დავით გურამიშვილი: სწავლა მოსწავლეთა
პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას
სწავლა მოსწავლეთა |
1. ისმინე,
სწავლის მძებნელო! მოყევ
დავითის მცნებასა, ჯერ მწარე ჭამე; კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა; თავს სინანული სჯობია ბოლოჟამ დანანებასა, - ჭირს მყოფი, ლხინში შესული, შვებად მიითვლი ვნებასა. |
სწავლის მძებნელი - ცოდნის მაძიებელი, სწავლისმოყვარე.
დავითის მცნება - დავითის შეგონება, დარიგება; აქ პოეტთან ერთად ბიბლიური დავით წინასწარმეტყველი, ფსალმუნთა ავტორი, უნდა იგულისხმებოდეს. გემოვნება - გემო, სიამოვნება. ტაეპის აზრია: სწავლის პროცესი რთულია, მაგრამ შედეგი - სასიამოვნო, სასიხარულო. თავს - თავიდან, დასაწყისში. ბოლოჟამ - ბოლო დროს, ბოლოს. დანანება - აქ: სინანული. შვება - სიხარული. მიითვლი - ჩათვლი, მიიღებ. ვნება - აქ: ტანჯვა. შვებად მიითვლი ვნებასა - ტანჯვას სიხარულად ჩათვლი. |
||
|
|||
დედამ
რა შვას ძე, პირველთა
ჭირთ აღარ მოიხსენებსა, ძის სიხარულით დაჰკარგავს ილაოს მზგავსთა სენებსა; მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა, ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა. |
რა შვასას - როცა გააჩენს. ჭირთ აღარ მოიხსენებსა -
გასაჭირი აღარ გაახსენდება. ძის სიხარული - შვილის გაჩენის სიხარული. ილაო - დაავადება, ნაწლავების გადანასკვა, რასაც ახლავს გაუსაძლისი ტკივილი. მწიდნავი - მევენახე, რომელიც დამაგინებით (ვაზის ტოტის გადაწვენითა და მიწაში ჩაფლვით) აღმოაცენებს, ამრავლებს ახალ ვაზს. მოისთვლის - მოიწევს. ეგრეთ – ასევე, აგრეთვე. განისვენებს – მოისვენებს. |
||
სწავლა
სიკვდიმდე შენია, მუდამ შენთანა მყოფელი; მას გეცილების მას გეცილების ვერავინ, არ არის გასაყოფელი. სხვას ყველას მახე უგია, თავისა გასაყოფელი; თუ კაცსა ცოდნა არა აქვს, გასტანჯავს წუთისოფელი. |
სიკვდიმდე - სიკვდილამდე. მას გეცილების ვერავინ - მას ვერავინ წაგართმევს. არ არის გასაყოფელი - არ გაიყოფა. თავისა გასაყოფელი - თავის გასაბმელი [მახეში]. გასტანჯავს წუთისოფელი - ცხოვრება დატანჯავს, გააწამებს. |
||
ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა,
რაზომსაც დაეტარების, აქვს უხილავი საუნჯე, ხელი არ შაეკარების; არც ცხადით ძალით წაერთმის, არც მალვით მოიპარების, ჭკუვა უხმარ არს ბრიყვთათვის, ჭკვა ცოდნით მოიხმარების! |
რაზომსაც დაეტარების - სადაც უნდა წავიდეს. ტაეპის აზრია:
ცოდნა
თან დაჰყვება მცოდნეს ყველგან (სადაც კი დადის, სადაც უნდა წავიდეს). უხილავი საუნჯე - აქ: ცოდნა. ხელი არ შაეკარების - ხელით ვერ შეეხები. არც ცხადით ძალით წაერთმის - ვერც აშკარა ძალმომრეობით წაართმევ. უხმარ არს - მოუხმარებელია, გამოუსადეგარია, გამოუყენებელია. ჭკუვა, ჭკვა - ჭკუა. ტაეპის აზრია: თანდაყოლილი ნიჭი, ჭკუა უსარგებლოა განსწავლის, ცოდნის გარეშე. |
||
ჩემის უცებით
შევატყევ, ბრიყვთათვის რაც შემიტყვია: ავი და კარგი გარჩევით, ვხედავ, რომ ახლოს მიწყვია. მინდა და სწავლის სიმოკლით ცალ-ცალკე ვერ გამიყვია. ჰგავს უხორთუმოს სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია! |
ჩემის უცებით – ჩემი უვიცობით, განუსწავლელობით, უმეცრებით.
შევატყევ – შევატყვე, შევამჩნიე. ტაეპის აზრია: ჩემმა უმეცრებამ მომცა საშუალება, მივმხვდარიყავი, რა დღეში არიან სხვა უვიცებიც. გარჩევით - გარჩეული, ერთმანეთისგან გამიჯნული. სწავლის სიმოკლე – არასაკმარისი ცოდნა. ცალ-ცალკე ვერ გამიყვია – ერთმანეთისაგან ვერ გამირჩევია. ტაეპების აზრია: ავიც თვალწინ მაქვს და კარგიც, მაგრამ მცირე ცოდნის გამო მათი გარჩევა არ შემიძლია. სიკეთისა და ბოროტების გასამიჯნავად ცოდნა არ მყოფნის. ჭკვიანი კაცი ბრიყვია – კაცი, რომელსაც ბუნებრივად, უფლისგან ბოძებული ჭკუა აქვს, მაგრამ უსწავლელია. |
||
ვით
უსაჭურვლოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს, გაცოფებული გულ-ბრაზად ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს, ვერ აღასრულოს საწადი, რაც ნებავს, მისთვის ღონობდეს, - ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს. |
უსაჭურვლოდ – უიარაღოდ. მამაცი - აქ: მებრძოლი. ომშიგან გულად ლომობდეს – ომში ლომივით, უშიშრად იბრძოდეს. გულ-ბრაზად – ბრაზიანად, გაშმაგებით. საწადი – სურვილი, საწადელი. ღონობდეს – დაღონდეს, დადარდიანდეს. ვერ მიხვდეს, რასაც ნდომობდეს – ვერ აისრულოს, რაც უნდა. ვერ აისრულოს საწადელი. | ||
ვსძებნე და ვერა
ჰვპოე რა
მჯობი ამ სწავლა-მცნებისა: ბრძენსა აქვს თავის უფლება სოფელში ყოფნა ნებისა; ბრძენი სადაც არს, დარჩების, საუნჯე თან ექნებისა: ბრძენი პურთათვის ჩემსავით მუხლთ არვის მოექნებისა! |
ჰვპოე - ვიპოვე. მჯობი ამ სწავლა-მცნებისა - ამ
დამოძღვრაზე, სწავლებაზე, დარიგებაზე უკეთესი. ნებისა - ნებისად, ნებისამებრ. ტაეპის აზრია: ბრძენს შეუძლია თავის ნებაზე, თავისუფლად იცხოვროს წუთისოფელში. დარჩების - თავს ირჩენს, თავს შეინახავს. საუნჯე - აქ: ცოდნა, სიბრძნე. მუხლთ არვის მოექნებისა - მუხლებზე არავის მოეხვევა (სამათხოვროდ საქმეს არ გაიხდის). |
||
ბრძენი სიტყვითა დარჩების, ოსტატი თავის ხელითა, ხუცესი წირვით, ვაჭარი შორს წასვლით-მოსვლით ძნელითა, მოლაშქრე სისხლის ქცევითა, მხვნელი ოფლითა ცხელითა, გლახა კარის-კარ თხოვნითა, - შენა გწადს აწ რომელითა? |
ბრძენი სიტყვითა დარჩების – ბრძენი თავისი განსწავლულობით,
ცონით ირ- ჩენს თავს. მოლაშქრე სისხლის ქცევითა – მეომარი სისხლის ღვრით (ირჩენს თავს). შენა გწადს აწ რომელითა? – შენ რომელი ხელობით, რა გზით გინდა თავი ირჩინო, შეინახო? |
||
კარგს საქმეზედა მიბაძვა არა რა
დასაძრახია!
