The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
NPLG Online Catalogs  | დახმარება | მოგვწერეთ |
 
English   Georgian 
ძიება თემატური კატალოგი ძიების ისტორია  მონაცემთა ბაზის შეცვლა 
ბაზის დათვალიერება საწყისი MFN: ხელახალი ძიება
მონაცემთა ბაზა:ACTS - კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტები გამოტანის ფორმატი 
შედეგის შენახვა
ჩანაწერები:15,147
  1. ასლან-ხანი (კიურისა და ყაზიყუმუხის მმართველი, პოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი, ასლან-ბეგი)

    Письмо Аслан-хана к ген. Ермолову, от 21-го сафара 1242 (1826) года - Кумух / Аслан-хан = ასლან-ხანის წერილი გენერალ ერმოლოვს, 1242 (1826) წლის 21 საფარით დათარიღებული - ყუმუხი / ასლან-ხანი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : I. Дагестан : Казикумух и Кюри / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N117. - С. 48[MFN: 11452]

    სრული ტექსტი (გვ. 54)

    ანოტაცია:  აცნობებს, რომ მოღალატე სურხაი-ხანმა და მისმა ვაჟებმა ავარიაში მოსყიდვითა და მოტყუებით ხალხი აიყოლიეს და მის სამფლობელოებს თავს დაესხნენ, მაგრამ ისინი სასტიკად დაამარცხა, სურხაი-ხანი ან მძიმედაა დაჭრილი, ანდა სულაც მკვდარია, მოღალატეებმა ხმა გაავრცელეს, თითქოს შაქის, შირვანის და სხვა პროვინციები დატოვეს რუსეთის ჯარებმა, ამიტომ ითხოვს ჯარის ნაწილს, თუნდაც სულ მცირეს, რათა გააქარწყლოს ეს ჭორი

    პერსონალია:  ერმოლოვი ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861).

    მოხსენიებული პირები:  სურხაი-ხანი (ჰამბუთაი) (ყაზიყუმუხის მმართველი); მიშჩენკო (პოლკოვნიკი); კრაბე ფონ- (გენერალ-მაიორი).

    გეოგ.დასახელება:  ავარია; შაქი; შირვანი; დაღესტანი.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; დაღესტანი; ყაზიყუმუხი და კიური.

     

  1. ბუხვოსტოვი (პოდპოლკოვნიკი, დერბენტის კომენდანტი)

    Рапорт Дербентскаго коменданта подполк. Бухвостова ген. Ермолову, от 20-го марта 1818 года, N223 / Бухвостов / დერბენტის კომენდანტის პოდპოლკოვნიკ ბუხვოსტოვის პატაკი გენერალ ერიოლოვს, 1818 წლის 20 მარტით დათარიღებული, N223 / ბუხვოსტოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : I. Дагестан : Кайтаг / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N118. - С. 48[MFN: 11453]

    სრული ტექსტი (გვ. 54)

    ანოტაცია:  აცნობებს, რომ ადილ-ხანი და მეჰდი შამხალი დამოყვრდნენ, ადილ-ხანს განზრახული აქვს, თავის უფროს ვაჟს გადასცეს მმართველობა, რათა თავად აღარ იქონიოს რუსებთან ურთიერთობა, ასევე შამხალი და უცმი შეთანხმდნენ მათ სამფლობელოებზე გამავალი გზების უსაფრთხოების უზრუნველყოფის თაობაზე

    პერსონალია:  ერმოლოვი ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861).

    მოხსენიებული პირები:  ადილ-ხანი (ყარახაიდაყელი უცმი); ალი-ხანი (ყარახაიდაყელი უცმი, ადილ-ხანის ძმა); ხან-მამედ-ბეგი (ადილ-ხანის ვაჟი); მეჰდი (თარღუს შამხალი, გენერალ-ლეიტენანტი); ბადიროვი (მაიორი).

    გეოგ.დასახელება:  ყიზლარი; თბილისი; დერბენტი; თარღუ.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; დაღესტანი; ხაიდაყი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Собственноручное предписание ген. Ермолова ген.-м. Сталю, от 18-го апреля 1818 года. - Моздок / Ермолов = გენერალ ერმოლოვის ხელით დაწერილი მითითება გენერალ-მაიორ სტალს, 1818 წლის 18 აპრილით დათარიღებული - მოზდოკი / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : I. Дагестан : Кайтаг / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N119. - С. 49. - ერთვის შამხალ მეჰდი-ხანის წერილი გენერალ ერმოლოვს, 1233 (1818) წლის 20 ჯემადი-უს-სანით დათარიღებული. - გენერალ ერმოლოვის წერილი შამხალ მეჰდი-ხანს, 1818 წლის 18 აპრილით დათარიღებული. - უცმი ადილ-ხანის წერილი გენერალ ერმოლოვს, 1233 (1818) წლის 1 ჯემადი-ულ-ეველით დათარიღებული[MFN: 11454]

    სრული ტექსტი (გვ. 55)

    ანოტაცია:  აღნიშნავს ადილ-ხანის იმ გადაწყვეტილების უმართებულობას, რომ მმართველობა გადასცეს თავის ვაჟს, და ავალებს, გენერალმა პესტელმა გაარკვიოს, როგორია ყარახაიდაყელი ხალხის დამოკიდებულება მისი ამ გადაწყვეტილებისადმი

    პერსონალია:  სტალი კარლ ფიოდოროვიჩ (გენერალ-მაიორი, საქართველოს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი).

    მოხსენიებული პირები:  პესტელი (გენერალ-მაიორი).

    გეოგ.დასახელება:  დაღესტანი; ბაქო.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; დაღესტანი; ხაიდაყი.

     

  1. რიაბინინი (პოდპოლკოვნიკი)

    Рапорт подполк. Рябинина ген.-м. Сталю, от 13-го мая 1818 года, N252. - Сел. Зиахур / Рябинкин = პოდპოლკოვნიკ რიაბინინის პატაკი გენერალ-მაიორ სტალს, 1818 წლის 13 მაისით დათარიღებული, N252 - სოფ. ზიახური / რიაბინკინი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : I. Дагестан : Кайтаг / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N120. - С. 50[MFN: 11455]

    სრული ტექსტი (გვ. 56)

    ანოტაცია:  აცნობს ადილ-ხანის განზრახვას, რომ რუსებთან აღარ იქონიოს ურთიერთობა და არ ჩავიდეს იმ ქალაქებში, რომლებიც რუსეთის მმართველობას ექვემდებარება, აგრეთვე იმ ფაქტს, რომ იგი თავის სამფლობელოში იფარებს ყაჩაღებსა და რუსების მტრებს, ამასთან ფარულად სურსათით ეხმარება შიხ-ალი-ხანს, რომელიც აკუშაში იმყოფება, ასევე ყარახაიდაყელი ხალხის სურვილს, რომ მმართველობა ადილ-ხანის ვაჟს კი არა, მის ახლო ნათესავს სულთან-მამედ-ბეგს გადაეცეს

    პერსონალია:  სტალი კარლ ფიოდოროვიჩ (გენერალ-მაიორი, საქართველოს გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი).

    მოხსენიებული პირები:  ადილ-ხანი (ყარახაიდაყელი უცმი); ალი-ხანი (ყარახაიდაყელი უცმი, ადილ-ხანის ძმა); შიხ-ალი-ხანი (ყუბისა და დერბენტის მმართველი); ორბელიანი (თავადი, გენერალ-ლეიტენანტი); ტიხანოვსკი (გენერალ-მაიორი); ხან-მამედ-ბეგი (ადილ-ხანის ვაჟი); მეჰდი (თარღუს შამხალი, გენერალ-ლეიტენანტი); სულთან-მამედ-ბეგი (ადილ-ხანის ნათესავი); სულთან-აჰმედ-ხანი (ავარიის მმართველი); ჰასან-ხანი (ჯენგუთაის მმართველი, აჰმედ-ხანის ძმა); ასლან-ხანი (კიურის მმართველი, პოლკოვნიკი); სურხაი-ხანი (ჰამბუთაი) (ყაზიყუმუხის მმართველი).

    გეოგ.დასახელება:  დაღესტანი; თარღუ; თაბასარანი; დერბენტი; ყაზიყუმუხი; ყუბა; აკუშა; მექა.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; დაღესტანი; ხაიდაყი.

     

  1. პესტელი, ანდრეი ბორისოვიჩ (გენერალ-მაიორი, დაღესტნის მმართველი, ყუბის ოლქის უფროსი)

    Рапорт ген.-м. Пестеля ген.-л. Вельяминову, от 4-го июля 1818 года, N481 / Пестель = გენერალ-მაიორ პესტელის პატაკი გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს, 1818 წლის 4 ივლისით დათარიღებული, N481 / პესტელი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : I. Дагестан : Кайтаг / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N121. - С. 52[MFN: 11456]

    სრული ტექსტი (გვ. 58)

    ანოტაცია:  ეხება ადილ-ხანის განზრახვას, მმართველობა თავისი ვაჟისთვის გადაეცა და თავად მექაში წასულიყო, თუმცა ახლა მოსალოდნელი მღელვარების ჩასახშობად ჯარს ითხოვს და იმპერატორისადმი ერთგულების ნიშნად ვალდებულებას კისრულობს, ხაზინაში ყოველწლიურად 5 ათასი ჩერვონეცი შეიტანოს

    პერსონალია:  ველიამინოვი ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837).

    მოხსენიებული პირები:  სტალი (გენერალ-მაიორი); ადილ-ხანი (ყარახაიდაყელი უცმი); სულთან-აჰმედ-ხანი (ავარიის მმართველი); მეჰდი (თარღუს შამხალი, გენერალ-ლეიტენანტი); აბდულა-ბეგი (ყარსის მმართველი).

    გეოგ.დასახელება:  მექა; დერბენტი; დაღესტანი.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; დაღესტანი; ხაიდაყი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Письмо ген. Ермолова к Адил-хану, от 24-го июля 1818 года / Ермолов = გენერალ ერმოლოვის წერილი ადილ-ხანს, 1818 წლის 24 ივლისით დათარიღებული / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : I. Дагестан : Кайтаг / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N122. - С. 52[MFN: 11457]

    სრული ტექსტი (გვ. 58)

    ანოტაცია:  სწერს, რომ მის წინააღმდეგ დაღესტნელი ხალხის მღელვარება გამოწვეულია იმით, რომ დაუნათესავდა თარღუს შამხალს, თუმცა დახმარებას და მფარველობას ჰპირდება, ასევე საყვედურს ეუბნება იმის გამო, რომ ურთიერთობა აქვს რუსეთის მტრებთან და ურჩევს ყოველგვარი კავშირი გაწყვიტოს აბდულა-ბეგთან, რომელმაც თვითნებურად მიითვისა თაბასარანის მმართველობა

    პერსონალია:  ადილ-ხანი (ყარახაიდაყელი უცმი).

    მოხსენიებული პირები:  პესტელი (გენერალ-მაიორი); მეჰდი (თარღუს შამხალი, გენერალ-ლეიტენანტი); აბდულა-ბეგი (თაბასარანის მმართველი).

