The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
NPLG Online Catalogs  | დახმარება | მოგვწერეთ |
 
English   Georgian 
ძიება თემატური კატალოგი ძიების ისტორია  მონაცემთა ბაზის შეცვლა 
ბაზის დათვალიერება საწყისი MFN: ხელახალი ძიება
მონაცემთა ბაზა:ACTS - კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტები გამოტანის ფორმატი 
შედეგის შენახვა
ჩანაწერები:15,147
  1. ლადინსკი (პოლკოვნიკი, კარაბინერთა მე-7 პოლკის მეთაური)

    Рапорт полк. Ладискаго ген.-л. Вельяминову, от 13-го сентября 1818 года, N15. - Башкичет / Ладинский = პოლკოვნიკ ლადინსკის პატაკი გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს, 1818 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული, N15 - ბაშკიჩეტი[დმანისი] / ლადინსკი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N406. - С. 304[MFN: 10359]

    სრული ტექსტი (გვ. 321)

    ანოტაცია:  მოახსენებს, რომ კაზაკების თათრებით შეცვლა მეტად რთული საქმეა, რადგან ამის შესახებ შეიძლება ალექსანდრე ბატონიშვილმა შეიტყოს, უცხადებს, რომ ყველანაირად ეცდება მის ცოცხლად შეპყრობას, მაგრამ თუ მისი მოკვლა გახდა საჭირო, ჯობია რომ მისი ამალიდან მოღალატის ხელით მოკვდეს თურქეთის ან სპარსეთის ტერიტორიაზე

    პერსონალია:  ველიამინოვი ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ჰუდადად-ბეგი; ველეცკი (მაიორი).

    გეოგ.დასახელება:  ერევანი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ველიამინოვი, ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837)

    Предписание ген.-л. Вельяминова полк. Ладинскому, от 14-го сентября 1818 года, N128 / Вельяминов = გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვის მითითება პოლკოვნიკ ლადინსკის, 1818 წლის 14 სექტემბრით დათარიღებული, N128 / ველიამინოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N407. - С. 305[MFN: 10360]

    სრული ტექსტი (გვ. 322)

    ანოტაცია:  სწერს, რომ თურქეთის ან სპარსეთის ტერიტორიაზე ალექსანდრე ბატონიშვილის მოკვლა ევროპის თვალში ჩირქს მოსცხებს რუსეთის იმპერიას, თანაც ეს სრულიად ეწინააღმდეგება იმპერატორის ნებას და პრინციპებს, მაგრამ ერევანში მიმავალს გზად თუ დაესხმით თავს და ამ დროს გამცილებლები მოკლავენ, ეს მისაღები იქნება, გარდა ამისა უზიარებს ჭორს, რომ თავფარავნის ტბასთან მდებარე თათრების 100-კაციან საგუშაგოზე, სადაც ალმას სულთანი იმყოფებოდა, ბატონიშვილს ჩაუვლია და მას არც უცდია მისი შეჩერება

    პერსონალია:  ლადინსკი (პოლკოვნიკი, კარაბინერთა მე-7 პოლკის მეთაური).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე I (სრულიად რუსეთის იმპერატორი); ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ელიაზ-აღა (პორუჩიკი); ალმას-სულთანი (ბაიდარელი თავკაცი).

    გეოგ.დასახელება:  ერევანი; თავფარავნის ტბა.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Предписание ген. Ермолова ген.-л. Вельяминову, от 17-го сентября 1818 года - Кр. Грозная / Ермолов = გენერალ ერმოლოვის მითითება გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს, 1818 წლის 17 სექტემბრით დათარიღებული - გროზნოს ციხესიმაგრე / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N408. - С. 305[MFN: 10361]

    სრული ტექსტი (გვ. 322)

    ანოტაცია:  აცნობებს, რომ მის გეგმას სავსებით ეთანხმება, და აღნიშნავს, რომ თუ ბატონიშვილს ცოცხალს ვერ ჩაიგდებენ ხელში, მოკლან, რათა შემდგომში თავიდან აიცილონ აქაური ფრიად ცვალებადი ზნის ხალხის მღელვარება, და შემდეგ პატივით დაკრძალონ თბილისში

    პერსონალია:  ველიამინოვი ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ლადინსკი (პოლკოვნიკი).

    გეოგ.დასახელება:  თბილისი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ველიამინოვი, ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837)

    Предписание ген.-л. Вельяминова полк. Ладинскому, от 24-го сентября 1818 года, N134 / Вельяминов = გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვის მითითება პოლკოვნიკ ლადინსკის, 1818 წლის 24 სექტემბრით დათარიღებული, N134 / ველიამინოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N409. - С. 305[MFN: 10362]

    სრული ტექსტი (გვ. 322)

    ანოტაცია:  აცნობებს, რომ როგორც რუსების ერთგულმა ელიაზ-აღამ აცნობა, ხერთვისელი ბეგი ბაშ-აღა არ აპირებს ბატონიშვილის სპარსეთში გატარებას ახალციხის ახალი ფაშის დანიშვნამდე, და იმედი აქვს, რომ დაიყოლიებს მას, გადასცეს იგი რუსებს მათი მხრიდან მფარველობის და გულუხვი ჯილდოს სანაცვლოდ

    პერსონალია:  ლადინსკი (პოლკოვნიკი, კარაბინერთა მე-7 პოლკის მეთაური).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ელიაზ-აღა (პორუჩიკი); ბაშ-აღა (ხერთვისელი ბეგი).

    გეოგ.დასახელება:  თბილისი; სპარსეთი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ლადინსკი (პოლკოვნიკი, კარაბინერთა მე-7 პოლკის მეთაური)

    Рапорт полк. Ладискаго ген.-л. Вельяминову, от 28-го сентября 1818 года, N16. - Башкичет / Ладинский = პოლკოვნიკ ლადინსკის პატაკი გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს, 1818 წლის 28 სექტემბრით დათარიღებული, N16 - ბაშკიჩეტი[დმანისი] / ლადინსკი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N410. - С. 306[MFN: 10363]

    სრული ტექსტი (გვ. 323)

    ანოტაცია:  აცნობებს, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი ხერთვისში მამედ-ბეგთან იმყოფება, ბაშ-აღას კი ალექსანდრე ბატონიშვილის წინააღმდეგ რამდენიმე წინადადება შესთავაზა, თუმცა ვერც ერთზე ვერ დაითანხმა, აგრეთვე მის ხელთ არსებული ცნობების თანახმად, ახალციხეში ახალი ფაშა ჩამოვიდა და ბატონიშვილი მასთან შეხვედრას აპირებს, ახალ ფაშას კი განზრახული აქვს, დაიყოლიოს იგი, რომ სპარსეთის ნაცვლად კონსტანტინრპოლში ჩავიდეს, სანაცვლოდ კი იმერეთში გამეფებას ჰპირდება, აქაოდა ტრაქტატით თურქეთს ეკუთვნისო

    პერსონალია:  ველიამინოვი ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ელიაზ-აღა (პორუჩიკი); ბაშ-აღა (ხერთვისის ბეგი); მამედ-ბეგი; კოლიგოროვი (პოდპორუჩიკი).

    გეოგ.დასახელება:  წალკა; სომხეთი; კონსტანტინოპოლი; სპარსეთი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ლადინსკი (პოლკოვნიკი, კარაბინერთა მე-7 პოლკის მეთაური)

    Рапорт полк. Ладискаго ген.-л. Вельяминову, от 28-го сентября 1818 года, N17. - Башкичет / Ладинский = პოლკოვნიკ ლადინსკის პატაკი გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს, 1818 წლის 28 სექტემბრით დათარიღებული, N17 - ბაშკიჩეტი[დმანისი] / ლადინსკი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N411. - С. 306[MFN: 10364]

    სრული ტექსტი (გვ. 323)

    ანოტაცია:  ეჭვს გამოთქვამს იმის თაობაზე, რომ ბაიდარელმა ალმას-სულთანმა თავფარავნის ტბის საგუშაგოზე განზრახ გაატარა ალექსანდრე ბატონიშვილი და ფაქტებით ასაბუთებს თავის ამ ეჭვს, გარდა ამისა სამი კაცი გაგზავნა დასაზვერად და დარწმუნდა, რომ ბატონიშვილმა შემოვლითი გზით გაიარა, რაც მისი ამალის წევრებმაც დაადასტურეს, ასე რომ ალმას-სულთნის ბრალი არ დასტურდება

    პერსონალია:  ველიამინოვი ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ალმას-სულთანი (საგუშაგოს უფროსი); აგატიშვილი (თავადი); სისოევი (გენერალ-მაიორი); მირზა-ალი-აღა (ზემდეგი); ალი-აღა-ერუბ-ოღლი (ზემდეგი); ელიაზ-აღა (პორუჩიკი).

    გეოგ.დასახელება:  თავფარავნის ტბა; სომხეთი; ჯავახეთი; ხერთვისი; წალკა; ბორჩალო; დემირჩასალი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ლადინსკი (პოლკოვნიკი, კარაბინერთა მე-7 პოლკის მეთაური)

    Рапорт полк. Ладискаго ген.-л. Вельяминову, от 3-го октября 1818 года, N18. - Башкичет / Ладинский = პოლკოვნიკ ლადინსკის პატაკი გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს, 1818 წლის 3 ოქტომბრით დათარიღებული, N18 - ბაშკიჩეტი[დმანისი] / ლადინსკი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N412. - С. 307[MFN: 10365]

    სრული ტექსტი (გვ. 324)

    ანოტაცია:  მოახსენებს, რომ პორუჩიკმა ელიაზ-აღამ თავფარავნის ტბასთან მცხოვრები თავისი სიძისგან შეიტყო, რომ ბატონიშვილი უკვე ახალციხეშია, ბაშ-აღა კი ციხესიმაგრეში გამაგრდა და სავარაუდოდ მასთან ერთად აპირებს სპარსეთში გაქცევას

    პერსონალია:  ველიამინოვი ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ელიაზ-აღა (პორუჩიკი); ბაშ-აღა (ხერთვისის ბეგი); მამედ-ბეგი.

    გეოგ.დასახელება:  წალკა; თავფარავნის ტბა; ახალციხე; სპარსეთი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ველიამინოვი, ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837)

    Письмо ген.-л. Вельяминова к ген.-м. кн. Мадатову, от 5-го октября 1818 года, N141 / Вельяминов = გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვის წერილი გენერალ-მაიორს თავად მადათოვს, 1818 წლის 5 ოქტომბრით დათარიღებული, N141 / ველიამინოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N413. - С. 308[MFN: 10366]

    სრული ტექსტი (გვ. 325)

    ანოტაცია:  გამოთქვამს ვარაუდს, რომ ალექსანდრე ბატონიშვილი ახლავე არ წავა სპარსეთში, რადგან დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ახალციხის ახალმა ფაშამ იგი ხერთვისში შეაჩერა იმ საბაბით, რომ მხოლოდ თურქეთის სულთნის ნებართვის მიღების შემდეგ გაუშვებს, ამიტომ უკან ერევანში მიაბრუნა სპარსეთის ცხენოსანთა რაზმი და ცდილობს ბატონიშვილი კონასტანტინოპოლში წასვლაზე დაიყოლიოს

    პერსონალია:  მადათოვი ვალერიან (რომან) გრიგორიევიჩ (თავადი, გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი, სამხედრო ოლქის უფროსი, 1782-1829).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); აბულ-ფეთხ-ხანი.

    გეოგ.დასახელება:  სპარსეთი; თურქეთი; ერევანი; კონსტანტინოპოლი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ველიამინოვი, ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837)

    Предписание ген.-л. Вельяминова полк. Ладинскому, от 7-го октября 1818 года, N242/142 / Вельяминов = გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვის მითითება პოლკოვნიკ ლადინსკის, 1818 წლის 7 ოქტომბრით დათარიღებული, N242/142 / ველიამინოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N414. - С. 308[MFN: 10367]

    სრული ტექსტი (გვ. 325)

    ანოტაცია:  გამოთქვამს ეჭვს, რომ ხერთვისის ბეგ ბაშ-აღას ალექსანდრე ბატონიშვილის ჩამოსვლამდეც არ ჰქონია რუსეთის სამფლობელოებში გადმოსახლების განზრახვა, ამიტომ შეწყვიტოს მასთან ყოველგვარი ურთიერთობა, ხოლო თუ ახალციხის ახალმა ფაშამ მისი დევნა დაიწყო, დაეხმარონ ჯარით, ოღონდ მხოლოდ რუსეთის საფლობელოს საზღვრებში

    პერსონალია:  ლადინსკი (პოლკოვნიკი, კარაბინერთა მე-7 პოლკის მეთაური).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ჰუდადად-ბეგი.

    გეოგ.დასახელება:  ერევანი; ახალციხე.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ლადინსკი (პოლკოვნიკი, კარაბინერთა მე-7 პოლკის მეთაური)

    Рапорт полк. Ладискаго ген.-л. Вельяминову, от 15-го октября 1818 года, N20 / Ладинский = პოლკოვნიკ ლადინსკის პატაკი გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს, 1818 წლის 15 ოქტომბრით დათარიღებული, N20 / ლადინსკი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N415. - С. 308[MFN: 10368]

    სრული ტექსტი (გვ. 325)

    ანოტაცია:  აცნობებს, რომ ელიაზ-აღას მოწოდებული ინფორმაცია, თითქოს ალექსანდრე ბატონიშვილი ახალციხეში ჩავიდა, ხოლო ბაშ-აღა ციხესიმაგრეში გამაგრდა, ხოლო ერევნიდან დაბრუნდა ჰუდადად-ბეგი, მცდარი აღმოჩნდა და ბატონიშვილი ხერთვისში იმყოფება ახალციხის ახალი ფაშის განკარგულებით, რაც პოდპორუჩიკმა კოლიგოროვმაც დაადასტურა, რომელმაც ხერთვისში პირადად ნახა ბატონიშვილი

    პერსონალია:  ველიამინოვი ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); მამედ-ბეგი; ჰუდადად-ბეგი; ბაშ-აღა; ალი-ბეგი; კოლიგოროვი (პოდპორუჩიკი); ჰუსეინ-ხანი (ერევნელი სერდარი); აგატოშვილი (თავადი).

    გეოგ.დასახელება:  ხერთვისი; ახალციხე; ერევანი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

 


გვერდები:  «« პირველი  « წინა  | 1032 | 1033 | 1034 | 1035 | 1036 | 1037 | 1038 | 1039 | 1040 | 1041 | 1042 |  შემდეგი »  ბოლო »»