სმენა, თქმა, სწავლის ძიება მოძებართაგან ახია. ცუდის, ტყუილის მოზღაპრე სიცრუის კანანახია, სწავლაზე ურჩი და მორცხვი თვალით არ დასანახია. |
კარგს საქმეზედა - სასიკეთო საქმისთვის. დასაძრახი - გასაკილავი,
სამარცხვინო. მოძებარი - მძებნელი. ახია - შესაფერისია, ჯეროვანია, სამართლიანია. ტაეპის აზრია: სწავლის მსურველი უნდა ეძიებდეს ცოდნას, (მას მასწავლებლის, მოძღვრის) მოსმენა, ცოდნის განმტკიცება შეეფერება. ტყუილის მოზღაპრე - ტყუილის, სიცრუის მთქმელი. კანანახი - გალობის დამწყები. სიცრუის კანანახი - სიცრუის წამომწყები. ტაეპის აზრია: მორცხვი - აქ: ზარმაცი. სწავლაზე ურჩი და მორცხვი - ვინც სწავლას თავს არიდებს. |
||
ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი, მალ გამთელდების უწამლოდ მისიწყლურების ტკივილი, რა მოიზარდოს, მოყვინჩლდეს, მამლურებ შექმნას ყივილი, - უფთხილდი, მისგან წყენითა არაზე შექნა ჩივილი. |
ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის
ცემით კივილი – სტროფი ეხმიანება ებრაელთა ბრძენი მეფის,
სოლომონის, სწავლებას: ,,რომელი ერიდებოდის |
||
უწვრთელი ძაღლი
მიხვდების გარეთ სიცივით
თრთოლასა, საჭმლითაც არვინ განაძღებს, პილწად დაიწყებს წრწოლასა; გასწავლებული პატივით შტაქუნზე შეიქს წოლასა, სჯობს ყოლა უწვრთის ძაღლისა, უწვრთელის შვილის ყოლასა. |
მიხვდების - მოუწევს. თრთოლა - ცახცახი. პილწად - ბილწად. წრწოლა - ძრწოლა (დაძრწის), წოწიალი. გასწავლებული - გაწვრთნილი. შტაქუნი - ლეიბი. |
||
ძაღლი
უწვრთელი პატრონსა ასეთს რას დაუშავებსა, რომ შვილი ბრიყვი, უცები, დედ-მამას განათავებსა? უცოდინრობით ასეთსა საქმეებსა იქს ავებსა, გვარსა და ნათესავებსა სირცხვილი სჭრიდეს თავებსა. |
უწვრთელი - გაუწვრთნელი. რომ - როგორც. უცები - უმეცარი, უცოდინარი. განათავებს - ბოლოს მოუღებს, დაღუპავს. საქმეებსა იქს ავებსა - ცუდ საქმეებს ჩაიდენს. |
||
პატრონსა ძაღლი უწვრთელი მეტს ვერას
ჰკადრებს წყენასა: ან პურს მოსტაცებს, ან ხორცსა, ან წყალს ამოჰკრავს ენასა; მშობელთა შვილი უწვრთელი აროდეს მისცემს ლხენასა, სულთა წარწყმენდას და ხორცთა მიუთხრობს მით შერცხვენასა. |
ჰკადრებს წყენასა - გაუბედავს საწყენს; აწყენინებს. შვილი უწვრთელი - აღუზრდელი, უცოდინარი, განუსწავლელი შვილი. ლხენა - აქ: შვება, მოსვენება, სიხარული. ტაეპის აზრია: (უმეცარი, აღუზრდელი შვილი) მშობლებს ამოაგდებს, დააქცევს, სულიან-ხორციანად დაღუპავს. |
||
უსწავლელი ძაღლი კარში ყეფს და
გარეშამოს ჰფარავს, ნადირს აფთხობს, ქურდს აშინებს, ძნელად რასმე მას მოპარავს; ბრიყვი კაცი წამოწვების, ღამით კარსაც არ მისჯარავს! თვით იქნების გასაკმარი, ვინც ამ სწავლას გამიკმარავს. |
გარეშამოს ჰფარავს - გარემოს ყეფით იკლებს. ძნელად რასმე მას მოპარავს - (ქურდს) გაუჭირდება რამე მოიპაროს. მისჯარავს - დაკეტავს, მიხურავს. გასაკმარი - დასაცინი. გაკმარვა - დაცინვა. ვინც ამ სწავლას გამიკმარავს - ვინც ამ სწავლებას, დამოძღვრას არ მომიწონებს. |
||
ყრმა სწავლაში მომშვიდდების, რკინა ცეცხლში გარბილდების, უსწავლელი ვაჟიკაცი სიბერის დროს გაწბილდების; რიკ-ფაინის დრო გარდუა, ვეღარ გაჰკრავს, ჩაჰბილდების, სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების! |
მომშვიდდების - დადინჯდება, დამშვიდდება. გაწბილდების - შერცხვება. აქ: გაიტანჯება, გაწამდება.
რიკ-ფაინა - რიკტაფელა, ჩილიკაობა (ბავშვთა თამაშობა ჯოხით).
ჩაჰბილდების |
||
ვით
ძნიად სწორი
ბერფუყი დაიგრიხების წნელადა, ეგრეთვე კაცი მხცოვანი განისწავლების ძნელადა, ვით ახალმორჩი ვაზისა ხელს მიყვეს საფურჩნელადა, ეგრეთ ახალი მოზარდი ყრმა ოსტატს - გასაწვრთნელადა. |
ძნიად - ძნელად. ბერფუყი - ბებერი, დაფუტუროებული (ხე). |
||
ყმაწვილი უნდა სწავლობდეს
საცნობლად თავისადაო: ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო? ვინცა ქმნა თიხა ჭურჭელად, რას უძღვნის ხელფასადაო? ვით რემა ხნარცვს არ ჩავარდეს ულაგმო და უსადაო? |
საცნობლად თავისადაო - საკუთარი თავის შესაცნობად, საკუთარი თავის |