შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ ტაბიძე
ბიოგრაფიადაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1954 წელს. 1959 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის კათედრაზე; 1979 წლიდან ხელმძღვანელობდა პრესის თეორიისა და პრაქტიკის კათედრას; 1982-1999წწ. იყო ჟურნალისტიკის ფაკულტეტის დეკანი; რამდენიმე ჟურნალისა და გაზეთის სარედაქციო კოლეგიის წევრი; მრავალი მეცნიერული ნაშრომის (აქედან 14 წიგნია, მათ შორის: "გალაკტიონი - შემოქმედებითი ლაბორატორია", თბ., 1993; "გალაკტიონი - რედაქტორი და გამომცემელი", თბ., 1997) და პუბლიცისტური სტატიის ავტორი; გ. ტაბიძის ძმისწული და მისი შემოქმედების მკვლევარი; ლიტერატურათმცოდნე, ჟურნალისტიკის ისტორიკოსი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1975). წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002. - გვ.850; პრემია "საგურამოს" ლაურეატები: 2003-2017 წლები/რედაქტორ-შემდგენლები: ანდრო ბედუკაძე, ლანა უნდილაშვილი.-საგურამო, 2017.-გვ.118 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |