The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
NPLG Online Catalogs  | დახმარება | მოგვწერეთ |
 
English   Georgian 
ძიება თემატური კატალოგი ძიების ისტორია  მონაცემთა ბაზის შეცვლა 
ბაზის დათვალიერება საწყისი MFN: ხელახალი ძიება
მონაცემთა ბაზა:ACTS - კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტები გამოტანის ფორმატი 
შედეგის შენახვა
ჩანაწერები:15,147
  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Всеподданнейший рапорт ген. Ермолова, от 30-го июля 1826 года / Ермолов = გენერალ ერმოლოვის ყოვლად უქვეშევრდომილესი პატაკი, 1826 წლის 30 ივლისით დათარიღებული / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Персия / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N651. - С. 357[MFN: 11986]

    სრული ტექსტი (გვ. 363)

    ანოტაცია:  მოახსენებს სპარსელთა სამხედრო მანევრების თაობაზე, აღნიშნავს, რომ პოლკოვნიკი რეუტი შუშის ციხესიმაგრეში სურსათის გარეშეა ალყაში მოქცეული, მუსტაფა-ხანი თავისი ძალებით შირვანისკენ დაიძრა, თალიშის ხანი სპარსელთა მხარეზე გადავიდა, კასპიის საზღვაო ბატალიონმა დიდი დანაკლისი განიცადა, მენშიკოვის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ აქვს, მისგან გამოგზავნილი სომეხთა პატრიარქი ერევნელმა სერდარმა ხეირყრო

    პერსონალია:  ნიკოლოზ I (სრულიად რუსეთის იმპერატორი, 1825-1855).

    მოხსენიებული პირები:  რეუტი (პოლკოვნიკი); მუსტაფა-ხანი (შირვანის მმართველი); ილინსკი (მაიორი); მენშიკოვი ალექსანდრ სერგეევიჩ (თავადი, გენერალ-მაიორი); ეფრემი (სომეხთა პატრიარქი); ჰუსეინ-ყული-ხანი (ერევნელი სერდარი).

    გეოგ.დასახელება:  არაქსი; ყარაბაღი; გოგჩის ტბა; ერევანი; ყუბა; დერბენტი; დაღესტანი; იმერეთი; სამეგრელო; აფხაზეთი; ახალციხე; ელისავეტოპოლი (განჯა); სულთანიე.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; სპარსეთი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Рапорт ген. Ермолова начальнику Главнаго Штаба Е.И.В., от 30-го июля 1826 года / Ермолов = გენერალ ერმოლოვის პატაკი მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მთავარი შტაბის უფროსს, 1826 წლის 30 ივლისით დათარიღებული / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Персия / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N652. - С. 358[MFN: 11987]

    სრული ტექსტი (გვ. 364)

    ანოტაცია:  მოახსენებს, რომ რელიგიური ფანატიზმით შეპყრობილ სპარსელთა მიერ წამოწყებულმა ომმა მთელი მუსლიმანური მოსახლეობა აამხედრა რუსეთის წინააღმდეგ და მხოლოდ საქართველოს იმედად ვრჩებით, ამიტომ სასწრაფოდ ითხოვს ჯარის გაზრდას

    პერსონალია:  დიბიჩი ივან ივანოვიჩ (ბარონი, გენერალ-ადიუტანტი, მთავარი შტაბის უფროსი, 1776-1852).

    მოხსენიებული პირები:  ნიკოლოზ I (სრულიად რუსეთის იმპერატორი).

    გეოგ.დასახელება:  გოგჩის ტბა.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; სპარსეთი.

     

  1. ნესელროდე, კარლ ვასილევიჩ (საგარეო საქმეთა მინისტრი, კანცლერი, 1780-1862, კარლ რობერტ ფონ ნესელროდე-ერესჰოვენ)

    Отношение гр. Нессельроде к ген. Ермолову, от 1-го августа 1826 года, N673. - Москва / Нессельроде = გრაფ ნესელროდეს მიმართვა გენერალ ერმოლოვს, 1826 წლის 1 აგვისტოთი დათარიღებული, N673 - მოსკოვი / ნესელროდე // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Персия / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N653. - С. 359. - ერთვის გრაფ ნესელროდეს დეპეშა თავად მენშიკოვს, 1826 წლის 1 აგვისტოთი დათარიღებული - მოსკოვი[MFN: 11988]

    სრული ტექსტი (გვ. 365)

    ანოტაცია:  აბას-მირზასთან თავად მენშიკოვის მოლაპარაკების უშედეგობა და ერევნელი სერდარის თავხედური ქმედებები მოწმობს, რომ სპარსეთში ფათალი-შაჰის მტრებმა გაიმარჯვეს, იმპერატორის ნებაა, რომ რუსეთის მხრიდან არ მისცენ საომარ მოქმედებათა დაწყების საბაბი, თავად მენშიკოვს ეძლევა მითითება, სპარსეთის მთავრობას მოსთხოვოს ერევნელი სერდარის დასჯა, და თუ ამ მითითების მისთვის გადაცემა ვერ მოხერხდა, წერილით აცნობონ იმპერატორის მტკიცე მოთხოვნები აბას-მირზას, ხოლო თუ დამაკმაყოფილებელ პასუხს დროულად ვერ მიიღებენ, ეს სპარსეთის მხრიდან ომის გამოცხადებად მიიჩნიოს

    პერსონალია:  ერმოლოვი ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861).

    მოხსენიებული პირები:  ნიკოლოზ I (სრულიად რუსეთის იმპერატორი); ჰუსეინ-ყული-ხანი (ერევნელი სერდარი); ფათალი-შაჰი (სპარსეთის შაჰი); აბას-მირზა (სპარსეთის ტახტის მემკვიდრე); მენშიკოვი ალექსანდრ სერგეევიჩ (თავადი, გენერალ-მაიორი).

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; სპარსეთი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Отношение ген. Ермолова к экзарху Грузии Ионе, от 4-го августа 1826 года, N1862 / Ермолов = გენერალ ერმოლოვის მიმართვა საქართველოს ეგზარქოს იონას, 1826 წლის 4 აგვისტოთი დათარიღებული, N1862 / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Персия / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N654. - С. 359[MFN: 11989]

    სრული ტექსტი (გვ. 365)

    ანოტაცია:  სწერს, რომ სპარსეთმა დაარღვია სამშვიდობო ტრაქტატი, მუხანათურად თავს დაესხა რუსეთის პროვინციებს და ხოცავს ქრისტიანებს, ქართველი თავადაზნაურობა მზადაა ცხენოსანი და ქვეითი ჯარი შეაგროვოს, მოუწოდებს, საეკლესიო გლეხებისგანაც შექმნან სახალხო რაზმები თავის დასაცავად

    პერსონალია:  იონა (არქიეპისკოპოსი, საქართველოს ეგზარქოსი, 1762-1849, ვასილევსკი).

    მოხსენიებული პირები:  მენშიკოვი ალექსანდრ სერგეევიჩ (თავადი, გენერალ-მაიორი).

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; სპარსეთი.

     

  1. იონა (არქიეპისკოპოსი, საქართველოს ეგზარქოსი, 1762-1849, ვასილევსკი)

    Отношение экзарха Грузии к ген. Ермолову, от 5-го августа 1826 года, N1067 = საქართველოს ეგზარქოსის წერილი გენერალ ერმოლოვს, 1826 წლის 5 აგვისტოთი დათარიღებული, N1067 // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Персия / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N655. - С. 360[MFN: 11990]

    სრული ტექსტი (გვ. 366)

    ანოტაცია:  სწერს, რომ გასცა განკარგულება, ყველა ეკლესიაში აღავლინონ ლოცვა ქრისტეს ეკლესიის მტერთა დასამარცხებლად, ღვთისმსახურებმა დაარწმუნონ საეკლესიო გლეხები ქრისტიანული რწმენის დაცვის აუცილებლობაში და მოძღვრებმა მოუწოდონ მათ შექმნან სახალხო ლაშქარი

    პერსონალია:  ერმოლოვი ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861).

    მოხსენიებული პირები:  იოანე (სიღნაღის მიტროპოლიტი); სტეფანე (არქიეპისკოპოსი).

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; სპარსეთი.

     

  1. მენშიკოვი, ალექსანდრ სერგეევიჩ (თავადი, გენერალ-მაიორი, საგანგებო წარმომადგენელი სპარსეთში, 1787-1869)

    Письмо кн. Меншикова к Аббас-мирзе, от 9-го августа 1826 года. - Ереван / Меншиков = თავად მენშიკოვის წერილი აბას-მირზას, 1826 წლის 9 აგვისტოთი დათარიღებული - ერევანი / მენშიკოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Персия / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N656. - С. 360[MFN: 11991]

    სრული ტექსტი (გვ. 366)

    ანოტაცია:  მოახსენებს, რომ შაჰის სახელით მისთვის მიცემული პირობის მიუხედავად რუსეთის დესპანი მენშიკოვი ერევანშია დაკავებული და სხვა სახელმწიფოს დესპანის დაკავება გარდა იმისა, რომ სპარსეთის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, საერთაშორისო ურთიერთობის ნორმების უხეშ დარღვევასაც წარმოადგენს, ამიტომ იმედს გამოთქვამს, რომ სათანადო ზომებს მიიღებს მისი გათავისუფლებისთვის

    პერსონალია:  აბას-მირზა (სპარსეთის ტახტის მემკვიდრე, ბაბა-ხანის ვაჟი, 1789-1833).

    მოხსენიებული პირები:  ალაჰ-იარ-ხანი (ეშიყაღასი, ფათალი-შაჰის სიძე).

    გეოგ.დასახელება:  ერევანი; სულთანიე.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; სპარსეთი.

     

  1. მენშიკოვი, ალექსანდრ სერგეევიჩ (თავადი, გენერალ-მაიორი, საგანგებო წარმომადგენელი სპარსეთში, 1787-1869)

    Письмо кн. Меншикова к Аллах-Яр-хану, от 9-го августа 1826 года. - Ереван / Меншиков = თავად მენშიკოვის წერილი ალაჰ-იარ-ხანს, 1826 წლის 9 აგვისტოთი დათარიღებული - ერევანი / მენშიკოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Персия / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N657. - С. 361[MFN: 11992]

    სრული ტექსტი (გვ. 367)

    ანოტაცია:  აცნობებს, რომ მირზა-ისმაილმა, რომელიც აბას-მირზამ თანმხლებად მიუჩინა, გამოუცხადა, რომ ერევანში იქნება დაკავებული მანამ, სანამ არ მოვა მისი პასუხი წერილზე, რომელიც ერთი თვის წინ გაუგზავნა სულთანიეში, რაც არა მხოლოდ რუსეთის ინტერესების, არამედ საერთაშორისო ურთიერთობის ყველა ნორმის დარღვევას წარმოადგენს, ამიტომ ითხოვს შაჰის სამინისტროს ჩარევას და მის გათავისუფლებას

    პერსონალია:  ალაჰ-იარ-ხანი (ეშიყაღასი [მანდატურთუხუცსი], ფათალი-შაჰის სიძე).

    მოხსენიებული პირები:  აბას-მირზა (სპარსეთის ტახტის მემკვიდრე).

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; სპარსეთი.

     

  1. ფათალი-შაჰი (სპარსეთის შაჰი ყაჯართა დინასტიიდან, 1772-1834, ბაბა-ხანი)

    Фирман Фатх-Али-шаха на имя Аббас-мирзы / Фатх-Али-шах = ფათალი-შაჰის ფირმანი აბას-მირზას სახელზე / ფათალი-შაჰი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Персия / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N658. - С. 361[MFN: 11993]

    სრული ტექსტი (გვ. 367)

    პერსონალია:  აბას-მირზა (სპარსეთის ტახტის მემკვიდრე, ბაბა-ხანის ვაჟი, 1789-1833).

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; სპარსეთი.

     

  1. ფათალი-შაჰი (სპარსეთის შაჰი ყაჯართა დინასტიიდან, 1772-1834, ბაბა-ხანი)

    Фирман Фатх-Али-шаха на имя сердара Эриванскаго / Фатх-Али-шах = ფათალი-შაჰის ფირმანი ერევნელი სერდარის სახელზე / ფათალი-შაჰი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Персия / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N659. - С. 361[MFN: 11994]

    სრული ტექსტი (გვ. 367)

    პერსონალია:  ჰუსეინ-ყული-ხანი (ერევნელი სერდარი).

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; სპარსეთი.

     

  1. ნიკოლოზ I (სრულიად რუსეთის იმპერატორი, 1825-1855)

    Высочайшее повеление ген. Ермолову, от 11-го августа 1826 года. - Москва = უზენაესი ბრძანება გენერალ ერმოლოვს, 1826 წლის 11 აგვისტოთი დათარიღებული. - მოსკოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Персия / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N660. - С. 361[MFN: 11995]

    სრული ტექსტი (გვ. 367)

    ანოტაცია:  დიდი წუხილით შეიტყო სამშვიდობო ტრაქტატის დარღვევის და რუსეთის სამფლობელოებში შემოჭრის ამბავი, ამიტომ უბრძანებს, რომ მოახდინოს ძალების სრული მობილიზაცია და არა თავდაცვითი, არამედ თავდასხმითი ბრძოლები აწარმოოს თავად სპარსეთის ტერიტორიაზე, რათა სანიმუშოდ დასაჯოს თავხედობისთვის, უგზავნის მე-20 ქვეითი დივიზიას და სამხედრო საქმეში დიდად გამოცდილ გენერალ-ადიუტანტ პასკევიჩს

    პერსონალია:  ერმოლოვი ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861).

    მოხსენიებული პირები:  პასკევიჩი (გენერალ-ადიუტანტი).

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; სპარსეთი.

     

 


გვერდები:  «« პირველი  « წინა  | 1195 | 1196 | 1197 | 1198 | 1199 | 1200 | 1201 | 1202 | 1203 | 1204 | 1205 |  შემდეგი »  ბოლო »»