The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით ხუროძე

დავით ხუროძე
დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:2000  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:დრამატურგი, მწერალი, პოეტი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.

1957 წლიდან მუშაობდა კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელად, გაზეთ "ქუთაისის" რედაქციაში. 1939 წელს გამოაქვეყნა პირველი ლექსი გაზეთ "ინდუსტრიულ ქუთაისში", პირველი წიგნი − საბავშვო ლექსებისა და პოემების კრებული "ოქროს ხელები" 1957 წელს. გამოცემული აქვს ლირიკული ლექსების კრებულები: "მთების ბალადა" (1973), "მოთიბული ვარსკვლავები" (1979, საბავშვო ლექსების რამდენიმე კრებული. მისი ლექსი "მინდა დიდი გავიზარდო" წლების მანძილზე იყო შეტანილი დედაენის სახელმძღვანელოში. 1985 წელს გამოსცა ნოველების წიგნი "ნუ გაფრინდებით!.."; სიცოცხლის ბოლო პერიოდში - "სევდიანი ნოველები". დავით ხუროძის საბავშვო პიესები წარმატებით იდგმებოდა ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში.

წყარო: ქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.-გვ.402-403

ბიბლიოგრაფია

  • ქარში გაფანტული დღეები : ლექსები (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1990. - 95გვ.
  • ნუ გაფრინდებით!... : მოთხრობები (ავტორი). - ქუთაისი, საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1985. - 155გვ.
  • მოთიბული ვარსკვლავები : ლექსები (ავტორი). - ქუთაისი, საბჭ. საქართველო, ქუთაისის ფილიალი, 1979. - 99გვ.
  • ოქროს ხელები : ლექსები და პოემები. უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვთათვის (ავტორი). - ბათუმი, საბჭოთა აჭარა, 1979. - 43გვ.
  • მთების ბალადა : ლექსები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1973. - 129გვ.
  • დალაქი და ზღარბუნა : ლექსები სკოლამდელთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1971. - 35გვ.
  • ბაქიები : ლექსები სკოლამდელთათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1970. - 69გვ.
  • იღვიძებენ იები : ლექსები სკოლამდელი და უმცრ. სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1963. - 30გვ.
  • ოქროს ხელები : ლექსები ბავშვთათვის (ავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1957. - 83გვ.

გააზიარე: