The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



თამარ ქავთარაძე

დაბადების თარიღი:5 სექტემბერი, 1927  (96 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა ფასანაური(დუშეთის რაიონი).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1952 წელს.

1952-1956წწ. მუშაობდა დუშეთში სკოლის ექიმად, პედიატრად, პედიარტიული განყოფილების გამგედ; 1956-1958წწ. იყო თბილისის რესპუბლიკური დედათა და ბავშვთა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური ორდინატორი პედიატრიაში; 1961-1966წწ. საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პათომორფოლოგიური ლაბორატორიის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1966-1969წწ. კლინიკო-ჰემატოლოგიური ლაბორატორიის, 1969 წელს ნეიროენდოკრინოლოგიური განყოფილების, 1969-1981წწ. მოზრდილ ბავშვთა განყოფილების უმცროსი, 1981-1988წწ. უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1988 წლიდან კარდიორევმატოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. ავტორია 78 სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება ნივთიერებათა ცვლის დარღვევებს, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს ბავშვებში. მისი ხელმძღვანელობით  მომზადებულია ინტერნები, კლინიკური ორდინატორები. აგრეთვე მისი ხელმძღვანელობით სამუშაო ადგილზე კვალიფიკაცია აიმაღლეს პრაქტიკოსმა ექიმებმა. პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. ი. ფაღავას სახელობის პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კარდიორევმატოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნუკლეინის მჟავების შემცველობა ზოგიერთ ორგანოში ექსპერიმენტული რაქიტის დროს", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.281

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს პედიატრთა და რევმატოლოგთა საზოგადოება, წევრი

გააზიარე: