The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიშა სანდლერი

მიშა სანდლერი
ოფიციალური სახელი:მიხეილ სანდლერი
დაბადების თარიღი:6 ოქტომბერი, 1963  (60 წლის)
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბორჯომი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი 1986 წელს; 1988-1991წწ  გაიარა სპეციალიზაციის კურსი - ნევროლოგია, ფიზიოთერაპია, სპორტული მედიცინა, რეაბილიტაცია, მანუალური თერაპია. 

1986 წლიდან ეწევა სამედიცინო საქმიანობას: 1986–1991წწ. ქ. ბორჯომი. სანატორიუმი "ლიკანი" და სასწრაფო სამედიცინო დახმარება; 1991-1994 სასწრაფო დახმარების ბიურო; 1993–2002წწ. სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი "ლეჩკომბინატი" - ფიზიოთერაპიისა და რეაბილიტაციის განყოფილების უფროსი, შპს. "ინტერკლინიკა" - ნევროლოგი; 2003-2011წწ. სამკურნალო სარეაბილიტაციო ცენტრი "ტრიადა", კლინიკის ხელმძღვანელი; 2011 წლიდან  "MSCLINIC" კლინიკის ხელმძღვანელი, კლინიკა "ინტერკლინიკა"- ნევროლოგი, "ინტერმედიკა"- კონსულტანტი ნევროლოგი; 2017 წლიდან კლინიკა "CITO" - კონსულტანტი ნევროლოგი. მედიცინის დოქტორი, ექიმი, ნევროლოგი, ვერტებროლოგი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "წელის მალების ოსტეოქონდროზის დიაგნოსტიკა და მკურნალობის მეთოდები", დაიცვა 2004 წელს.

წყარო: ქართული სამედიცინო პორტალი: vidal.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ევროპის ნევროლოგთა ასოციაცია, წევრი

გააზიარე: