The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
NPLG Online Catalogs  | დახმარება | მოგვწერეთ |
 
English   Georgian 
ძიება თემატური კატალოგი ძიების ისტორია  მონაცემთა ბაზის შეცვლა 
ბაზის დათვალიერება საწყისი MFN: ხელახალი ძიება
მონაცემთა ბაზა:ACTS - კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტები გამოტანის ფორმატი 
შედეგის შენახვა
ჩანაწერები:15,147
  1. ტორმასოვი, ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819)

    Предписание ген. Тормасова ген.-м. кн. Орбелиани, от 19-го марта 1810 года, N46 / Тормасов = გენერალ ტორმასოვის მითითება გენერალ-მაიორს თავად ორბელიანს, 1810 წლის 19 მარტით დათარიღებული, N46 / ტორმასოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1208. - С. 794[MFN: 8623]

    სრული ტექსტი (გვ. 116)

    ანოტაცია:  ახალციხეში შერიფ-ფაშასა და სელიმ-ფაშას შორის სამხედრო დაპირისპირების გამო ავალებს, ძლიერი საჯარისო ნაწილი იყოლიოს საფაშოს საზღვრებთან ბორჯომის ხეობაში, უტყარი ცნობები მოიპოვოს საფაშოში არსებული ვითარების შესახებ და პირველი შესაძლებლობისთანავე შეიყვანოს ჯარი ამ ორი ფაშადან იმის მხარდასაჭერად, რომელიც რუსეთის პირობებს დათანხმდება

    პერსონალია:  ორბელიანი დიმიტრი ზაქარიას ძე (თავადი, გენერალ-ლეიტენანტი, 1763-1827).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე I (სრულიად რუსეთის იმპერატორი); სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); პეჩორსკი (პოლკოვნიკი); სიმონოვიჩი (პოლკოვნიკი).

    გეოგ.დასახელება:  ახალციხე; გორი; ბორჯომი; ალქორანი; იმერეთი; სამეგრელო; დმანისი; ფოთი.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ორბელიანი, პეტრე (თავადი, პოლკოვნიკი)

    Рапорт полк. кн. Петра Орбелиани ген. Тормасову, от 22-го марта 1810 года - Гори / Орбелиани = პოლკოვნიკის თავად პეტრე ორბელიანის პატაკი გენერალ ტორმასოვს, 1810 წლის 22 მარტით დათარიღებული - გორი / ორბელიანი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1209. - С. 794[MFN: 8624]

    სრული ტექსტი (გვ. 116)

    ანოტაცია:  გაგზავნილი მსტოვრებისგან მიღებული ცნობების თანახმად, სელიმ-ფაშა ახალციხეში 7-ათასიანი ჯარით ჩავიდა და გააფთრებული ბრძოლა გაუმართა შერიფ-ფაშას, რომელიც სულთანმა ახალციხის მმართველად დანიშნა; შერიფ-ფაშას და ხალხს რუსებთან მშვიდობიანი თანაარსებობა სურთ, გარდა ამისა, იქ 1800 ლეკი მეომარი იმყოფება, იქ არიან აგრეთვე ალექსანდრე ბატონიშვილი და იულონ ბატონიშვილის ვაჟი ლევანი, ასევე იმერეთიდან ჩავიდა სოლომონ მეფის სიძე თავადი მალხაზ ანდრონიკაშვილი 11 წლის ვაჟიშვილთან ერთად

    პერსონალია:  ტორმასოვი ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819).

    მოხსენიებული პირები:  სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); იულონ ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ლევან ბატონიშვილი (იულონ ბატონიშვილის ძე); ჰუდად-ბეგი; ანდრონიკაშვილი მალხაზ (თავადი, ანდრონიკოვი); სოლომონ II (იმერეთის მეფე).

    გეოგ.დასახელება:  ახალციხე; ხოვლე; ქართლი.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ორბელიანი, დიმიტრი ზაქარიას ძე (თავადი, გენერალ-ლეიტენანტი, 1763-1827)

    Рапорт ген.-м. кн. Орбелиани ген. Тормасову, от 11-го апреля 1810 года, N18. - Лагерь при Боржомском ущельи / Орбелиани = გენერალ-მაიორის თავად ორბელიანის პატაკი გენერალ ტორმასოვს, 1810 წლის 11 აპრილით დათარიღებული, N18 - ბანაკი ბორჯომის ხეობასთან / ორბელიანი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1210. - С. 795[MFN: 8625]

    სრული ტექსტი (გვ. 117)

    ანოტაცია:  ჯავახეთში გაგზავნილი მსტოვრის ინფორმაციით, ახალციხელმა შერიფ-ფაშამ ჯავახეთში მცხოვრები ხალხი მტკვრის მეორე მხარეს გადარეკა, რადგან ქრისტიანები არიან და არ ენდობა, ამიტომ სთხოვს პოლკოვნიკ პეჩორსკის დაავალოს სოფელ კოთელიის მოსახლეობის დაცვა, რაც იმავდროულად ქართლსაც დაიცავს ახალციხიდან ყაჩაღური თავდასხმებისგან

    პერსონალია:  ტორმასოვი ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819).

    მოხსენიებული პირები:  შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); პეჩორსკი (პოლკოვნიკი); პრიბილოვსკი (მაიორი).

    გეოგ.დასახელება:  ჯავახეთი; ახალციხე; მტკვარი; ქართლი; კოთელია.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ტორმასოვი, ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819)

    Предписание ген. Тормасова ген.-м. кн. Орбелиани, от 11-го апреля 1810 года, N298 / Тормасов = გენერალ ტორმასოვის მითითება გენერალ-მაიორს თავად ორბელიანს, 1810 წლის 11 აპრილით დათარიღებული, N298 / ტორმასოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1211. - С. 795. - ერთვის გენერალ ტორმასოვის წერილი ალექსანდრე ბატონიშვილისადმი, 1810 წლის 11 აპრილით დათარიღებული, N299[MFN: 8626]

    სრული ტექსტი (გვ. 117)

    ანოტაცია:  მითითებას აძლევს, მიიღოს შერიფ-ფაშას წარმომადგენელი დურსუნ-აღა, აგრეთვე შეხვდეს ალექსანდრე ბატონიშვილს და აუხსნას, თუ რა სარგებელს მისწემს რუსეთის ქვეშევრდომობა, ასევე სოლომონ ლიონიძეს, რომელიც მერყეობით გამოირჩევა, შეუთვალოს, რომ მასაც სთავაზობენ რუსეთის ქვეშევრდომობას

    პერსონალია:  ორბელიანი დიმიტრი ზაქარიას ძე (თავადი, გენერალ-ლეიტენანტი, 1763-1827).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე I (სრულიად რუსეთის იმპერატორი); შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); დურსუნ-აღა (შერიფ-ფაშას მოხელე); ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ლიონიძე სოლომონ (თავადი).

    გეოგ.დასახელება:  ახალციხე.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. სიმონოვიჩი, ფიოდორ ფილიპოვიჩ (პოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი, 1760-1815)

    Рапорт полк. Симоновича ген. Тормасову, от 15-го апреля 1810 года, N325. - Кутаис / Симонович = პოლკოვნიკ სიმონოვიჩის პატაკი გენერალ ტორმასოვს, 1810 წლის 15 აპრილით დათარიღებული, N325 - ქუთაისი / სიმონოვიჩი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1212. - С. 795[MFN: 8627]

    სრული ტექსტი (გვ. 117)

    ანოტაცია:  შერიფ-ფაშას შეუთვალეს, რომ, როგორც კი იმპერატორისადმი ერთგულების ფიცს დადებს და ტრაქტატს ხელს მოაწერს, რუსეთი მაშინვე დაეხმარება როგორც სამხედრო, ისე მატერიალური თვალსაზრისით, რაზეც მისი ზეპირი პასუხი იყო ის, რომ სანამ რუსეთის ჯარი ახალციხის უღელტეხილზე არ გადავა, არც ფიცს დადებს და არც ამანათებს გამოგზავნის, რათა თავის ურჩ და ცრუმორწმუნე ხალხში ეჭვი არ გამოიწვიოს

    პერსონალია:  ტორმასოვი ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე I (სრულიად რუსეთის იმპერატორი); სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); გურიელი მარინე (გურიის მთავრის სიმონ III ცოლი, ზურაბ წერეთლის და); ორბელიანი (თავადი, გენერალ-მაიორი).

    გეოგ.დასახელება:  აჭარა; ახალციხე; თურქეთი; ტრაპიზონი; ერზურუმი; ბათუმი; სოხუმი.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ტორმასოვი, ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819)

    Предписание ген. Тормасова ген.-л. барону Розену, от 17-го апреля 1810 года, N327 / Тормасов = გენერალ ტორმასოვის მითითება გენერალ-ლეიტენანტ ბარონ როზენს, 1810 წლის 17 აპრილით დათარიღებული, N327 / ტორმასოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1213. - С. 796[MFN: 8628]

    სრული ტექსტი (გვ. 118)

    ანოტაცია:  ახალციხის მმართველის შერიფ-ფაშას იმ გადაწყვეტილების პასუხად, რომ ჯავახეთის ქრისტიანი მოსახლეობა მტკვრის მეორე ნაპირზე გადაასახლოს, პოლკოვნიკ პეჩორსკის დაავალოს სოფელ კოთელიაში საჯარისო ნაწილის შეყვანა, თუმცა საომარი მოქმედებისგან თავი შეიკავოს შერიფ-ფაშასთან და სპარსელებთან სიტუაციის საბოლოო გარკვევამდე

    პერსონალია:  როზენი (ბარონი, გენერალ-ლეიტენანტი).

    მოხსენიებული პირები:  შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); ორბელიანი (თავადი, გენერალ-მაიორი); პეჩორსკი (პოლკოვნიკი).

    გეოგ.დასახელება:  ახალციხე; მტკვარი; ჯავახეთი; კოთელია.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ორბელიანი, დიმიტრი ზაქარიას ძე (თავადი, გენერალ-ლეიტენანტი, 1763-1827)

    Рапорт ген.-м. кн. Орбелиани ген. Тормасову, от 21-го апреля 1810 года, N3. - Лагерь при Боржомском ущельи / Орбелиани = გენერალ-მაიორის თავად ორბელიანის პატაკი გენერალ ტორმასოვს, 1810 წლის 21 აპრილით დათარიღებული, N3 - ბანაკი ბორჯომის ხეობასთან / ორბელიანი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1214. - С. 796[MFN: 8629]

    სრული ტექსტი (გვ. 118)

    ანოტაცია:  შერიფ-ფაშას წარმომადგენლის დურსუნ-აღას ზეპირი გადმოცემით ირკვევა, რომ შერიფ-ფაშა თავს იკავებს რუსეთის ქვეშევრდომობის მიღებაზე და მხოლოდ ზავზე თანხმდება, თავად ახალციხის მოსახლეობა კი ლეკების თარეშის გამო მეტად გაჭირვებულ მდგომარეობაშია, ამიტომ საჭიროდ მიიჩნევს, რომ ახალციხეში სამი მხრიდან შეიყვანონ ჯარი; რაც შეეხება ალექსანდრე ბატონიშვილს, იგი აცხადებს, რომ რუსეთის პირობებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ საქართველოს მეფედ გამოაცხადებენ

    პერსონალია:  ტორმასოვი ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819).

    მოხსენიებული პირები:  სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); დურსუნ-აღა (შერიფ-ფაშას მოხელე); პეჩორსკი (პოლკოვნიკი); სიმონოვიჩი (პოლკოვნიკი); სული-ბეგი (თურქი სარდალი); ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე).

    გეოგ.დასახელება:  ახალციხე; რუსეთი; იმერეთი; ქართლი.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ურაკოვი (თავადი, პოლკოვნიკი, თბილისის მუშკეტერთა პოლკის შეფი)

    Рапорт полк. кн. Уракова ген. Тормасову, от 29-го апреля 1810 года, N482. - Гумри / Ураков = პოლკოვნიკის თავად ურაკოვის პატაკი გენერალ ტორმასოვს, 1810 წლის 29 აპრილით დათარიღებული, N482 - გიუმრი / ურაკოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1215. - С. 797[MFN: 8630]

    სრული ტექსტი (გვ. 119)

    ანოტაცია:  ალექსანდრე ბატონიშვილმა სპარსეთის შაჰთან გაგზავნა წარმომადგენელი, რომლის შეპყრობაც ჰამო-ბეგს დაავალა, ასევე ხელთ ჩაიგდეს შერიფ-ფაშასთან გამოგზავნილი შაჰის წერილები, საიდანაც ირკვევა, რომ ერევნელ სერდარს ჰუსეინ-ყული-ხანს შაჰი 12-ათასიან ჯარს უგზავნის ახალციხის დასახმარებლად, ასევე ითხოვს ჰამო-ბეგის დაჯილდოებას ერთგული სამსახურისთვის

    პერსონალია:  ტორმასოვი ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819).

    მოხსენიებული პირები:  შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); პატრელაშვილი (ალექსანდრე ბატონიშვილის დესპანი); ბუდაგ-სულთანი (შურაგელის მმართველი); ჰამო-ბეგი (ბუდაგ-სულთნის ვაჟი); ჰუსეინ-ყული-ხანი (ერევნელი სერდარი); ბაბა-ხანი (სპარსეთის შაჰი, ფათალი-შაჰი).

    გეოგ.დასახელება:  ყარა-სუ; ახალციხე.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ტორმასოვი, ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819)

    Предписание ген. Тормасова полк. Симоновичу, от 10-го мая 1810 года, N67 / Тормасов = გენერალ ტორმასოვის მითითება პოლკოვნიკ სიმონოვიჩს, 1810 წლის 10 მაისით დათარიღებული, N67 / ტორმასოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1216. - С. 798[MFN: 8631]

    სრული ტექსტი (გვ. 120)

    ანოტაცია:  აცნობებს, რომ სპარსელ ქაიმაქამთან მირზა-ბეზიურგთან ზავის მოღწევა ვერ მოხერხდა, რაც ინგლისისა და თურქეთის მხრიდან სპარსელთა მოსყიდვის მიზეზით მოხდა, ამიტომ მოცემულ მომენტში ახალციხეში ჯარის შეყვანა ვერ ხერხდება, ასევე აღნიშნავს, რომ შერიფ-ფაშა ნდობას არ იწვევს და ახალციხეში მომავალი ექსპედიცია უნდა მოეწყოს იმერეთის მხრიდან სელიმ-ფაშას მხარდასაჭერად

    პერსონალია:  სიმონოვიჩი ფიოდორ ფილიპოვიჩ (პოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი, 1760-1815).

    მოხსენიებული პირები:  სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); მირზა-ბეზიურგი (სპარსელი ქაიმაქამი); ერისთავი ელიზბარ (თავადი).

    გეოგ.დასახელება:  ახალციხე; ინგლისი; თურქეთი; რუსეთი; სპარსეთი; იმერეთი.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. პორტნიაგინი (გენერალ-მაიორი)

    Рапорт ген.-м. Портниягина ген. Тормасову, от 4-го июня 1810 года, N43. - Караклис / Портнягин = გენერალ-მაიორ პორტნიაგინის პატაკი გენერალ ტორმასოვს, 1810 წლის 4 ივნისით დათარიღებული, N43 - კარაკლისი / პორტნიაგინი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1217. - С. 798[MFN: 8632]

    სრული ტექსტი (გვ. 120)

    ანოტაცია:  ახალციხიდან გაქცეული და აჭარაში თავშეფარებული სელიმ-ფაშა ყველანაირად ცდილობს შერიფ-ფაშას ახალციხის საფაშო წაართვას, შერიფ-ფაშასთან იმყოფებიან იმერეთის მეფე სოლომონი და ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ზიანი მიაყენოს საქართველოს

    პერსონალია:  ტორმასოვი ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819).

    მოხსენიებული პირები:  სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); მამედ-ფაშა (ყარსის მმართველი); აბდულ-ფაშა (ყარსის მმართველი); ყარა-ბეგი (მამედ-ფაშას ძმა); ქერიმ-ხანი (შირაზის მმართველი); ბაბა-ხანი (სპარსეთის შაჰი, ფათალი-შაჰი); ნადირ-შაჰი (სპარსეთის შაჰი, თამაზ I ყული-ხანი); ნაგი-ბეგი (ფამბაკელი აღალარი).

    გეოგ.დასახელება:  ახალციხე; საქართველო; ყარსი; აბარანი; კარაკლისი; ამამლი; ბეკანტი; გიუმრი; ართიკი; ერევანი.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

 


გვერდები:  «« პირველი  « წინა  | 859 | 860 | 861 | 862 | 863 | 864 | 865 | 866 | 867 | 868 | 869 |  შემდეგი »  ბოლო »»