითა წარსაგებელითა მისვე მპყრობელისათა. განმგებლობასა ბატონის შვილის უფლისაი უფლისაი სვიმონისსა. გაიმართა ხელითა ხელმწიფის კარის დეკანოზის შვილის მიქელისათა. ქალაქსა ტფილისისასა: ქრისტეს აქეთ: ჩღიბ. დასაბამითგან ვიდრე აქამომდე: ხსკ". - წიგნს ახლავს ბაგრატიონთა ღერბი და ვახტანგ VI პორტრეტი. - შრიფტი: წვრილი ნ. ხუცური[MFN: 31807]

    UDC: 27-535.8

    პერსონალია:
    - ბაგრატიონი;

    თემატიკა:
    - ფსალმუნები;

    FS 1098/1 - საარქივო ფონდი
    P 1/1712 - საარქივო ფონდი

    * შენიშვნები ეგზემპლარის შესახებ

    დაცულია: სპებ; თსუ; ქუთაისის მუზ.

     

    * Double: დავითნი

     

  1. დავითნი / [ვახტანგ VI წინასიტყვაობა]. - ტფილისი, 1716 ([ვახტანგის სტამბა]). - [4], უიე [415]გვ. : ილ., ორნამ. ; 15სმсм.. - თავფურცელზე: "დავითი. აწ მეოთხედ დაბეჭდილი ქართულს ენასა ზედა, ჟამსა ამაღლებულის მეფისა უფლისაი უფლისაი იესესი. გაიმართა ხელითა გარსევან ყოფილი მღდლის გაბრიელისათა. ქალაქსა ტფილისისასა: დასაბამითგან ვიდრე აქამომდე ხსკდ ქრისტეს აქეთ ჩღივ. განსრულდა დავითი ესე თვესა ივნისსა, ქკსა უდ სტამბის მეურნეოაბსა [მეურნეობასა] გიორგი მხატვარისასა". - წიგნს ახლავს ბაგრატიონთა ღერბი. - შრიფტი: ნ. ხუცური[MFN: 31810]

    რეზიუმე: თავფურცელს შემოვლებული აქვს ვახტანგის სტამბის წიგნისათვის ჩვეულებრივი ორმაგი ორნამენტი. შემდეგ I გვერდზე: ბაგრატიონთა ღერბის გავრცელებული სახე, წარწერით: "ეფუცა უფალი..." ღერბის ზემოთ და ქვემოთ: შემკულობა ყვავილოვანი, ორმაგი. შემდეგ გვერდზე ვახტანგის წინასიტყვაობა. ამ გვერდს ზემოთ ვიწრო ზოლი შემკულობისა, ქვემოთ-სამი ოთკუთხედი სახე. შემდეგი ფურცლის I გვერდი უჭირავს ქართულ ნ. ხ. ანბანს, სამ ჯგუფად წარმოდგენილს: I ასომთავრულს. II ნუსხა ხუცურს: III-იმავე ნ. ხ. პირუკმო წესით-ბოლოდან ჩამოწერილს. II ამ ფურცლის მეორე გვერდზე: დავით წინასწარმეტყველის პორტრეტი, გარშემო წარწერით [მრგვლოვანი]: "ქ. წ ო დ თ. მეოხ. გვყავ. ვახტანგს. ხელთა. ჩემთა ქმნეს. საგალობელი და თითთა ჩემთა საქებელი." ზემოთ: ყვავილ. ორნ. ზოლი. ფიცრული, შავ ტყავ გადაკრული. ყდის შიგნითა არეებზე მიკრულია ვახტანგის სტამბის წიგნის [სახარების] მსხვილი შრიფტით ნაბეჭდი ფურცლები. ყდის ყუაზე მიწებებულ თეთრ ქაღალდზე ორი ჯვარედინი ხაზით წაშლილია 14 და ზემოთ ბეჭდურათ-A-უზის; ყდაზევე, ზემოდან დაკრულია თეთრი ქაღალდი წარწერით: Псалтыр на грузинскомъ языкъб напечатана при царъ Ираклиъ иъ 1716 году. წარწერა გასწორებულია ლურჯი ფანქრით... Iессъ в Тифлисъ

    UDC: 27-535.8 + 27-534.3

    თემატიკა:
    - ფსალმუნები; ლოცვები;

    არ არის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში

    დაცულია: რუსეთის მეცნ. აკად. ბიბ-კა [სპბ]

     

    * Double: დავითნი

     

  1. დავითნი / [იოსებ სამებელის წინასიტყვაობა]. - მოსკოვი, ჩღლზ 1737 ([ბაქარის სტამბა]). - [12], ლბ [32], [4], უიდ [464]გვ. : ილ., ორნამ. ; 16სმсм.. - თავფურცელზე: " დავითი. აწ ახალი დაბეჭდული ქართულსა ენასა ზედა ჟამსა დიდად ამაღლებულისა და თვით მპყრობელისა უფლისაი. იმპერატრიცა ანნა იოვანესსა. ბრძანებითა ღვთივ განათლებულის საქართველოს მეფის უფლისა ბაქარ ვახტანგის ძისათა: შენდობითა და კურთხევითა წმიდათა მმართებელთა სინოდთა. შრომითა ფრიადითა და წარსაგებელითა საფასეთათა არქიეპისკოპოზის იოსებისათა. დაიბეჭდა დიდსა სამეფოსა ქალაქსა მოსკოვს. დასაბამითგან ვიდრე აქამომდე. ხსმე. ქრისტეს აქათ. ჩღლზ. ქორონიკონსა უკე. თვესა დენკებერსა კბ ". - წიგნს ახლავს ბაგრატიონთა ღერბი. - შრიფტი: ნ. ხუცური[MFN: 31818]

    რეზიუმე: თავფურცელს სამი მხრით შემოვლებული აქვს არშია: ზემოთ განიერი, მარჯვნით და მარცხნით: მარტივი და წვრილი. II მეორე გვერდზე მოთავსებულია ბაგრატიონთა ღერბი, ჩვეულებრივი გარეშემოწერილობით: "ეფუცა უფალი"... შემდეგი ფურცლის ორივე აუნუსხავი გვერდი უჭირავს იოსებ სამებელის წინასიტყვაობას. 1-ლი გვერდი ზემოთა ნაწილი შემკულია ქრისტეს ხატით, სლავური წარწერებით. ხატი მოთავსებულია ყვავილოვან გაშლილ ჩარჩოში. ტექსტის ბოლოში: ყვავილოვანი ვაზა. წინასიტყვაობის: - [12], ლბ, [2] გვ. - შემდეგი ფურცლის 1-ელ გვერდზე - ქართული ასოები, სამ ჯგუფად - I მრგვლოვანი; II - ნუსხური; III - იგივე ნუსხური [პირუკმო წესით]. ამ ფურცლის მეორე გვერდზე: დავით წინასწარმეტყველის პორტრეტი, ორმაგი ორნამენტის ჩარჩოში; წარწერით [ზემოდან]: მეფე დავით. ყდა ყავისფერი, ტყავის, მოოქროვილი ნატვიფრით, ყვავილოვანი ორნამენტებით. წიგნის კიდეები მოოქროვილი და ნატვიფრია. 1-ლი სუფთა ფურცლის პირველ გვერდზე, ხელით: Псалтирь [გახუნებული მელნით]; ქვემოთ, შავი მელნით, ახალი ხელით: "грузинская"

    UDC: 27-535.8

    პერსონალია:
    - ბაგრატიონი;

    თემატიკა:
    - ფსალმუნები;

    F 10.099/2 [ფოტოასლი 1-79გვ.] - საარქივო ფონდი
    F 10.100/2 [ფოტოასლი 80-217გვ.] - საარქივო ფონდი
    F 10.101/2 [ფოტოასლი 218-332გვ.] - საარქივო ფონდი
    F 10.102/2 [ფოტოასლი 333-464გვ.] - საარქივო ფონდი

    * შენიშვნები ეგზემპლარის შესახებ

    დაცულია: თსუ (დეფექტ.); რუსეთის ეროვნული ბიბ-კა [სპბ]

     

    * Double: დავითნი

     

  1. დავითნი. - ტფილისი, 1749 ([ერეკლე მეფის სტამბა]). - ტმე [345], [17]გვ. : ილ., ორნამ. ; 15სმсм.. - თავფურცელზე: "სადიდებლად წმიდისა, ერთ არსისა, ცხოველს მყოფელისა და განუყოფელისა სამებისა, მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, ბრძანებითა ამაღლებულისა მეფისა ჩვენისა თეიმურაზ ერეკლეს ძისათა, სრულიად ქართლისა მპყრობელისათა და ძისა მამისა მეფე ერეკლე თეიმურაზის ძისათა, კახთა მპყრობელისათა. კურთხევითა სრულიად საქართველოისა პატრიარქის მეფის ძის ანტონი ნეტარისათა. დაიბეჭდა წიგნი ესე ფსალმუნთა წარსაგებელითა საფასეთათა ბეჭდისა ამის განმაახლებლისა კახთა მეფისა ერეკლე თეიმურაზის ძისასა. სამეფოსა ქალაქსა ტფილისს. პალატასა საპატრიარქოსა. დასაბამითგან 7147. განხორციელებითგან ღმთის სიტყვისა 1749. სრულ იქმნა თვესა ოკდონბერსა. მესტამბე ამისი სიონის დეკანოზი [ნიკოლაოს]. დაზგის მმართველი ჯის საყდრის დეკანოზი იოანე". - წიგნს ახლავს ბაგრატიონთა ღერბი. - შრიფტი: წვრილი ნ. ხუცური[MFN: 31831]

    რეზიუმე: თავფურცელს შემოვლებული აქვს ვარსკვლავებიანი ჩარჩო; ზემოთ ყვავილოვანი ორნამენტის ზოლი და ქვეშ ანგელოზების თავები. თავფურცლის მეორე გვერდზე: ბაგრატიონთა ღერბის ერეკლეს სტამბისათვის ჩვეულებრივი სახე. თავფურცელზე ასოები ალაგ მკრთალი და ძნელად ამოსაკითხავია. კზ გვერდიდან ლბ გვერდზე: სავარჯიშოები მოწაფეთათვის. სავარჯიშოების ქვემოთ: მრგვლოვანი და ნ. ხუცური ასოები 4 ჯგუფად. შემდეგ-მარცვალთა 12 ჯგუფი; ქვემოთ ქარაგმების ნიმუშები (გვ. თა); არაბული ციფრები 1-1000 (გვ. თბ); ამ გვერდს ზემოთ ყვავილოვანი თაღი აქვს, რომლის ქვეოთაც-სათაური: "ციფრი, რომელ არს რიცხვი ელენთა და ლათინთა, ხოლო ჩვენ უწოდთ ნულა". ციფრები საკმარისად ლამაზი და სწორია, ზოგიერთი ოდნავ პატარა. შემდეგი აუნუსხავი გვერდები უჭირავს კვარცხლბეკიანი ჯვარის სახით აგებულს და სხვადასხვა შემკულობით მორთულს ტექსტს. ასეთივე ჯვარი მოთავსებულია წიგნის უკანასკნელ, აუნუსხავ გვერდზე. შემდეგს აუნუსხავ გვერდზე: დავითის პორტრეტი, რუსული სახით და ქართული წარწერებით "წ ი დ თ." შემდეგი გვერდიდან იწყება დავითნის ტექსტი. ამ გვერდის ზევითა ნახევარი შემკულია სადა, ყვავილოვანი სახეებით და ქრისტეს ხატით, მედალიონში და ყვავილოვან ჩარჩოში, რომელსაც შემოვლებული აქვს კვადრატული სადა მოხაზულობა; წარწერა ქართული. ამავე გვერდზე [გ] სტრიქონსა და სტრიქონს შუა, ხელით, შავი მელნით: "მეფის ძის თეიმურაზისა არის". ტექსტი დაყოფილია თავებად და მუხლებად. მუხლების დაყოფა აღნუსხულია არაბული ციფრებით. წიგნში მრავალ ადგილას გამოყენებულია ვახტანგისეული სტამბის ყველაზე სადა ორნამენტები. ხის ყდაზე გადაკრული შავი ტყავი შემკულია ნატვიფრებით. ყდის ორივე მხარეს, შუა გულზე, არაბესკებში ამოტვიფრულია ასომთავრული წარწერა: "ჩაჩიკას ძე ნიკოლოზ". წიგნის ბოლოში ყდის შიგნითა მხარეზე, გაკრულია მხედრული ხელნაწერის-სამძიმრის წერილის-ნაწილი. ნაპირზე: იმავე ხელით: "მრავალი მადლობა"

