ვაჟა-ფშაველა:   მრწამს, მარად მიწამებია (სიმღერა)

პროექტი: ბიბლიოთეკა სკოლას  

 


 


 


 


  მრწამს , მარად მიწამებია     მრწამს – მწამს
მუდმივ სიცოცხლე სულისა,
კარგისა, ქვეყნის მოყვარის,
ქვეყნის ბედისგან წყლულისა.
 

წყლული – აქ: ჭირ-ვარამი, მწუხარება

მრწამს, ფერფლნი კარგის გულისა,
ქარმ რო გაფანტოს ხმელადა,

ქარმ
– ქარმა; ხმელადა - ხმელეთზე, დედამიწაზე (ხმელი – აქ: ხმელეთი, დედამიწა)
თვითოში მაინც ენთება  
ტიალ სურვილი ცხელადა, ტიალი – უპატრონო, ოხერი
ავის მჩაგრავად, კეთილის
მუდამ იქნება მცველადა,
ბეჩავის, გაჭირვებულის
მომხმარედ, მეშვლად, მხსნელადა.
კარგს გულს არა ჰკლავს ბუნება,
 
თან დააქვს ძველისძველადა! ძველისძველადა – დიდი ხნის წინ, ოდითგანვე