რაიმ-ნიუსი

,,ახალი თაობა”. 2003 წ. 16 ნოემბერი. გვ. 5. 

 

 

 

სამოქალაქო დაუმორჩილებლობა უკვე დაიწყო

ოპოზიციის მოწოდებით შაბათიდან სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები საქართველოს მთელ რიგ რაიონებში დაიწყო. ამის შესახებ პრაიმ-ნიუსს ბლოკის "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი არველაძემ უთხრა. მისი თქმით, აბაშის რაიონში შაბათიდან მასწავლებლები გაიფიცნენ, ხოლო ზუგდიდის რაიონში ექიმები ხელმოწერებს აგროვებენ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით. თელავში მიმდინარე აქციების მიზანი, პრეზიდენტის გადადგომასთან ერთად, თელავის გამგებლის მედეა მეზვრიშვილის თანამდებობიდან განთავისუფლებაა, - აღნიშნა მან. ბლოკის ,,სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა მოსახლეობას საყოველთაო სამოქალაქო დაუმორჩილებლობისაკენ მოუწოდა და მის განსახორციელებლად რეგიონებში წინააღმდეგობის კომიტეტების შექმნის დაწყების შესახებ განაცხადა პარასკევს პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ათასობით ადამიანი ესწრებოდა. ამასთან, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მრავალათასიანი საპროტესტო აქციები, რაც 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო, შაბათ-კვირას დროებით შეჩერდა და ოპოზიციის ლიდერთა განცხადებით, ორშაბათს განახლდება.