The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
NPLG Online Catalogs  | დახმარება | მოგვწერეთ |
 
English   Georgian 
ძიება თემატური კატალოგი ძიების ისტორია  მონაცემთა ბაზის შეცვლა 
ბაზის დათვალიერება საწყისი MFN: ხელახალი ძიება
მონაცემთა ბაზა:ACTS - კავკასიის არქეოგრაფიული კომისიის აქტები გამოტანის ფორმატი 
შედეგის შენახვა
ჩანაწერები:15,147
  1. ველიამინოვი, ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837)

    Приказ ген.-л. Вельяминова Линейнаго казачьяго полка уряднику Андрюкину, от 10-го июля 1818 года, N65 / Вельяминов = გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვის ბრძანება კაზაკთა პოლკის ურიადნიკ ანდრიუკინს, 1818 წლის 10 ივლისით დათარიღებული, N65 / ველიამინოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N396. - С. 300[MFN: 10349]

    სრული ტექსტი (გვ. 317)

    ანოტაცია:  მითითებას აძლევს, რომ თბილისის ციხიდან მოზდოკში ბადრაგით ჩაიყვანონ პატიმარი ბასტამოვი, რომელიც ალექსანდრე ბატონიშვილის უახლოესი თანამზრახველია და ამიტომ განსაკუთრებით მკაცრი კონტროლი დაუწესონ, აგრეთვე აცნობს იმ წესებს, რომლებიც უნდა დაიცვან ბადრაგირებისას

    პერსონალია:  ანდრიუკინი (კაზაკთა პოლკის ურიადნიკი).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ბასტამოვი გიორგი (გოგია); კოტირევი (პოდპოლკოვნიკი, მოზდოკის კომენდანტი); მაივალდოვი (მთავავრმართებლის ხაზინადარი).

    გეოგ.დასახელება:  თბილისი; მოზდოკი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. კლიმოვსკი (პოლკოვნიკი)

    Рапорт полк. Климовскаго ген.-л. Вельяминову, от 20-го августа 1818 года, N322. - Царские Колодцы / Климовски = პოლკოვნიკ კლიმოვსკის პატაკი გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს, 1818 წლის 20 აგვისტოთი დათარიღებული, N322 - ცარსკიე კოლოდცი[დედოფლისწყარო] / კლიმოვსკი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N397. - С. 300[MFN: 10350]

    სრული ტექსტი (გვ. 317)

    ანოტაცია:  აცნობებს პოდპოლკოვნიკ აფხაზოვის პატაკის შინაარსს, რომლის თანახმადაც დიდოელმა ლეკმა მამედ-ალიმ თავისი ძმისწულის პირით შემოუთვალა, რომ 20 ცხენოსანი ლეკის თანხლებით ალექსანდრე ბატონიშვილი 16 აგვისტოს ერევნის სახანოში გადავიდა, თუმცა ბელაქნისა და ჭარის საგუშაგოებზე მათი გავლა არ დასტურდება

    პერსონალია:  ველიამინოვი ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); აფხაზოვი (თავადი, პოდპოლკოვნიკი); მამედ-ალი (დიდოელი ლეკი).

    გეოგ.დასახელება:  ბელაქანი; ჭარი; ერევანი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ველიამინოვი, ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837)

    Рапорт ген.-л. Вельяминова ген. Ермолову, от 30-го августа 1818 года, N113 / Вельяминов = გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვის პატაკი გენერალ ერმოლოვს, 1818 წლის 30 აგვისტოთი დათარიღებული, N113 / ველიამინოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N398. - С. 300[MFN: 10351]

    სრული ტექსტი (გვ. 317)

    ანოტაცია:  მოახსენებს, რომ სამწუხაროდ ზემდეგი ტაბუნშჩიკოვის დაუდევრობის გამო ალექსანდრე ბატონიშვილმა მოახერხა და გაიარა კატეგორიული სიმკაცრით გაფრთხილებული საგუშაგოები, 12 თანმხლებთან ერთად გადალახა მტკვარი და ახლა ახალციხის საფაშოში იმყოფება, ამიტომ პოლკოვნიკ ლადინსკის უბრძანა ბატონიშვილი შეიპყრონ ან მოკლან ახალციხიდან ერევნის გზაზე, და თუ ეს ბრძანებაც ვერ შესრულდა, ითხოვს ნებართვასა პირდაპირ აბას-მირზას მიმართოს გაქცეული ბატონიშვილის გადმოცემის მოთხოვნით

    პერსონალია:  ერმოლოვი ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ტაბუნშჩიკოვი (ზემდეგი); ლადინსკი (პოლკოვნიკი); დენისოვი (პოლკოვნიკი); აბას-მირზა (ბაბა-ხანის ვაჟი, სპარსეთის ტახტის მემკვიდრე).

    გეოგ.დასახელება:  სპარსეთი; ახალციხე; მტკვარი; დემურჩასალი; ერევანი; იმერეთი; სპარსეთი; ევროპა.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Письмо ген. Ермолова к барону Строганову, от 6-го сентября 1818 года. - Кавказская Линия / Ермолов = გენერალ ერმოლოვის წერილი ბარონ სტროგანოვს, 1818 წლის 6 სექტემბრით დათარიღებული - კავკასიის ხაზი / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N398. - С. 300[MFN: 10352]

    სრული ტექსტი (გვ. 317)

    ანოტაცია:  მოახსენებს, რომ ძებნილმა ალექსანდრე ბატონიშვილმა, რომელიც დაღესტანს აფარებდა თავს, აგვისტოში მოახერხა და ახალციხის საფაშოში გადავიდა, ამიტომ ახლა საჭიროდ მიიჩნევს, თურქეთის მოხელეებს მოსთხოვონ რუსეთის ამ აშკარა მტრის გადმოცემა, თუმცა დიდად არ აქვს სასურველი პასუხის მიღების იმედი

    პერსონალია:  სტროგანოვი გრიგორი ალექსანდროვიჩ (ბარონი, დიპლომატი, საიდუმლო მრჩეველი, უფლებამოსილი მინისტრი თურქეთის კარზე, 1770-1857).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ერეკლე II (ქართლ-კახეთის მეფე).

    გეოგ.დასახელება:  ახალციხე; თურქეთი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Предписание ген. Ермолова ген.-л. Вельяминову, от 6-го сентября 1818 года. - Лагерь на Сунже / Ермолов = გენერალ ერმოლოვის მითითება გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს, 1818 წლის 6 სექტემბრით დათარიღებული - ბანაკი მდ. სუნჯაზე / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N400. - С. 301[MFN: 10353]

    სრული ტექსტი (გვ. 318)

    ანოტაცია:  აღნიშნავს, რომ სულაც არ უკვირს ალექსანდრე ბატონიშვილის გაქცევის ამბავი, რადგან საქართველოში ძალიან ცუდად მსახურობენ დონელი კაზაკები, რასაც მოწმობს 12-კაციანი ამალით ბატონიშვილის გავლას საგუშაგოებზე და ზედ პოლკის შტაბ-ბინასთან, ამიტომ ავალებს, გამოიძიონ ტაბუნშჩიკოვის დაუდევრობა და შეუფარდონ სასჯელი, ბატონიშვილის ამალიდან შეპყრობილი ქართველი თავადები და აზნაურები გააციმბირონ, გლეხები ჯარისკაცებად გაამწესონ, ხოლო ლეკები და სხვა ხალხების წარმომადგენლები ჩამოახრჩონ

    პერსონალია:  ველიამინოვი ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე I (სრულიად რუსეთის იმპერატორი); ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ტაბუნშჩიკოვი (ზემდეგი); სოსიევი (გენერალ-მაიორი); ზოლოტარიოვი (პოლკოვნიკი).

    გეოგ.დასახელება:  მტკვარი; დემურჩასალი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Предписание ген. Ермолова ген.-л. Вельяминову, от 16-го сентября 1818 года - Кр. Грозная / Ермолов = გენერალ ერმოლოვის მითითება გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს, 1818 წლის 16 სექტემბრით დათარიღებული - გროზნოს ციხესიმაგრე / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N401. - С. 302[MFN: 10354]

    სრული ტექსტი (გვ. 319)

    ანოტაცია:  ეთანხმება მის გადაწყვეტილებას, რომ პოლკოვნიკი ლადინსკი გაგზავნონ ერევნისკენ მიმავალი ალექსანდრე ბატონიშვილის დასაკავებლად, ამასთან არც იმას მოერიდონ, თუ დაკავება თურქეთის ტერიტორიაზე მოხდება, ხოლო თუ ბატონიშვილი მაინც გააღწევს სპარსეთში, არანაირი მომოწერა არ აწარმოონ აბას-მირზასთან

    პერსონალია:  ველიამინოვი ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837).

    მოხსენიებული პირები:  ლადინსკი (პოლკოვნიკი); ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ველეცკი (მაიორი).

    გეოგ.დასახელება:  ერევანი; თბილისი; ახალციხე.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ლადინსკი (პოლკოვნიკი, კარაბინერთა მე-7 პოლკის მეთაური)

    Письмо полк. Ладискаго к ген.-л. Вельяминову, от 8-го сентября 1818 года. - Башкичет / Ладинский = პოლკოვნიკ ლადინსკის წერილი გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვს, 1818 წლის 8 სექტემბრით დათარიღებული - ბაშკიჩეტი[დმანისი] / ლადინსკი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N402. - С. 302[MFN: 10355]

    სრული ტექსტი (გვ. 319)

    ანოტაცია:  აცნობს, ალექსანდრე ბატონიშვილის ახალციხეში დაკავების გეგმას და მთავარ ამოცანად მიიჩნევს ბატონიშვილის ცოცხლად შეპყრობას, ინტერესდება, ტრაქტატის დარღვევა ხომ არ იქნება, თუ შეტაკებისას ვინმე სპარსელს მოკლავენ

    პერსონალია:  ველიამინოვი ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ველეცკი (მაიორი).

    გეოგ.დასახელება:  ხერთვისი; ერევანი; თბილისი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ველიამინოვი, ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837)

    Предписание ген.-л. Вельяминова полк. Ладинскому, от 9-го сентября 1818 года, N122 / Вельяминов = გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვის მითითება პოლკოვნიკ ლადინსკის, 1818 წლის 9 სექტემბრით დათარიღებული, N122 / ველიამინოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N403. - С. 303[MFN: 10356]

    სრული ტექსტი (გვ. 320)

    ანოტაცია:  აცნობებს, რომ სავსებით ეთანხმება ალექსანდრე ბატონიშვილის შეპყრობის გეგმას, ასევე მითითებას აძლევს, ეცადონ მის ცოცხლად შეპყრობას, ხოლო წარმატების შემთხვევაში ბატონიშვილი არ ჩაიყვანონ თბილისში, რათა ამან არეულობა არ გამოიწვიოს, არამედ წაიყვანონ ანანურში და იქიდან მოზდოკში

    პერსონალია:  ლადინსკი (პოლკოვნიკი, კარაბინერთა მე-7 პოლკის მეთაური).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); სისოევი (გენერალ-მაიორი).

    გეოგ.დასახელება:  თბილისი; ანანური; მოზდოკი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ველიამინოვი, ივან ალექსანდროვიჩ (გენერალ-ლეიტენანტი, სამოქალაქო ნაწილის მმართველი საქართველოში, 1771-1837)

    Предписание ген.-л. Вельяминова полк. Ладинскому, от 12-го сентября 1818 года, N125 / Вельяминов = გენერალ-ლეიტენანტ ველიამინოვის მითითება პოლკოვნიკ ლადინსკის, 1818 წლის 12 სექტემბრით დათარიღებული, N125 / ველიამინოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N404. - С. 303[MFN: 10357]

    სრული ტექსტი (გვ. 320)

    ანოტაცია:  ეხება მთავარმართებლის მიერ ბატონიშვილის შეპყრობის გეგმის სრულ მხარდაჭერას, რაც შეეხება რაზმს, მისი მითითების თანახმად, არ გამოიყენონ რუსეთის ჯარი, კერძოდ დონელი კაზაკები, არამედ რუსეთის ერთგული თათრებით დააკომპლექტონ რაზმი, ბატონიშვილი კი, ცოცხალი თუ მკვდარი, თბილისში გაგზავნონ

    პერსონალია:  ლადინსკი (პოლკოვნიკი, კარაბინერთა მე-7 პოლკის მეთაური).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ერმოლოვი (ინფანტერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი); ველეცკი (მაიორი).

    გეოგ.დასახელება:  ერევანი; ახალციხე; ხერთვისი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

  1. ერმოლოვი, ალექსეი პეტროვიჩ (ინფანტერიის გენერალი, არტილერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1777-1861)

    Письмо ген. Ермолова к гр. Нессельроде, от 13-го сентября 1818 года. - Кр. Грозная / Ермолов = გენერალ ერმოლოვის წერილი გრაფ ნესელროდეს, 1818 წლის 13 სექტემბრით დათარიღებული - გროზნოს ციხესიმაგრე / ერმოლოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от инфантерии Алексея Петровича Ермолова. 1816-1827 : II. Грузинский царский дом : Царевич Александр / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1874. - Т. 6, ч. I, N405. - С. 304[MFN: 10358]

    სრული ტექსტი (გვ. 321)

    ანოტაცია:  მოახსენებს, რომ ალექსანდრე ბატონიშვილმა ახალციხის საფაშოში ჩააღწია რამდენიმე ლეკი ყაჩაღის დახმარებით, და დარწმუნებულია, რომ სპარსეთში აბას-მირზასთან აპირებს ჩასვლას, ამიტომ მიაჩნია, რომ ცოტა ხნით თავი უნდა შეიკავონ, მერე კი მოიფიქრონ, თუ როგორ მოსთხოვონ ამისთვის პასუხი სპარსელებს, ასევე, მისი ახალციხეში ყოფნის თაობაზე თურქებს შეუთვალოს, რომ რუსეთის მტერი შეიფარეს, ასევე მოითხოვს, რომ თურქეთში რუსეთის ელჩი ბარონი სტროგანოვი დააკვირდეს თურქეთისა და სპარსეთის ურთიერთობას, რომელიც ფრიად საეჭვოდ მიაჩნიათ

    პერსონალია:  ნესელროდე კარლ ვასილევიჩ (რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, კანცლერი, 1780-1862, კარლ რობერტ ფონ ნესელროდე-ერესჰოვენ).

    მოხსენიებული პირები:  ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); აბას-მირზა (ბაბა-ხანის ძე, სპარსეთის ტახტის მემკვიდრე); სტროგანოვი ბარონი, რუსეთის ელჩი სპარსეთში.

    გეოგ.დასახელება:  თურქეთი; სპარსეთი; ახალციხე; კონსტანტინოპოლი.

    თემატიკა:  საქართველოს სამეფო ოჯახი; ალექსანდრე ბატონიშვილი.

     

 


გვერდები:  «« პირველი  « წინა  | 1031 | 1032 | 1033 | 1034 | 1035 | 1036 | 1037 | 1038 | 1039 | 1040 | 1041 |  შემდეგი »  ბოლო »»