The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ ჯიბუტი

რევაზ ჯიბუტი
დაბადების თარიღი:31 აგვისტო, 1934
გარდაცვ. თარიღი:27 მარტი, 1992  (57 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ჩოხატაური.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1957 წელს.

1960-1962 წწ. და 1964-1980 წწ. მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტში, 1962-1964 წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1980 წლიდან ფიზიკის ინსტიტუტში ბირთვული ფიზიკის განყოფილების ხელმძღვანლად, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში - კათედრის გამგედ. იგი იკვლევდა მსუბუქი ბირთვების სტრუქტურასა და ბირთვულ რეაქციებს. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერების დოქტორი (1971), პროფესორი (1980). 

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.563

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ , წევრი (1976-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1985 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია
    მაღალი ენერგიების Y- კვანტებით მსუბუქი ბირთვების ფოტოგახლეჩის თეორიაში შრომათა ციკლისათვის

გააზიარე: