The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბორის ჩაკვეტაძე

ბორის ჩაკვეტაძე
დაბადების თარიღი:14 აგვისტო, 1952  (71 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქ. მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო საქმის ფაკულტეტი მკურნალის სპეციალობით 1975 წელს; 1977 წელს - მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის კლინიკური ორდინატურა.

1979-1980წ.წ. - ქ. ქუთაისის ავტოქარხნის რაიონის სამკურნალო პროფილაქტიკური სექტორის ხელმძღვანელი; 1990-1996წწ. - ქ. ქუთაისის ავტოქარხნის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე; 1993-1995წწ. - მოსკოვის ი.მ სეჩენოვის სახ. I სამედიცინო ინსტიტუტი, დოქტურატურა; 1996-2008წწ. - 8 სამედიცინო და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრის ქირურგიული განყოფილების გამგე; 2008 წლიდან - წმ. ნიკოლოზის სახელობის ქირურგიული ცენტრის ხელმძღვანელი; 2006-2012წწ. - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანი; ზოგადი ქირურგიის მიმართულების სრული პროფესორი. გაიარა სერტიფიცირება 7 სპეციალობაში: ზოგადი ქირურგია, ონკოლოგია, პროქტო-ლოგია, ენდოკრინულიქირურგია, ლაპაროსკოპიული ქირურგია, ონკოგინეკოლოგია, პლასტიკური და ბარიატრიული ქირურგია. ექიმი-ქირურგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემს - "განივი კოლინჯის კიბოს გართულებული ფორმის კლინიკა, დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა", დაიცვა 1995 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ალიმენტურ-კონსტიტუციური სიმსუქნით ავადმყოფთა ქირურგიული მკურნალობა მცირე კუჭის ფორმირებით", დაიცვა 2002 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.379; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge; ევექსი კლინიკები: evexclinics.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გ. მუხაძის სახელობის საქართველოს ქირურგიული საზოგადოება, დამფუძნებელი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: