The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
NPLG Online Catalogs  | Help | Feedback |
 
English   Georgian 
Search Thematic Catalogue Search history  Change Database 
Browse Database Starting MFN: New Search
Database:ACTS - Acts collected by the Caucasian Archeographic Commission Display Format 
Save Results
Records:15,147
  1. პორტნიაგინი (გენერალ-მაიორი)

    Рапорт ген.-м. Портниягина ген. Тормасову, от 4-го июня 1810 года, N43. - Караклис / Портнягин = გენერალ-მაიორ პორტნიაგინის პატაკი გენერალ ტორმასოვს, 1810 წლის 4 ივნისით დათარიღებული, N43 - კარაკლისი / პორტნიაგინი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1217. - С. 798[MFN: 8632]

    Full Text (გვ. 120)

    Annotation:  ახალციხიდან გაქცეული და აჭარაში თავშეფარებული სელიმ-ფაშა ყველანაირად ცდილობს შერიფ-ფაშას ახალციხის საფაშო წაართვას, შერიფ-ფაშასთან იმყოფებიან იმერეთის მეფე სოლომონი და ალექსანდრე ბატონიშვილი, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ ზიანი მიაყენოს საქართველოს

    Person Name:  ტორმასოვი ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819).

    Person Name:  სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); მამედ-ფაშა (ყარსის მმართველი); აბდულ-ფაშა (ყარსის მმართველი); ყარა-ბეგი (მამედ-ფაშას ძმა); ქერიმ-ხანი (შირაზის მმართველი); ბაბა-ხანი (სპარსეთის შაჰი, ფათალი-შაჰი); ნადირ-შაჰი (სპარსეთის შაჰი, თამაზ I ყული-ხანი); ნაგი-ბეგი (ფამბაკელი აღალარი).

    Geographical Name:  ახალციხე; საქართველო; ყარსი; აბარანი; კარაკლისი; ამამლი; ბეკანტი; გიუმრი; ართიკი; ერევანი.

    Subjects:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. სიმონოვიჩი, ფიოდორ ფილიპოვიჩ (პოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი, 1760-1815)

    Рапорт полк. Симоновича ген. Тормасову, от 4-го июня 1810 года, N535. - Кутаис / Симонович = პოლკოვნიკ სიმონოვიჩის პატაკი გენერალ ტორმასოვს, 1810 წლის 4 ივნისით დათარიღებული, N535 - ქუთაისი / სიმონოვიჩი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1218. - С. 799[MFN: 8633]

    Full Text (გვ. 121)

    Annotation:  შერიფ-ფაშამ დაზავების სურვილი შეუთვალა სელიმ-ფაშას, ამიტომ სიმონოვიჩმა წერილი გაუგზავნა სელიმ-ფაშას, რომელშიც მოუწოდებს არ შეურიგდეს შერიფ-ფაშას და აღუთქვამს, რომ შემოდგომისთვის რუსები შევლენ ახალციხეში, ამასთან 3 ათას ჩერვონეცსაც უგზავნის; ასევე შეიტყო, რომ შერიფ-ფაშა და სოლომონ მეფე თურქებისა და ლეკების დახმარებით აპირებენ სურამზე თავდასხმას, რათა გადაკეტონ საქართველოსა და იმერეთის დამაკავშირებელი გზა და შემდეგ იმერეთს დაესხან თავს

    Person Name:  ტორმასოვი ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819).

    Person Name:  სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); სოლომონ II (იმერეთის მეფე).

    Geographical Name:  ახალციხე; სპარსეთი; სურამი; იმერეთი.

    Subjects:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ტორმასოვი, ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819)

    Предписание ген. Тормасова полк. Симоновичу, от 15-го июня 1810 года, N94 / Тормасов = გენერალ ტორმასოვის მითითება პოლკოვნიკ სიმონოვიჩს, 1810 წლის 15 ივნისით დათარიღებული, N94 / ტორმასოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1219. - С. 799[MFN: 8634]

    Full Text (გვ. 121)

    Annotation:  აცნობებს, რომ რუსების ერთგული თავადი ვახტანგ ერისთავი ეცდება სელიმ-ფაშა დაარწმუნოს, დაუყოვნებლივ მოაწეროს ხელი ტრაქტატს რუსეთის ქვეშევრდომობის შესახებ და გამოგზავნოს ამანათები, ამასთან საჭიროა მარინე გურიელმა განაახლოს ამის თაობაზე მასთან მოლაპარაკება, ხოლო თუ სელიმ-ფაშა უარს იტყვის, გამოუცხადონ, რომ რუსები იარაღის ძალით მაინც აიღებენ ახალციხის საფაშოს

    Person Name:  სიმონოვიჩი ფიოდორ ფილიპოვიჩ (პოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი, 1760-1815).

    Person Name:  ალექსანდრე I (სრულიად რუსეთის იმპერატორი); სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); ერისთავი ვახტანგ (თავადი); გურიელი მარინე (გურიის მთავრის სიმონ III ცოლი, ზურაბ წერეთლის და).

    Geographical Name:  ახალციხე; რუსეთი.

    Subjects:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. პეჩორსკი (პოლკოვნიკი, ეგერთა მე-15 პოლკის შეფი)

    Рапорт полк. Печерскаго ген. Тормасову, от 23-го июня 1810 года, N774.- Лагерь при раззоренной кр. Цалке / Печерский = პოლკოვნიკ პეჩორსკის პატაკი გენერალ ტორმასოვს, 1810 წლის 23 ივნისით დათარიღებული, N774 - ბანაკი დარბეულ წალკის ციხესიმაგრესთან / პეჩორსკი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1220. - С. 800[MFN: 8635]

    Full Text (გვ. 122)

    Annotation:  გენერალმა ორბელიანმა ახალციხიდან ამბავი ჩამოიტანა, რომ იმერეთის მეფე იქ იმყოფება და ცდილობს მიიმხროს ლეკები და ახალციხელთა ნაწილი, შერიფ-ფაშა კი სპარსელებისგან 12-ათასიან ჯარს ელოდება, რომ საქართველოზე გამოილაშქროს

    Person Name:  ტორმასოვი ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819).

    Person Name:  სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); ორბელიანი (თავადი, გენერალ-მაიორი); სოლომონ II (იმერეთის მეფე); ბაბა-ხანი (სპარსეთის შაჰი, ფათალი-შაჰი).

    Geographical Name:  ახალციხე; საქართველო.

    Subjects:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. პორტნიაგინი (გენერალ-მაიორი)

    Рапорт ген.-м. Портниягина ген. Тормасову, от 15-го июля 1810 года, N178. - Амамлы / Портнягин = გენერალ-მაიორ პორტნიაგინის პატაკი გენერალ ტორმასოვს, 1810 წლის 15 ივლისით დათარიღებული, N178 - ამამლი / პორტნიაგინი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1221. - С. 800[MFN: 8636]

    Full Text (გვ. 122)

    Annotation:  აცნობებს, რომ თუ სპარსელთა ჯარი აბარანში დაბანაკდება, ბრძოლას გაუმართავს

    Person Name:  ტორმასოვი ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819).

    Geographical Name:  ახალციხე; აბარანი; სპარსეთი.

    Subjects:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ტორმასოვი, ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819)

    Отношение ген. Тормасова к графу Румянцову, от 22-го июля 1810 года, N133 / Тормасов = გენერალ ტორმასოვის მიმართვა გრაფ რუმიანცოვს, 1810 წლის 22 ივლისით დათარიღებული, N133 / ტორმასოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1222. - С. 800[MFN: 8637]

    Full Text (გვ. 122)

    Annotation:  აცნობებს, რომ სპარსეთთან ზავის მიუღწევლობის გამო ჯერ ვერ ახერხებს ახალციხეზე გალაშქრებას, ამასთან იმერეთში მღელვარება დაიწყო და ჯარი მის ჩასახშობადაა საჭირო, თურქეთზე მოლდოვის არმიის გამარჯვების შედეგად თურქეთსა და რუსეთს შორის ომი მალე დასრულდება და საზავო ხელშეკრულებით თურქეთისგან ახალციხისა და ყარსის საფაშოების დათმობა უნდა მოითხოვონ, მით უმეტეს, რომ ახალციხე ოდითგანვე საქართველოს ეკუთვნოდა და იქ უმთავრესად ქართველები ცხოვრობენ

    Person Name:  რუმიანცევი ნიკოლაი პეტროვიჩ (გრაფი, კომერციის მინისტრი, სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, 1754-1826).

    Person Name:  ალექსანდრე I (სრულიად რუსეთის იმპერატორი); კამენსკი (გრაფი, გენერალი).

    Geographical Name:  სპარსეთი; იმერეთი; ახალციხე; თურქეთი; ყარსი.

    Subjects:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. პეჩორსკი (პოლკოვნიკი, ეგერთა მე-15 პოლკის შეფი)

    Рапорт полк. Печерскаго ген. Тормасову, от 24-го июля 1810 года, N883.- Лагерь при раззоренной кр. Цалке / Печерский = პოლკოვნიკ პეჩორსკის პატაკი გენერალ ტორმასოვს, 1810 წლის 24 ივლისით დათარიღებული, N883 - ბანაკი დარბეულ წალკის ციხესიმაგრესთან / პეჩორსკი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1223. - С. 801[MFN: 8638]

    Full Text (გვ. 123)

    Annotation:  ალექსანდრე ბატონიშვილი იმერეთიდან ახალციხეში ჩავიდა და შერიფ-ფაშასთან ერთად გადაწყვიტა, რომ თვითონ ახალციხიდან და სოლომონ მეფე იმერეთიდან ქართლისკენ დაიძრებიან და ბანაკს ქსნის ხეობაში დასცემენ, მათ ძალებს 7 ათასი ყარაფაფახი და ახალციხელი ლეკიც შეემატა

    Person Name:  ტორმასოვი ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819).

    Person Name:  შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); ალექსანდრე ბატონიშვილი (ერეკლე II ძე); ბაბა-ხანი (სპარსეთის შაჰი, ფათალი-შაჰი); აბას-მირზა (ბაბა-ხანის ვაჟი, სპარსეთის ტახტის მემკვიდრე); ორბელიანი (თავადი, გენერალ-მაიორი).

    Geographical Name:  ახალციხე; იმერეთი; ქართლი; ქსნის ხეობა; თავფარავნის ტბა.

    Subjects:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ტორმასოვი, ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819)

    Предписание ген. Тормасова ген.-м. Симоновичу, от 27-го сентября 1810 года, N190 / Тормасов = გენერალ ტორმასოვის მითითება გენერალ-მაიორ სიმონოვიჩს, 1810 წლის 27 სექტემბრით დათარიღებული, N190 / ტორმასოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1224. - С. 801[MFN: 8639]

    Full Text (გვ. 123)

    Annotation:  ახალქალაქში დამარცხებული ერევნელი ჰუსეინ-ყული-ხანი ერევანში დაბრუნდა და შერიფ-ფაშაზე შურისძიებას გეგმავს, ასე რომ შერიფ-ფაშა სპარსელების იმედად ვეღარ იქნება, მოლდოვის ჯარის მიერ თურქების 40-ათასიანი კორპუსის განადგურებით ხელსაყრელი პირობები იქმნება ახალციხეზე იერიშისთვის, რაც უნდა გამოიყენონ კიდეც, ამასთან ითხოვს დეტალურ ინფორმაციას იმერეთში მომხდარი მღელვარების თაობაზე

    Person Name:  სიმონოვიჩი ფიოდორ ფილიპოვიჩ (პოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი, 1760-1815).

    Person Name:  სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); შერიფ-ფაშა (ახალციხის მმართველი, შერიფ-მამედ-ფაშა); ჰუსეინ-ყული-ხანი (ერევნელი სერდარი).

    Geographical Name:  ახალციხე; ერევანი; სპარსეთი; თურქეთი; იმერეთი; ფოთი; ქუთაისი.

    Subjects:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ტორმასოვი, ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819)

    Предписание ген. Тормасова ген.-м. Симоновичу, от 27-го октября 1810 года, N1112 / Тормасов = გენერალ ტორმასოვის მითითება გენერალ-მაიორ სიმონოვიჩს, 1810 წლის 27 ოქტომბრით დათარიღებული, N1112 / ტორმასოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1225. - С. 801. - ერთვის გენერალ ტორმასოვის პროკლამაცია ახალციხის საფაშოს მცხოვრებლებისადმი, 1810 წლის 25 ოქტომბრით დათარიღებული, N1102[MFN: 8640]

    Full Text (გვ. 123)

    Annotation:  მითითებას აძლევს, რომ ახალციხისკენ დაიძრას და იქ შეუერთდეს იმ ნაწილებს, რომლებსაც ის და გენერალი პორტნიაგინი უმეთაურებენ, ამასთან იმედს გამოთქვამს, რომ მათ შეეშველებიან სამეგრელოსა და გურიის ცხენოსანთა ჯარები, ასევე იმერეთის თავადები, განსაკუთრებით კი ზურაბ წერეთელი და მისი ვაჟი გიორგი; გარდა ამისა, მოუწოდებს აბასთუმანში შეხვდეს სელიმ-ფაშას, დაიყოლიოს ტრაქტატის ხელმოწერაზე და ამანათად შვილის გამოგზავნაზე

    Person Name:  სიმონოვიჩი ფიოდორ ფილიპოვიჩ (პოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი, 1760-1815).

    Person Name:  სელიმ-ფაშა (ახალციხელი სერასკირი, ხიმშიაშვილი); პორტნიაგინი (გენერალ-მაიორი); წერეთელი ზურაბ (თავადი, პოლკოვნიკი, სახლთუხუცესი); წერეთელი გიორგი (ზურაბ წერეთლის ვაჟი).

    Geographical Name:  ახალციხე; სამეგრელო; გურია; აბასთუმანი.

    Subjects:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

  1. ტორმასოვი, ალექსანდრ პეტროვიჩ (კავალერიის გენერალი, კავკასიის მთავარმართებელი, 1752-1819)

    Предписание ген. Тормасова ген.-м. Симоновичу, от 1-го ноября 1810 года, N1125 / Тормасов = გენერალ ტორმასოვის მითითება გენერალ-მაიორ სიმონოვიჩს, 1810 წლის 1 ნოემბრით დათარიღებული, N1125 / ტორმასოვი // Акты, собранные Кавказскою Археографическою Коммиссиею : Кавказ и Закавказье за время управления генерала от кавалерии Александра Петровича Тормасова. 1809-1811 : XII. Турция : Ахалцих / Ад. Берже [председатель коммиссии и автор предисловия]. - Тифлис, 1870. - Т. 4, N1226. - С. 802[MFN: 8641]

    Full Text (გვ. 124)

    Annotation:  ეხება ახალციხეზე სამი მხრიდან იერიშის მიტანას, იმერეთის დედოფლის მარიამის და იმერეთის სამეფო ოჯახის სხვა წევრების თბილისში გაგზავნას და იქ მათდამი მეთვალყურეობის დაწესებას

    Person Name:  სიმონოვიჩი ფიოდორ ფილიპოვიჩ (პოლკოვნიკი, გენერალ-მაიორი, 1760-1815).

    Person Name:  ალექსანდრე I (სრულიად რუსეთის იმპერატორი); პორტნიაგინი (გენერალ-მაიორი); მარიამ დედოფალი (სოლომონ II ცოლი, ერეკლე II ასული); მერილინი (პოლკოვნიკი).

    Geographical Name:  ახალციხე; წალკა; თბილისი; იმერეთი; ფოთი.

    Subjects:  რუსეთის მმართველობა კავკასიაში; ურთიერთობა თურქეთთან; ახალციხე.

     

 


Pages:  «« First  « Prev  | 860 | 861 | 862 | 863 | 864 | 865 | 866 | 867 | 868 | 869 | 870 |  Next »  Last »»