    UDC: 27-535.8

    თემატიკა:
    - ფსალმუნები;

    K 8.563/1 09 [დეფ.] - რარიტეტის განყოფილება

    * შენიშვნები ეგზემპლარის შესახებ

    დაცულია: სპებ; რუსეთის მეცნ. აკად. ბიბ-კა [სპბ]

     

    * Double: დავითნი

     

  1. დავითნი. - [ტფილისი, 1763 (ერეკლე II სტ.]). - დეფექტ. ლე-ულ [35-430]გვ. : ორნ. ; 16სმсм.. - უთავფურცლოა. - შრიფტი: ნ. ხუცური[MFN: 31837]

    რეზიუმე: აუნუსხავ ბოლო ფურცელზე დ. კარიჭაშვილს ამოუკითხავს დაბეჭვდის თარიღი: 1763 წელი. ამჟამად წელიწადი აღარ იკითხება. ეს გვერდი ჩასმულია მარტივი ორნამენტის ჩარჩოში

    UDC: 27-535.8

    თემატიკა:
    - ფსალმუნები;

    არ არის საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში

    დაცულია: თსუ

     

    * Double: დავითნი

     

  1. დავითნი. - მოსკოვი, 1764 ([ათანასე ამილახვრის სტ.]). - ყდა, [497]გვ. ცალკე პაგინ. : ილ., ორნამ. ; 18სმсм.. - თავფურცელზე: "ღვთივ სულიერი წიგნი ფსალმუნთა მეფე წინასწარმეტყველის დავითისა. სადიდებლად ღმრთისა, ერთარსისა. სამგვამოვანისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, ბრძანებითა უმართ მადიდებლესისა და უმპყრობელესისა დიდისა ხელმწიფისა იმპერატრიცა ეკატერინა ალექსევნა სრულიად რუსეთის თვით მპყრობელისათა. ჟამსა მემკვიდრისა მისისა მართლ მორწმურისა ხელმწიფისა ცეცარევიჩისა და დიდისა თავადისა პავლე პეტრეს ძისა. ნება რთვითა მმართებელის სრულიად რუსეთის სინოდისათა, ღვაწლითა და წარსაგებელითა თბილისის მიტრაპოლიტის ათანასი ამილახვაროვისათა, ზედა ხედვითა თავადის დიმიტრი ციციანოვისათა. დაიბეჭდა სამეუფოსა ქალაქს მოსკოვს. წელსა ჩღიდ. თვესა ფებერვალსა იე. ხელითა მესტანბე აბრამ ურიაყოფილისათა". თავფურცელზე: ქრისტეს ხატი სლავური წარწერით, ყვავილოვან ჩარჩოში. ამავე ფურცლის მეორე გვერდზე: ქართული ანბანი. მრგვლოვანი და ნ. ხუცური. - შრიფტი: ნ. ხუცური. - 720 ცალი[MFN: 31839]

    UDC: 27-535.8

    თემატიკა:
    - ფსალმუნები;

    K 56.734/2 09 [დეფ.] - რარიტეტის განყოფილება
    FS 3752/09 - რარიტეტის განყოფილება

    * შენიშვნები ეგზემპლარის შესახებ

    დაცულია: სპებ; ქუთაისის მუზ.; რუსეთის ეროვნული ბიბ-კა [სპბ]; რუსეთის მეცნ. აკად. ბიბ-კა [სპბ]

     

    * Double: დავითნი

     

 


გვერდები:  | 1 | 2 | 3 |  შემდეგი »