    გეოგ.დასახელება:  დაღესტანი; თაბასარანი; აკუშა.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; დაღესტანი; ხაიდაყი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Письмо ген. Ермолова к ген.-м. Пестелю, от 29-го августа 1819 [1818] года. - Лагерь на Сунже / Ермолов = გენერალ ერმოლოვის წერილი გენერალ-მაიორ პესტელს, 1819 [1818] წლის 29 აგვისტოთი დათარიღებული - ბანაკი სუნჯასთან / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : I. Дагестан : Кайтаг / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N123. - С. 53[MFN: 11458]

    სრული ტექსტი (გვ. 59)

    პერსონალია:  პესტელი ანდრეი ბორისოვიჩ (გენერალ-მაიორი, დაღესტნის მმართველი, ყუბის ოლქის უფროსი).

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; დაღესტანი; ხაიდაყი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Обвещение ген. Ермолова жителям Башлинским, от 29-го августа 1818 года / Ермолов = გენერალ ერმოლოვის შეტყობინება ბაშლის მცხოვრებთ, 1818 წლის 29 აგვისტოთი დათარიღებული / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : I. Дагестан : Кайтаг / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N124. - С. 54[MFN: 11459]

    სრული ტექსტი (გვ. 60)

    ანოტაცია:  უცხადებს, რომ რუსეთის იმპერატორის ერთგულ და მშვიდ ქვეშევრდომებად მიიჩნევდა მათ, მაგრამ შეიტყო, რომ ამბოხებას ამზადებენ და ცდილობენ მეზობლებიც აიყოლიონ, ამიტომ აფრთხილებს, რომ სიმშვიდე შეინარჩუნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი თავადაც კარგად იციან, რაც დაატყდებათ თავს

    გეოგ.დასახელება:  ბაშლი.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; დაღესტანი; ხაიდაყი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Письмо ген. Ермолова к ген.-м. Пестелю, от 8-го сентября 1818 года. - Грозный / Ермолов = გენერალ ერმოლოვის წერილი გენერალ-მაიორ პესტელს, 1818 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული - გროზნო / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : I. Дагестан : Кайтаг / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N125. - С. 54[MFN: 11460]

    სრული ტექსტი (გვ. 60)

    პერსონალია:  პესტელი ანდრეი ბორისოვიჩ (გენერალ-მაიორი, დაღესტნის მმართველი, ყუბის ოლქის უფროსი).

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; დაღესტანი; ხაიდაყი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Предписание ген. Ермолова ген.-м. Пестелю, от 11-го октября 1818 года. - Моздок / Ермолов = გენერალ ერმოლოვის მითითება გენერალ-მაიორ პესტელს, 1818 წლის 11 ოქტომბრით დათარიღებული - მოზდოკი / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : I. Дагестан : Кайтаг / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1875. - Т. 6, ч. II, N126. - С. 54[MFN: 11461]

    სრული ტექსტი (გვ. 60)

    ანოტაცია:  მითითებას აძლევს, რომ ბაშლის მცხოვრებთაგან მოითხოვოს ამანათები, აღნიშნავს ადილ-ხანისა და სულთან-აჰმედ-ხანის არასაიმედოობას და ორპირობას, ამიტომ ურჩევს, ხელი არ შეუშალოს ადილ-ხანის წინააღმდეგ მოსახლეობის ამბოხებას

    პერსონალია:  პესტელი ანდრეი ბორისოვიჩ (გენერალ-მაიორი, დაღესტნის მმართველი, ყუბის ოლქის უფროსი).

    მოხსენიებული პირები:  ადილ-ხანი (ყარახაიდაყელი უცმი); სულთან-აჰმედ-ხანი (ავარიის მმართველი); ასლან-ხანი (კიურის მმართველი, პოლკოვნიკი).

    გეოგ.დასახელება:  ბაშლი.

    თემატიკა:  რუსეთის მმართველობა ამიერკავკასიაში; დაღესტანი; ხაიდაყი.

     

 


გვერდები:  «« პირველი  « წინა  | 1142 | 1143 | 1144 | 1145 | 1146 | 1147 | 1148 | 1149 | 1150 | 1151 | 1152 |  შემდეგი »  ბოლო »»