"ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატის მოამბე". 1923-1925. ტფილისი. კომისარიატის გამოცემა.
სულ გამოვიდა შვიდი წიგნი:
1923 წ. N1.
1923 წ. N1-3 და 4-6
1924 წ. [N1] (ივნისი) და [N2] (დეკემბერი)
1925 წ. N1-3 და N4-6
შინაარსი: ტფილისის პროფესორებისა და ექიმების სამეცნიერო გამოკვლევები და სტატიები მედიცინის სხვადასხვა დარგიდან.
ჟურნალი განაგრძობდა გამოსვლას შემდეგი სახელწოდებებით:
"სამკურნალო მოამბე" (1926-27 წ.)
"ჯანსახკომის მოამბე" (1927-29)
"საბჭოთა მედიცინა" (1929-32)
ამ ჟურნალების შინაარსი მოცემულია სპეციალურ ბიბლიოგრაფიულ საძიებელში: ნიკოლაიშვილი ალ. "მაჩვენებელი ჟურნ. "საბჭოთა მედიცინა"-ში მოთავსებულ შრომებისა 1922-1932".