The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



პეტრე შამათავა

პეტრე შამათავა
დაბადების თარიღი:12 აგვისტო, 1911  (112 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:პუბლიცისტი, სცენარისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ლეძაძამე, სენაკის რაიონი.

1941-1945წწ. დიდი სამამულო ომის მონაწილე; პოდპოლკოვნიკი. 1954-1956წწ. ამიერკავკასიის წითელდროშოვანი სამხედრო ოლქის გაზეთ "ლენინსკაია ზნამიას" ქართული გამოცემის რედაქტორი. 1956-1957წწ. თადარიგში გასვლის შემდეგ ჟურნალ "კომუნისტური აღზრდისათვის" რედაქტორი, 1957-1984წწ. საქართველოს სსრ ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის სახელმწიფო კომიტეტის თავჯდომარის პირველი მოადგილე, 1984 წლიდან იქვე მთავარი სპეციალისტი შრომის მეცნიერებათა ორგანიზაციის დარგში. აქვს საგმირო-პატრიოტულ თემაზე დაწერილი 25 ნაწარმოები. არის ქართული დოკუმენტური სატელევიზიო ფილმების სცენარების ავტორი ("ქარცეცხლიან დღეთა ქრონიკა", "გმირი, ლექსი, სიმღერა", "კომისარი"). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.10-თბ., 1986.-გვ.679; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ. 58

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სკკპ, წევრი (1941-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ღირსების ორდენი
  • სამამულო ომის II ხარისხის ორდენი
  • საპატიო ნიშნის ორდენი (2 ორდენი)
  • წითელი ვარსკვლავის ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: